მენიუ
ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია სამშენებლო სფეროში – პასუხი ბაზრის დღევანდელ გამოწვევებს

მსოფლიოს მასშტაბით, სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ეს ტენდენცია უკვე საქართველოზეც აისახება – მსხვილმა სამშენებლო თუ დეველოპერულმა კომპანიებმა დაიწყეს ERP სისტემის დანერგვა საქმიანობაში, თუმცა ბაზრის დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია მისი მნიშვნელობა და საჭიროება.

სამშენებლო კომპანიის საქმიანობა ბევრ სხვადასხვა ბიზნეს პროცესს უკავშირდება. არაეფექტიანობის რისკები იმალება შესყიდვების არაკონტროლირებად პროცესში, მარაგების გადაადგილების და გახარჯვის არაზუსტ აღრიცხვიანობაში, პროექტის მიმდინარეობის სუსტ მონიტორინგში, ფულადი სახსრების წინასწარ განსაზღვრული გეგმის გარეშე ხარჯვაში და სხვა. BDO-ს შემუშავებული მოდული ფარავს სამშენებლო კომპანიისთვის დამახასიათებელ ყველა ძირითად პროცესს, ერთმანეთთან აკავშირებს ცენტრალურ ოფისში და ობიექტებზე მიმდინარე საქმიანობის აღრიცხვიანობას და მინიმუმამდე დაჰყავს არაეფექტიანობის რისკები.

გარდა საბრუნავი კაპიტალის დანაკარგების მინიმიზაციისა, ERP სისტემის დანერგვით საგრძნობლად იზრდება ადამიანური რესურსის ეფექტიანობა. სისტემა აერთიანებს საოპერაციო მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის ავტომატიზაციას. მცირდება როგორც ფინანასური, ასევე სხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ხელით შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და შედეგად ხდება მათი ფუნქციის მოდიფიკაცია, ისინი უფრო მეტად მაკონტროლებლის როლში გადადიან და დროის მანუალურ სამუშაოზე ხარჯვის ნაცვლად დაკავებული არიან შედეგების შეფასებით, ანალიტიკით, პროცესის ოპტიმიზაციით და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებით.

კომპანიის მმართველ გუნდს ეძლევა საშუალება, სხვდასხვა კუთხით და ჭრილში შეხედოს საკუთარი კომპანიის საქმიანობას და შედეგებს. მაგალითად, სამშენებლო კომპანია სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ამ დროს მენეჯმენტს პროექტების ჭრილში შეუძლია დაინახოს კომპანიის წარმადობა და სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებელი, რაც ძალიან რელევანტური და ზუსტ ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა. საოპერაციო მენეჯმენტის ნაწილში საერთაშორისო ERP სისტემას,  SAP Business One-ს აქვს ხარისხის კონტროლის მექანიზმები, რაც თავის მხრივ დიდ როლს თამაშობს პროცესების მართვის ეფექტურობაში.

„ERP სისტემის დანერგვა არის ინვესტიცია, რომელსაც მომავალში შემოსავალი მოაქვს. ის არის ინსტრუმენტი, რომელიც გეხმარება კომპანიის მატერიალური და ადამიანური რესურსების დაზოგვაში და მწარმოებლურობის ზრდაში. ნაკლები რესურსით მეტის მიღწევა ბუნებრივია იწვევს მოგების ზრდას“, – ამბობს BDO საქართველოს პარტნიორი ზვიად ორაგველიძე.

BDO-მ სპეციალურად ქართული ბაზრისთვის საერთაშორისო ERP სისტემა SAP Business One-ი განავითარა და შექმნა საკუთარი სამშენებლო მოდული, რომელიც ამ სექტორში მოღვაწე კომპანიების ბიზნეს პროცესების სრული ავტომატიზაციის საშუალებას იძლევა.

ზოგადად რას ნიშნავს ERP-ის დანერგვა კომპანიისთვის? ERP სისტემის დანერგვა არ არის ცალმხრივი პროცესი. კომპანია მზად უნდა იყოს ითანამშრომლოს დანერგვის გუნდთან. მენეჯმენტს წინასწარ უნდა ჰქონდეს მეტნაკლებად ზუსტი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა სურს მიიღოს სისტემის დანერგვით – რა არის მისი მთავარი ამოცანები და მიზნები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ გამოყოს შესაბამისი ადამიანური რესურსი დანერგვის პროექტისთვის, რადგანაც სწორედ თანამშრომლებს აქვთ ინფორმაცია კომპანიის ბიზნეს პროცესებზე, ფლობენ მონაცემებს, რომლებიც უნდა გადავიდეს ახალ სისტემაში და ა.შ.

ბაზარზე არსებობს ასეთი ტრენდი, რომ კომპანიები BDO-ს სამშენებლო მოდულს ფაზებად ნერგავენ. საწყის ეტაპზე ხდება ძირეული პროცესების გამართვა, ხოლო შემდგომ ეტაპებზე მიიღწევა უფრო ღრმა ავტომატიზაცია. შესაბამისად, მოგების ზრდა დიდწილად დამოკიდებულია კომპანიის მიმდინარე მდგომარეობაზე – ავტომატიზაციის დონის ზრდასთან ერთად იზრდება მოგება.

საინტერესოა სამშენებლო სფეროში ERP სისტემის სარგებლების ასახვა ციფრებით: შეგვიძლია ვთქვათ, რომ SAP Business One-ისა და სამშენებლო მოდულის დანერგვით მოგება ამ ინდუსტრიის კომპანიებში 2 წლის თავზე საშუალოდ 10%-20%-ით იზრდება. კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკისთვის, მსოფლიო პრაქტიკისა და ქართული ბაზრის სპეციფიკების გათვალისწინებით ჩატარებული გამოთვლებით, SAP Business One -ის დანერგვაში ინვესტირებული თანხის ამოღება 1 წელიწადშია შესაძლებელი, რაც თავის მხრივ ძალიან კარგ უკუგების პერიოდს წარმოადგენს.

 

დანერგე SAP Business One
გაიგე რა არის საჭირო საერთაშორისო ERP სისტემის დანერგვისთვის
მოგვწერე