fbpx
მენიუ
BDO Digital- ი SWIFT- ის ოფიციალური პარტნიორი გახდა

BDO Global -ი SWIFT -ის ოფიციალური პარტნიორი გახდა; რაც იმას ნიშნავს, რომ SWIFT-ი ფინანსურ კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით რეკომენდაციას აძლევს მომხმარებელთა უსაფრთხოების კონტროლის (CSP) აუდიტი BDO-ს წევრმა კომპანიებმა ჩაუტარონ.

კიბერუსაფრთხოება, ფინანსური სექტორისთვის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. Swift -ის  მომხმარებელთა უსაფრთხოების პროგრამის (CSP) მიზანი კი  სწორედ ისაა, რომ  გააძლიეროს SWIFT  -თან დაკავშირებული კომპანიების კიბერ გარემო და უზრუნველყოს მომხმარებელთა უსაფრთხოების სტანდარტების არსებობა.” –  ამბობს BDO Digital-ის კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ანზორ მეხრიშვილი.

SWIFT -ი ფინანსური ტელეკომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისტემაა მსოფლიოში. ქსელი 200-ზე მეტ  ქვეყნაში ყოველდღიურად დაახლოებით 10 000 ფინანსურ დაწესებულებას შორის ახორციელებს ფინანსურ გადარიცხვებს და ბანკებს საშუალებას აძლევს გაცვალონ ინფორმაცია ფინანსური ოპერაციების შესახებ.

SWIFT -მა პირველად 2017 წელს წარადინა მომხმარებელთა უსაფრთხოების პროგრამა ფინანსური კომპანიებისთვის.  პირველ ეტაპზე არსებობდა 16 სავალდებულო კონტროლი ხოლო 2021 წლისთვის რაოდენობა თანდათან 22 სავალდებულო კონტროლამდე გაიზარდა. ამასთან, 2021 წლიდან SWIFT-ის ყოველი წევრი კომპანია ვალდებულია განახორციელოს CSCF– ის დამოუკიდებელი, ყოველწლიური შეფასებები.

BDO ქართულ ბაზარს რამდენიმე წელია კიბერუსაფრთხოების სხვადასხვა სერვისს სთავაზობს; მათ შორის  IT აუდიტის, ბიზნესის უწყვეტობის, ISO 27001 დანერგვისა თუ  ინფორმაციული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავების კუთხით.

BDO Digital-ი მოხარულია, რომ შეუძლია ქართულ კომპანიებს შესთავაზოს SWIFT -ის გარემოს აუდიტი, მომხმარებელთა უსაფრთხოების პროგრამი (CSP) ის მიხედვით. ამასთან, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ უფრო დეტალურად გაიგოთ არსებული თუ ახალი კანონების მნიშვნელობა და საჭიროება თქვენი ბიზნესისთვის. უფრო დეტალურად Swift -ის აუდიტის შესახებ იხილეთ ჩვენი სერვისის გვერდზე.

თუ გსურს შენი ბიზნესისთვის შექმნა დაცული კიბერ გარემო
მოგვწერეთ საკონტაქტო
ნახე მსგავსი სტატიები