fbpx
მენიუ
5 მაგალითი, თუ როგორ დაგეხმარებათ Singu FM კომერციული ფართების მართვაში

singu fm program for facility management

კომერციული ფართების პროცესების ეფექტიანად მართვას გადამწყვეტი როლი უჭირავს. შესაბამისად, ბაზარზე არაერთი პროგრამული გადაწყვეტა არსებოს (CAFM), რომელიც სწორედ ამ მიმართულების ავტომატიზაციაზე და ეფექტიანობის ზრდაზეა ორიენტირებული. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტაა პოლონური კომპანია Velis-ის მიერ შექმნილი სისტემა – Singu FM

კომერციული ფართი შეიძლება ბევრნაირი იყოს: სავაჭრო ცენტრები, საოფისე ფართები, აპარტამენტები, საერთო სამუშაო სივრცეები და აშ.  Singu FM-ს თითოეული მათგანისთვის შეუძლია სარგებლის მოტანა.

კომერციული ფართების პროცესების მრავალფეროვნება და კომპლექსურობა საშუალებას მოგვცემს ნათლად დავინახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია CAFM-ის ტიპის სისტემის დანერგვა და მისი გამართული მუშაობა. ამისთვის მოვიყვანთ 5 მაგალითს, როდესაც პროგრამული გადაწყვეტის არსებობა მნიშვნელოვნად ამარტივებს როგორც მენეჯმენტის, ასევე მეიჯარეების ყოველდღიურ საქმიანობას.

1. დაუგეგმავი შემთხვევების მართვა

ზოგიერთი ტიპის კომერციულ ფართებს, მაგალითად სავაჭრო ცენტრებს, დღეში რამდენიმე ათასი ადამიანი სტუმრობს და ბუნებრივია მოითხოვს მუდმივ ყურადღებას, რათა ტექნიკურმა გაუმართაობამ არ გამოიწვიოს ბიზნესის შეფერხება, ან საფრთხე არ შეუქმნას ვიზიტორთა უსაფრთხოებას. Singu FM-ის საშუალებით, შესაძლებელია ნებისმიერი პრობლემის და/ან აქტივების გაუმართაობის მობილურ აპლიკაციაში დაუყოვნებლივ დაფიქსირება. ინციდენტი ავტომატურად გადაეცემა წინასწარ განსაზღვრულ პასუხისმგებელ ტექნიკოსს ან სხვა შესაბამის სამსახურს, რაც გამორიცხავს დავალებების განაწილებისას ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ შეფერხებებს. თავის მხრივ, შესაბამისი სამსახური რეაგირებასაც მობილურ ან დესკტოპ აპლიკაციაში აფიქსირებს, რაც საშუალებას აძლევს მენეჯმენტს გააკონტროლოს ინციდენტებზე რეაგირების დრო და ხარისხი. ინფორმაცია ნებისმიერი აქტივის გაუმართაობისა და შეკეთების შესახებ ასევე ინახება მონაცემთა ბაზაში, რაც შემდგომი ანალიზისა და პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრის საშუალებას იძლევა. ეს მინიმუმამდე ამცირებს მოულოდნელ შემთხვევებთან დაკავშირებულ ხარჯებს და კომერციული ფართის მეიჯარეების შეფერხებების რისკს.

2. გეგმიური შემოწმებების მართვა

Singu FM-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციონალია კომერციული ფართისა და მასში განთავსებული გრძელვადიანი აქტივების ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი. სისტემაში შესაძლებელია აქტივების გეგმიური ინსპექტირების ციკლების გაწერა. ამ მიმართულების თანამშრომლებს არ სჭირდებათ დამატებითი დოკუმენტაცია, რათა განსაზღვრონ როდის რა მოქმედება უნდა ჩაუტარდეს კონკრეტულ აქტივს. ისინი საჭირო ინფორმაციას მობილური მოწყობილობის საშუალებით, შეხსენების სახით იღებენ. მენეჯმენტს, სურვილის შემთხვევაში, მარტივად შეუძლია გააკონტროლოს გეგმიური ინსპექტირების დროულობა და შესრულების სრულყოფილება, პროგრამიდან გენერირებადი პროტოკოლების მეშვეობით, რომლებიც ავტომატურად ეგზავნება ელ.ფოსტით სასურველ პირს.

გეგმიური ინსპექტირების/მოვლის ფუნქციონალი მხოლოდ ტექნიკური სამუშაოებისთვის არ გამოიყენება. იმავე პრინციპით ხდება დასუფთავების სამსახურის ყოველდღიური, გეგმიური სამუშაოების გაწერა და შესრულების კონტროლი. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც საჭიროა ყველაზე ხშირი შეხების წერტილების მუდმივი დეზინფექცია Covid 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე.

‍‍ გეგმიური ინსპექტირების/მოვლის ფუნქციონალის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც თუ კომერციულ ფართს ამ სამუშაოების შესრულებისთვის მესამე მხარე ჰყავს დაქირავებული. ასეთ შემთხვევაში, მენეჯმენტი კვლავ სისტემაში გაწერს მომსახურე კომპანიასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოების გეგმას; ინსპექტირების დროის დადგომისას სერვის კომპანიას მიუვა შეხსენება, მენეჯმენტს კი ექნება შესაძლებლობა პროგრამულად დაადასტუროს მომწოდებლის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტი.

3. საერთო საკომუნიკაციო სივრცე

Singu FM-ის საშუალებით კომერციული ფართის მფლობელსა და მეიჯარეებს აქვთ საერთო საკომუნიკაციო სივრცე, სადაც შესაძლებელია მოსალოდნელ სამუშაოებთან, ან მენეჯმეტნის გუნდში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა. ყველა ასეთი ინფორმაციის გავრცელებისას შესაძლებელია შესაბამისი დოკუმენტაციის მიბმაც. გარდა ამისა, მარკეტინგის გუნდს აქვს შესაძლებლობა, ჩაატაროს სხვადასხვა ტიპის გამოკითხვები მეიჯარეებს შორის, გაიგოს მათი ზოგადი კმაყოფილების დონე ან მოისმინოს მოსაზრება რაიმე კონკრეტულ საკითხზე. თავის მხრივ მეიჯარეებსაც აქვთ შესაძლებლობა შევიდნენ სისტემაში და თავად დააფიქსირონ მოთხოვნები და პრობლემები ფართის მფლობელის ან ტექნიკური სამსახურის მიმართ. შედეგად, მცირდება კომუნიკაციის ჯაჭვი მეიჯარედან საკითხის შემსრულებლამდე და კლიენტი უფრო სწრაფად მიიღებს დასმულ საკითხზე რეაგირებას. ასეთი საკომუნიკაციო სივრცე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეიჯარეთა და შესაბამისად, მომხმარებელთა კმაყოფილებას.

4. ხარჯების ოპტიმიზაცია

კომპანიების უმრავლესობა სააღრიცხვო წლის დასაწყისში შემდეგი წლის ბიუჯეტს ადგენს, რაც კომპანიის მომგებიანობის შენარჩუნების მიზნით მოსალოდნელი შემოსავლებისა და ხარჯების დაგეგმვას ემსახურება. აღნიშნული ბიუჯეტის ერთ-ერთი კომპონენტი შენობის და მასში განთავსებული აქტივების მოვლისთვის გასაწევი დანახარჯებია. Singu FM-ში შესაძლებელია გაიწეროს როგორც გეგმიური მოვლის, ისე დაუგეგმავი ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო წლიური ბიუჯეტი, შენობის და თითოეული აქტივის ჭრილში. შესაბამისად, ყოველი ასეთი ხარჯის გაწევისას მისი პროგრამაში დაფიქსირება გვაძლევს გეგმა-ფაქტიური ანალიზის შესაძლებლობას. მენეჯმენტს აქვს შესაძლებლობა მომავალი წლის ბიუჯეტი წინა წლის სანდო მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინოს და, ასევე, დააიდენტიფიციროს მაღალხარჯიანი აქტივები, რომელთა ახლით ჩანაცვლება შესაძლოა უფრო მომგებიანი იყოს.

Singu FM-ში შესაძლოა გაიწეროს ავტორიზაციების მატრიცა, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული ხარჯის გაწევამდე მის დადასტურებას პასუხისმგებელი პირის მიერ, რაც გამორიცხავს არასანქცირებულ დანახარჯებს. ამას ემატება აქტივების პრევენციული და რეაქტიული მოვლა, რაც ზრდის აქტივების სასიცოცხლო ციკლს და ამცირებს თითოეულ აქტივზე ჯამურად გაწეულ დანახარჯებს.

