BDO Digital-ი BDO საქართველოს ქვებრენდია, რომელიც გააერთიანებს BDO Solutions-ის არსებულ ტექნოლოგიურ პროდუქტებს (1C ERP და Balance) და ასევე მიმართულებებს როგორიცაა მონაცემთა ანალიტიკა, პროცესების ეფექტურობა და კიბერუსაფრთხოება.
BDO Digital-ი ფოკუსირებული იქნება შემდეგ სერვისებზე:
ახალი ბრენდის იურიდიული სახელწოდებაა შპს „ბიდიო დიჯითალ“. ის წარმოადგენს შპს „ბიდიო სოლუშენსის“ სრულ სამართალმემკვიდრეს და ფუნქციონირებას გააგრძელებს BDO Digital-ის ბრენდის ქვეშ.
„წლების განმავლობაში BDO-ში ვავითარებდით ტექნოლოგიური გადაწყვეტების მრავალ მიმართულებას, მათ შორის ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას, მონაცემთა მართვასა და ანალიტიკას, კიბერუსაფრთხოებას, პროცესების რობოტიზაციასა და სხვა სერვისებს. ჩვენ ვართ წამყვანი ERP სოფტების – SAP Business One-ისა და 1C ERP-ის ოფიციალური პარტნიორები. ასევე ვქმნით გადაწყვეტებს ადგილობრივი ბაზრისთვის, როგორიცაა პროგრამა „ბალანსი“ – ერთადერთი ქართული სააღრიცხვო პროგრამა ქლაუდ ტექნოლოგიაზე. BDO Digital -ის ქვეშ ჩვენს 16 წლიან გამოცდილებას ვაერთიანებთ და გვინდა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით რეალური სარგებელი მოვუტანოთ ბიზნესს, რაც არ გულისხმობს კომპანიაში მხოლოდ რამე კონკრეტული ტექნოლოგიის გამართვას. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს შესაძლებლობების გააზრებაში, გადაწყვეტილებების შემუშავებასა და შემდეგ ამ ყველაფრის განხორციელებაში.“- ამბობს BDO Digital-ის პარტნიორი ზვიად ორაგველიძე.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ Digital სერვისების გაერთიანება და განვითარება BDO-ს გლობალური სტრატეგიის ნაწილია, რომელიც უკვე წარმატებით დაემატა BDO-ს სერვისებს აშშ-ში, ბელგიაში, ისრაელში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში.