BDO Digital-ის დახმარებით არაერთმა წამყვანმა ქართულმა სადისტრიბუციო კომპანიამ მოახერხა ციფრული ტრანსფორმაციის სერვისების დანერგვა
ბაზრის წამყვანმა სადისტრიბუციო კომპანიებმა თანამედროვე გადაწყვეტება ჩვენი გუნდის დახმარებით დანერგა
ჩვენ გუნდი მაღალი კვალიფიკაციისა და ინდუსტრიაში დიდი გამოცდილების მქონე თანამშრომლებისგან შედგება
ვიყავით ერთ-ერთი პირველები, რომლებიც ქართულ კომპანიებს ციფრულ ტრანსფორმაციას, როგორც სერვისს სთავაზობდა
კომპანიისთვის, რომლისთვისაც ბიზნესის ზრდა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება პრიორიტეტია, პროცესების ავტომატიზაცია აუცილებლობას წარმოადნგეს. ამისთვის BDO Digital-ი კომპანიებს თანამედროვე ERP სისტემას 1C ERP-ს სთავაზობს.
1C ERP-ში მხარდაჭერილია სადისტრიბუციო საქმიანობის ავტომატიზაცია, შეკვეთის აღებიდან საქონლის მიწოდებამდე/თანხის მიღებამდე. გარდა ამისა, მხარდაჭერილია, როგორც ე.წ. პრისეილინგის, ისე ვენსეილინგის მოდელი. აგენტების მობილური აპლიკაცია ავტომატურ კავშირშია საოფისე პროგრამასთან, რაც უზრუნველყოფს პროცესის უწყვეტობას.
ნებისმიერი სადისტრიბუციო კომპანიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანა საწყობის გამართული და სწრაფი მუშაობა. სწორედ ამიტომ, BDO Digital-ი კომპანიებს თნამედროვე WMS სისტემას სთავაზობს.
WMS სისტემით საწყობის პროცესების – პროდუქციის მიღება, განლაგება, აგროვება, ვადების კონტროლი და ა.შ. – სრული ავტომატიზაციაა შესაძლებელი. პროგრამაში ეფექტურად ხდება რესურსებისა და პერსონალის მართვა, რაც მომავალი დატვირთვის პროგნოზირებისა და ოპერაციების შესრულების ნორმატიული დროს დადგენით მიიღწევა. სისტემაში არსებული ფუნქციონალით მხარდაჭერილია 3PL (საწყობის გაქირავების და ადმინისტრირების) სერვისების მართვაც.
ბიზნეს ანალიტიკის სისტემა-Power BI საშუალებას გაძლევთ სწორად გაანალიზოთ თქვენს ხელთ არსებული მონაცემები და გადაწყვეტილებები უტყუარ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოთ. ბიზნეს ანალიტიკის რეპორტებით შეგიძლიათ დააკვირდეთ იმ მთავარ KPI-ებს, რომლებიც თქვენი საწყობისა და დისტრიბუციის საქმიანობის შეფასებაში დაგეხმარებათ. ესენია:
BDO Digital-ი სადისტრიბუციო კომპანიებს სთავაზობს თანამედროვე გადაწყვეტას- პროცესების რობოტიზაციას (RPA). რობოტიზაცია კომპანიებს ეხმარება შეამცირონ სხვადასხვა რუტინულ პროცესებზე დახარჯული დრო. RPA ტექნოლოგიას სადისტრიბუციო კომპანიები იყენებენისეთ პროცესებში, როგორებიცაა:
სადისტრიბუციო კომპანიისთვის ბიზნესის შეუფერხებლად ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ფორსმაჟორულ სიტუაციებში კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეთ ბიზნესუწყვეტობის სტრატეგია.
BDO Digital-ის ბიზნესუწყვეტობის მართვის სტრატეგია ეფუძნება ISO 22301 საერთაშორისო სტანდარტს და მოიცავს: