BDO Digital პროცესების რობოტიზაციის სფეროში ლიდერი კომპანიის UiPath-ის, ოფიციალური პარტნიორი გახდა. BDO კომპანიებს პროცესების ოპტიმიზაციისა და ეფექტურობისთვის როგორც საკონსულტაციო ისე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს, UiPath კი 15 წელზე მეტია მსოფლიო ბაზარზე პროცესების ოპტიმიზაციისთვის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს – პროცესების რობოტიზაციას ავითარებს.
„ჩვენი მიზანია პროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის თანამედროვე გადაწყვეტები ხელმისაწვდომი გავხადოთ ქართული ბაზრისთვის, Uipath-თან პარტნიორობა კი ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ქართულ ბაზარზე RPA ტექნოლოგიის მეშვეობით კომპანიებს საშუალება ექნებათ გამოათავისუფლონ თანამშრომლები რუტინული საქმისგან და უკეთესად გადაანაწილონ რესურსები, რაც საერთო ჯამში კომპანიის ეფექტურობაზე აისახება.“ – ამბობს ირმა ბერძენიშვილი, RPA მიმართულების ხელმძღვანელი.
BDO Digital-ი ქართული ბიზნესებისთვის, UiPath-სთან პარტნიორობით, ნერგავს პროცესების რობოტიზაციას (RPA), რომელიც გარდა იმისა, რომ ზოგავს ადამიანურ რესურს, ასევე ნულოვან დონემდე ამცირებს ოპერაციულ საქმიანობაში შეცდომების დაშვების ალბათობას. RPA რობოტები უზრუნველყოფენ კომპანიაში ზედმეტი დანახარჯების შემცირებას და შემოსავლის მაქსიმიზაციას.
BDO Digital- ისა და პროცესების რობოტიზაციის სფეროში ლიდერი კომპანიის, UiPath– ს პარტნიორობის ფარგლებში 22 ოქტომბერს ჩატარდება უფასო ვებინარი RPA – პროცესების რობოტიზაციის თაობაზე.
ვებინარზე ვისაუბრებთ RPA ტექნოლოგიაზე – რობოტების შესაძლებლობებზე თანამედროვე სამყაროში და მათ მთავარ სარგებელზე კომპანიებისა და ინდუსტრიის მიხედვით
ვებინარზე დასასწრებად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე