fbpx
მენიუ
გაყიდვების პროცესების ავტომატიზაცია - 1C პროგრამა

გაყიდვების პროცესების ავტომატიზაცია - 1C პროგრამა

1C ERP -ში შესაძლებელია როგორც საცალო ისე საბითუმო და სადისტრიბუციო გაყიდვების პროცესების ავტომატიზაცია.

საბითუმო
საბითუმო გაყიდვები

1C ERP-ში შესაძლებელია კლიენტების ბაზის შექმნა და მათთან შეთანხმებული სავაჭრო პირობების დაფიქსირება, როგორებიცაა პროდუქტის ფასი, გადახდისა და მიწოდების პირობები. პროგრამაში ფიქსირდება გაყიდვის სრული პროცესი შეკვეთის შეთანხმებიდან მის მიწოდებამდე. უნიკალური რეზერვაციის სისტემით შესაძლებელია საქონლის რეზერვირება კლიენტისთვის როგორც საწყობში არსებულ ისე შემოსასვლელ საქონელზე, რაც უზრუნველყოფს კლიენტისათვის საქონლის დროულ და გარანტირებულ მიწოდებას.

საბითუმო
საცალო გაყიდვები

1C ERP-ს აქვს თანამედროვე, აწყობადი POS ინტერფეისი საცალო გაყიდვებისთვის. მოლარის ინტერფეისის ერგონომიულობა და სიმარტივე უზრუნველყოფს გაყიდვის ოპერაციის შეყვანას სწრაფად, შეცდომების მნიშვნელოვანი შემცირებით. გარდა ამისა, საცალო წერტილების ფუნქციონირება შესაძლებელია ცენტრალურ ბაზასთან კავშირის, ქსელის გამართულობისა და ინტერნეტის არსებობისგან დამოუკიდებლად.

POS ინტერფეისი ინტეგრირებულია ყველა საჭირო მოწყობილობებთან, როგორებიცაა ფისკალური რეგისტრატორი, საბანკო ტერმინალი, სკანერი, მაგნიტური ზოლის წამკითხველი და ა.შ.

კორპორატიული კლიენტების მომსახურება არ მოითხოვს დამატებით დროსა და რესურსებს და მისი განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ სალაროზე.

 საცალო
მოგვწერე გაიგე მეტი გაყიდვების შესახებ
ანალიტიკა

მრავალრიცხვოვანი ანგარიშგებების საშუალებით შეძლებთ გაანალიზოთ, რომელი პროდუქტი ან პროდუქტების ჯგუფი არის ყველაზე გაყიდვადი ან მომგებიანი, რომელია ყველაზე შემოსავლიანი კლიენტი ან საქმიანობის მიმართულება, როგორია გაყიდვების დინამიკა სეზონების მიხედვით და სხვა.

საცალო გაყიდვების დეტალური ანალიზის საშუალებით მხარდაჭერილია თითოეული საქონლისათვის განისაზღვროს თანმხლები საქონელი, რაც აუცილებელი ინფორმაციაა ასორტიმენტის მართვისათვის და შესაბამისად ასორტიმენტიდან საქონლის ამოღებისას სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად ან ეფექტური მარკეტინგული აქტივობების განსახორციელებლად.

ამასთან, მომხმარებელს თავად შეუძლია გააკეთოს პროგრამაში არსებული ანგარიშგებების გარკვეულწილად სახეცვლილება და მიიღოს მისთვის აქტუალური ახალი ანალიტიკა.