ნებისმიერ ზრდად კომპანიაში, რომელსაც აქვს საწყობი, ადრე თუ გვიან დგება საწყობის პროცესების ავტომატიზაციის საკითხი. ეს ბუნებრივია, რადგან გარკვეული ეტაპის შემდეგ, ადამიანური რესურსი ფიზიკურად ვერ აუვა იმ სამუშაოს მოცულობას, რომელსაც თანამედროვე საწყობი ითხოვს. საწყობის ავტომატიზაციისთვის არსებობს სპეციალიზირებული პროგრამული გადაწყვეტილებები – საწყობის მართვის სისტემები (WMS). მსგავსი სისტემის დანერგვის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, რეკომენდებულია გაიაროთ შემდეგი ნაბიჯები:
როგორ შეარჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური საწყობის მართვის სისტემა?
ბაზარზე შეიძლება არაერთი WMS სისტემა იყოს ხელმისაწვდომი. ამ ბლოგში გთავაზობთ რამდენიმე კრიტერიუმს, რომლებიც WMS სისტემის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ:
ეს კრიტერიუმი WMS-ის შერჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანია. გარდა ისეთი საბაზისო ფუნქციონალისა, რომელიც ყველა საწყობს სჭირდება (პროდუქციის მიღება, აგროვება, გასვლა, განთავსება და ა.შ.), პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს თქვენი კომპანიის სპეციფიკურ მოთხოვნებსაც. მაგალითად, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომელთა ეფექტიანობის შეფასება, უნდა შეარჩიოთ ისეთი WMS სისტემა, რომლითაც შესაძლებელია პროგრამაში დავალებების განაწილება და მათი შესრულებების თვალის დევნება. ან, თუ თქვენი კომპანია აქირავებს სასაწყობე სივრცეს სხვა ბიზნესზე, უნდა შეარჩიოთ ისეთი WMS რომლითაც ამ პროცესის ავტომატიზაციას შეძლებთ. გარდა ამისა, ზემოხსენებული სტანდარტული ოპერაციებიც შესაძლოა სხვადასხვანაირად იყოს გადაწყვეტილი სხვადასხვა WMS სისტემაში. შესაბამისად, უნდა შეარჩიოთ ის გადაწყვეტა, რომელიც კონკრეტულად თქვენი პროცესის პროგრამულად ასახვის შესაძლებლობას მოგცემთ.
ეს შედარებით ფართო კრიტერიუმია და ბევრ ასპექტს მოიცავს.
პირველ რიგში, WMS-ის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ მისი მოქნილობა. შეიძლება კონკრეტული პროგრამული გადაწყვეტა დღეს, ან თუნდაც უახლოეს 1-2 წელიწადში დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, თუმცა რა ხდება მერე? კომპანიის განვითარებასთან ერთად იზრდება მისი მოთხოვნები ფუნქციონალის მიმართაც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ისეთი სისტემის შერჩევა, რომლის ფუნქციონალი იძლევა შესაძლებლობას, მოხდეს ახალი მოთხოვნების დაფარვა აწყობების შეცვლის და არა პროგრამირების გზით.
ყველა კომპანიაში ერთი და იგივე პროცესი შესაძლოა სხვადასხვაგვარად სრულდებოდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია WMS სისტემას ქონდეს ერთი და იმავე პროცესის სხვადასხვაგვარად აწყობის შესაძლებლობა, რათა მაქსიმალურად მოერგოს თქვენს კომპანიაში უკვე არსებულ პრაქტიკებს.
გარდა ამისა, WMS სისტემა მარტივად უნდა ინტეგრირდებოდეს უკვე არსებულ სააღრიცხვო თუ ERP სისტემასთან, ვინაიდან მომხმარებელი მაქსიმალურ სარგებელს იღებს მაშინ, როდესაც ეს ორი სისტემა ერთმანეთთან კავშირში მუშაობს.
დღევანდელ მსოფლიოში მონაცემები (Data) კომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია. მათი არგამოყენების ფუფუნება უკვე არავის აქვს. შესაბამისად, კარგ WMS სისტემას უნდა შეეძლოს საწყობთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და შემდეგ, მათზე დაფუძნებით ანალიტიკის და რელევანტური რეპორტების წარმოება.
WMS-ის ანალიტიკამ რეალურ დროში უნდა დაგანახოთ საწყობში არსებული სრული სურათი, რის საფუძველზეც შეძლებთ, მიიღოთ კონკრეტული ბიზნეს გადაწყვეტილებები.
WMS სისტემა არის საკმაოდ კომპლექსური და მძლავრი პროგრამა. ამ მასშტაბის პროგრამების გამოყენება, ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის, შესაძლოა სირთულეს წარმოადგენდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ სისტემა, რომელსაც თქვენ შეარჩევთ, იყოს ინტუიტიური ინტერფეისით და მარტივად გამოსაყენებელი საწყობის თანამშრომლებისთვის. გარდა იმისა, რომ ამით შემცირდება თანამშრომლების მიერ საწყის ეტაპზე პროგრამის ათვისების დრო, ასევე, გაიზრდება ზოგადად მუშაობის სისწრაფე და მაქსიმალურად შემცირდება შეცდომების ალბათობა.
WMS-ის შერჩევისას უნდა გამოიკვლიოთ ამ სისტემის გამოყენების გამოცდილება სხვა კომპანიებში. თუ სისტემა ცნობილია საერთაშორისო ბაზარზე და მას არაერთი კომპანია წარმატებით იყენებს, ეს შესაძლოა იყოს მანიშნებელი, რომ სისტემა იმსახურებს ნდობას და მისი გამოყენებით თქვენც შეგეძლებათ, მიიღოთ სარგებელი.
გარდა თავად პროგრამისა, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მისი პროვაიდერის რეპუტაცია და გამოცდილება როგორც კონკრეტულად WMS გადაწყვეტებთან, ისე ზოგადად თქვენს სფეროშიც.
ცხადია ეს არ არის იმ კრიტერიუმების სრული ჩამონათვალი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ WMS-ის შერჩევისას. ყველა ბიზნესი ინდივიდუალურია და შესაბამისად, კონკრეტული კრიტერიუმები შეიძლება სხვადასხვა კომპანიისთვის სხვადასხვა მნიშვნელობას ატარებდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენი გამოცდილებით, ეს 5 კრიტერიუმი თითქმის ყველა კომპანიისთვის გადამწყვეტია WMS სისტემის შერჩევისას.