fbpx
მენიუ
საფინანსო ინდუსტრია

საფინანსო ინდუსტრია

BDO Digital-ი საფინანსო ინდუსტრიაში არსებულ კომპანიებს სთავაზობს ციფრული ტრანსფორმაციის სერვისებს, რომლებიც სრულად პასუხობს ბაზრის გამოწვევებს

ჩვენი გამოცდილება ინდუსტრიაში
25+
პარტნიორი ფინანსური კომპანია

მსხვილ ფინანსურ კომპანიებში, როგორებიცაა ბანკები, მიკროსაფინანსოები და სხვა. დავნერგეთ არაერთი თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტა

80+
თანამშრომლები

ჩვენ გუნდი მაღალი კვალიფიკაციისა და ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებისგან შედგება

18+
წლიანი გამოცდილება

ვიყავით ერთ-ერთი პირველები, რომლებიც ქართულ კომპანიებს ციფრულ ტრანსფორმაციას, როგორც სერვისს სთავაზობდა

რას ვთავაზობთ საფინანსო სექტორს
მონაცემთა ვიზულიზაცია
მონაცემთა ვიზულიზაცია

BDO Digital-ის  მონაცემთა ლაბორატორიის გუნდი კომპანიებს ეხმარება უამრავი წყაროდან მიღებული მონაცემის დამუშავებასა და Business Intelligence სისტემის მეშვეობით ერთიან ვიზუალიზაციის შექმნაში. შედეგად კომპანიას საშუალება ექნება:

  • დაინახოს ბიზნესი 360 გრადუსით
  • დააკავშიროს სხვადასხვა წყაროს მონაცემებს ერთ სივრცეში
  • დაამუშავოს დიდი მოცულობის მონაცემები მარტივად, რამდენიმე წამში
  • დააკვირდეს ტრენდებს და წინასწარ განსაზღვროს ნაბიჯები
  • მიიღოს ინსაითები ბიზნესის რეალურ დროში სამართავად
გაიგე მეტი
უსაფრთხო კიბერ გარემო
უსაფრთხო კიბერ გარემო

საფინანსო სექტორისთვის ბიზნესის შეუფერხებლად ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ფორსმაჟორულ სიტუაციებში კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეთ ბიზნესუწყვეტობის სტრატეგია.
BDO Digital-ის ბიზნესუწყვეტობის მართვის სტრატეგია ეფუძნება ISO 22301 საერთაშორისო სტანდარტს და მოიცავს:

  • კომპანიის კრიტიკული პროცესებისა და ინფორმაციული აქტივების იდენთიფიცირება
  • ბიზნესზე გავლენის ანალიზის (BIA) შემუშავება და რისკების მართვა
  • ბიზნესუწყვეტობის პოლიტიკის (BCP) შემუშავება და ტესტირება
  • ავარიული აღდგენის გეგმის (DRP ) შემუშავება და ტესტირება
  • ტრენინგები თანამშრომელბთან ცნობიერების ასამაღლებლად
გაიგე მეტი
პროცესების რობოტიზაცია RPA
პროცესების რობოტიზაცია RPA

BDO Digital-ი ფინანსურ კომპანიებს სთავაზობს პროცესების რობოტიზაციას RPA სოფტ რობოტების გამოყენებით. RPA ტექნოლოგია ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი არის ფინანსურ სექტორში სადაც რობოტები ანაცვლებენ განმეორებად წესებზე დაფუძნებული პროცესებს. მათ შორის ისეთ პროცესებშიც როგორებიცაა:

  • AML/KYC პროცესები
  • ფულადი გზავნილები
  • ბარათების შეკვეთის პროცესი
  • ზოგადი ფინანსური აღრიცხვა
  • საგადახდო დავალებებს (მომზადება და წარდგება/გატარება)
გაიგე მეტი
ცენტრალიზებული საცავი
ცენტრალიზებული საცავი

მონაცემთა საცავი არის ცენტრალიზებული საწყობი, სადაც თავს იყრის საჭირო ანალიტიკური მონაცემები სხვადასხვა წყაროდან. მონაცემთა საცავების შექმნა საფინანსო სექტორში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადგან, როგორც წესი, კომპანიაში რამდენიმე მონაცემთა წყარო აქვთ, დიდი მოცულობის მონაცემებს ფლობენ და ამ მონაცემების ანალიტიკურად დამუშავებისთვის დიდი რესურსიც ეხარჯებათ. მონაცემთა საცავები კონკრეტული პროგრამული უზრუნველყოფებისგან განსხვავებით:

  • იძლევა ისტორიული ანალიზის შესაძლებლობას
  • ზრდის მასშტაბირებას
  • ზრდის მონაცემთა შესაბამისობას და ხარისხს
გაიგე მეტი
გაეცანით ინდუსტრიის თანამედროვე ტრენდებს და სიახლეებს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა სამედიცინო სექტორში

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა სამედიცინო სექტორში

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სენსიტიურ მონაცემთა უსაფრთხოება კიდევ უფრო დიდ გამოწვევად იქცა ჯანდაცვის სექტორში. პაციენტების პირად და ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერებზე არაავტორიზებული წვდომა დიდი რისკის ქვეშ აყენებს კლინიკებს. სწორედ ამიტომ, სამედიცინო სექტორში მონაცემთა კონფიდენციალურობა ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა, განსაკუთრებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის გამკაცრების შემდეგ. ბლოგში ვისაუბრებთ...
2 მაისი
BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია

BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია

პროცესების გაციფრულებით სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის ქსელური სუპერმარკეტების ავტომატიზაცია ქართულ ბაზარზე სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. BDO Digital-მა ERP სისტემის დანერგვა სუპერმარკეტების ქსელ მაგნიტში დაიწყო, რაც კომპანიის მხრიდან ოპერაციების ეფექტურობისა და განვითარებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნაბიჯია. მაგნიტი ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, ის 350-ზე მეტი ფილიალით...
27 მარტი
მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია სრულიად გარდაქმნის რითეილერების ბიზნეს ოპერაციებსა და მომხმარებლებთან ინტერაქციის პროცესს. საცალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია ერთის მხრივ, პროცესების ეფექტურობას და ოპერაციების გამარტივებას, მეორე მხრივ კი თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის დამატებით ღირებულების შექმნას გულისხმობს. სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საწყობის, დისტრიბუციის, მერჩენდაიზინგის, შესყიდვებისა და გაყიდვების სრული ციკლის...
14 მარტი
ინფოგრაფიკი – ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

ინფოგრაფიკი – ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1 მარტიდან ძალაში შედის განახლებული კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ. კანონი ვრცელდება ყველა ბიზნეს სუბიექტზე, რომელიც ჩართულია დიდი მოცულობის პირადი ინფორმაციის მოპოვებაში, შენახვასა და დამუშავებაში. დამატებით ვალდებულებებს შორის მნიშვნელოვან სიახლეს...
21 თებერვალი