როგორც ვიცით მსოფლიო კორონა ვირუსის (COVID-19)-ის პანდემიამ მოიცვა, რამაც დიდი პანიკა გამოიწვია ხალხში. ამჟამინდელი გარემო არის საკმაოდ ხელსაყრელი ჰაკერებისთვის, რომლებმაც პანიკის გავრცელებისთანავე იპოვეს გზები ბოროტად გამოეყენებინათ სიტუაცია. ჰაკერები არეგისტრირებენ ვირუსთან დაკავშირებულ დომენებს და მათ საიტის მომხმარებლებისგან სხვადასხვა ინფორმაციის მოსაპარად. ისინი ასევე ახორციელებენ აქტიურ Phishing და Ransomware შეტევებს.
რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი ვირუსთან დაკავშირებული საიტების დომენების რეგისტრაცია ამ სიტუაციაში, თუმცა, თებერვლის ბოლოდან ექსპერტებმა განსაკუთრებული ზრდა შენიშნეს ამ ტენდენციაში. დარეგისტრირებული დომენების რაოდენობა თითქმის 10-ჯერ არის გაზრდილი წინა კვირებთან შედარებით. რეგისტრირებული საიტების დაახლოებით 20% კი საეჭვო აღმოჩნდა. მაგალითად Corona-virus-map.com მომხმარებლისგან ინფორმაციის მოსაპარად იყენებს ვირუსს სახელით AZORult. ეს ვირუსი აგროვებს ინფორმაციას კომპიუტერში არსებული ვებ-ბრაუზერებიდან, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სენსიტიურ ინფორმაციას მომხმარებლის შესახებ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეტევა მოხდა ჩეხეთში, ბრნოს უნივერსიტეტის საავადმყოფოში, რომელზეც განხორციელდა Ransomware შეტევა იმ იმედით რომ საავადმყოფოს მალე დაჭირდებოდა ინფორმაციის აღდგენა და გადაიხდიდა ფულს. ამ შეტევის გამო სერიოზული ზიანი მიაყენა დაწესებულებას და გამოიწვია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ოპერაციის გადადება. კიბერუსაფრთხოების პროფესიონალებმა დღემდე ვერ შეძლეს საავადმყოფოს ციფრული სერვისების სრულად აღდგენა.
აღსანიშნავია ანდროიდის აპლიკაცია, რომელიც ემსახურებოდა მომხმარებლებზე თვალთვალის განხორციელებას. ეს აპლიკაცია ატყუებდა მომხმარებელს რომ იყო ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის COVID-19-ის გავრცელების რუკა, თუმცა რეალურად ის შეიცავდა Spyware-ს, რომელიც დაკავშირებული იყო სათვალთვალო ოპერაციასთან ლიბიის მობილური მომხმარებლების წინააღმდეგ. ასევე საგრძნობლად გაზრდილია E-mail-ებზე შეტევების შემთხვევები, რომლებიც საკმაოდ დამანგრეველი შეიძლება გამოდგნენ ორგანიზაციებისთვის.
ასეთ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია კიბერ შეტევებისგან თავის დაცვა, თუმცა, არსებობს რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინების შემდეგ მინიმუმამდე დადის ამ საფრთხის არსებობის რისკი. ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანია დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისას დაცვის მაქსიმალური ზომების მიღება. იქნება ეს VPN-ის გამოყენება თუ მრავალდონიანი ავტორიზაცია. ასევე მნიშვნელოვანია არ იქნას გამოყენებული პერსონალური მოწყობილობები სამსახურისთვის, და არ იქნას მათზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის შენახვა. განსაკუთრებით უფრთხილდით მეილებს, რომლებიც უცნობი გამომგზავნისგან მიიღეთ. აუცილებლად შეამოწმეთ მისი აუთენტურობა და არ გახსნათ მიბმული ლინკები ან ფაილები. და რაც მთავარია, აუცილებლად გამოიყენეთ სანდო და სახელმწიფო ვებსაიტები, რათა მიიღოთ სწორი და დაცული ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების შესახებ.