5. მობილური აპლიკაციის მხარდაჭერა

კომერციული ფართის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების უმრავლესობა მობილურია და დღის განმავლობაში ერთ სტაციონარულ კომპიუტერთან არ იმყოფებიან. შესაბამისად, მათთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება, როგორც წესი, ტელეფონზე დარეკვით ან მესენჯერებში მიწერით ხდება ხოლმე. Singu FM-ის მობილური აპლიკაცია საშუალებას აძლევს ასეთ თანამშრომლებს მარტივად ნახონ კონკრეტულ დღეს გეგმით შესასრულებელი ამოცანები, ახალი შემოსული ინციდენტები, ასევე, დააფიქსირონ დავალების შესრულება და საჭიროებისას ატვირთონ ფოტო სურათი, როგორც დავალების შესრულების დამადასტურებელი. მენეჯმენტს, თავის მხრივ, აქვს შესაძლებლობა მობილური აპლიკაციიდან დაადასტურონ ხარჯები და მათი გუნდის წევრების შესრულებული დავალებები. პროგრამის ასეთი საყოველთაო ხელმისაწვდომობა აჩქარებს თავად პროცესს, ასევე ხელს უწყობს სისტემაში ინფორმაციის მაქსიმალურად შეგროვებას, რაც შემდგომ უფრო სრულყოფილ რეპორტინგში და ანალიტიკაში აისახება.

CAFM სისტემები, როგორიცაა Singu FM-ი, ხელს უწყობს კომერციული ფართების ჯანსაღი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას. მისი საშუალებით მენეჯმენტს კონტროლისა და მართვის უფრო ეფექტიანი მექანიზმი უჩნდება, როგორც ტექნიკური ასევე ფინანსური მიმართულებით. სწორედ ამ უპირატესობების გამო, კომერციული ფართების ბიზნესები უფრო და უფრო აქტიურად იყენებენ CAFM სისტემებს. ცხადია, ეს ტრენდი ქართულ ბაზარზეც აისახა და ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა სავაჭრო ცენტრმა „გალერია თბილისმა“ უკვე დანერგა Singu FM.

გაიგეთ მეტი Singu FM-ის შესახებ
დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი გუნდი აუცილებლად დაგიკავშირდებათ
დაგვიტოვეთ საკონტაქტო
გამოიწერეთ BDO Digital-ის ბლოგი
ნახე მსგავსი სტატიები
BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია

BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია

პროცესების გაციფრულებით სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის ქსელური სუპერმარკეტების ავტომატიზაცია ქართულ ბაზარზე სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. BDO Digital-მა ERP სისტემის დანერგვა სუპერმარკეტების ქსელ მაგნიტში დაიწყო, რაც კომპანიის მხრიდან ოპერაციების ეფექტურობისა და განვითარებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნაბიჯია. მაგნიტი ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, ის 350-ზე მეტი ფილიალით...
27 მარტი
მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია სრულიად გარდაქმნის რითეილერების ბიზნეს ოპერაციებსა და მომხმარებლებთან ინტერაქციის პროცესს. საცალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია ერთის მხრივ, პროცესების ეფექტურობას და ოპერაციების გამარტივებას, მეორე მხრივ კი თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის დამატებით ღირებულების შექმნას გულისხმობს. სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საწყობის, დისტრიბუციის, მერჩენდაიზინგის, შესყიდვებისა და გაყიდვების სრული ციკლის...
14 მარტი
ოქტომბერი – კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე

ოქტომბერი – კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე

ციფრული ინოვაციების მუდმივად განვითარებად ლანდშაფტში, ფსონები არასოდეს ყოფილა იმაზე მაღალი, ვიდრე ახლა, როდესაც საქმე სენსიტიური ინფორმაციის დაცვას ეხება. ოქტომბერს უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე უბრალოდ შემოდგომის განწყობა; ეს ასევე არის თვე, რომელიც ეძღვნება კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კიბერუსაფრთხოების ინფორმირებულობის თვეში. რატომ ოქტომბერი? ახლა,...
9 ოქტომბერი
კიბერ, ინფორმაციული და IT აუდიტის აუთსორსინგი

კიბერ, ინფორმაციული და IT აუდიტის აუთსორსინგი

„ბიზნესი ვალდებულია მოძებნოს წარმოების ყველაზე ეფექტური საშუალება.“ - უორენ ბაფეტი. აუთსორსინგი სწორედ ის ტერმინია, რომელიც გულისხმობს ისეთი სამუშაო ძალის პოვნას, რომელსაც შეუძლია აწარმოოს პროდუქტი ან სერვისი, ნაკლები დანახარჯით, ნაკლებ დროში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ ერთი და იგივე სამუშაო შეასრულოს ბევრად უფრო ეფექტიანად და ეფექტურად.  საუკუნეებია...
12 სექტემბერი