fbpx
მენიუ
BDO Digital-ი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია Velis-ის პირველი პარტნიორი გახდა

BDO Digital-ი პოლონური კომპანია Velis-ის პირველი პარტნიორი გახდა საქართველოში,  და პროგრამული გადაწყვეტილების – Singu FM-ის დანერგვის უფლება მოიპოვა.

Velis თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა და მის პროგრამულ გადაწყვეტილებებს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ასეულობით ბიზნესი იყენებს.

Მათგან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გადაწყვეტილებაა Singu FM – შენობების შიდა მეურნეობის და გრძელვადიანი აქტივების მართვისთვის შექმნილი პროგრამა. მისი მთავარი ამოცანაა, გამარტივდეს კომპანიის მფლობელობაში მყოფი აქტივების მართვა და მოხდეს აქტივებით სარგებლობის პერიოდის მაქსიმიზაცია, ასევე სავაჭრო ცენტრების, თუ საოფისე ფართების პროვაიდერებისთვის მათი მეიჯარეებისთვის მომსახურების გაწევის გამარტივება. Singu FM  მსოფლიოში 10 000-ზე მეტი შენობის ავტომატიზაციისთვის არის გამოყენებული.

Singu FM-ის ფუნქციონალით შესაძლებელია:

  • გაიწეროს ძირითადი საშუალებების გეგმიური შემოწმებების პერიოდულობა და საჭირო მოქმედებები
  • მეიჯარეებმა სისტემაში დააფიქსირონ წარმოქმნილი ინციდენტები და თვალი ადევნონ საკითხის გადაჭრას
  • თანამშრომლებს შორის განაწილდეს შენობის შიდა მეურნეობის მართვისთვის საჭირო დავალებები და გაკონტროლდეს მათი შესრულება
  • ერთ სისტემაში მოექცეს აქტივებთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია
  • მოულოდნელ და გადაუდებელ რემონტთან დაკავშირებული ხარჯების გაწევამდე მოხდეს მათი რამდენიმე დონეზე დადასტურება
  • შესრულდეს შენობაში არსებული ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია
  • დაფორმირდეს მრავალფეროვანი და სიღრმისეული რეპორტინგი

BDO Digital-ი მოხარულია, რომ შეუძლია ქართულ კომპანიებს შესთავაზოს შიდა მეურნეობის მართვის საუკეთესო, საერთაშორისო ბაზარზე გამოცდილი პროგრამული გადაწყვეტილება. Singu FM-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით პროდუქტის გვერდზე.

პროგრამაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ჩაგვინიშნე შეხვედრა
გაიგე მეტი
ნახე მსგავსი სტატიები