BDO Digital-ი მწარმოებელ კომპანიებს ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს, რომელიც დაეხმარება მათ ციფრულ ტრანსფორმაციაში
საქართველოს ბაზრის არაერთ მწარმოებელ კომპანიაში დავნერგეთ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტები
ჩვენ გუნდი მაღალი კვალიფიკაციისა და ინდუსტრიაში დიდი გამოცდილების მქონე თანამშრომლებისგან შედგება
ვიყავით ერთ-ერთი პირველები, რომლებიც ქართულ კომპანიებს ციფრულ ტრანსფორმაციას, როგორც სერვისს სთავაზობდა
ნებისმიერი მწარმოებელი კომპანიისთვის, თანამედროვე ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, ავტომატიზაცია აუცილებლობას წარმოადგენას. სწორედ ამიტომ, BDO Digital-ი კომპანიებს თანამედროვე ERP სისტემას 1C ERP-ის სთავაზობს, რომლის ფარგლებში შესაძლებელია საწარმოო ციკლის სრული ავტომატიზაცია.
მწარმოებელი კომპანიისთვის საწყობის მართვა ბიზნესის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია საწყობი ფუნქციონირებდეს შეუფერხებლად და ეფექტიანად. ამისთვის, BDO Digital-ი კომპანიებს სთავაზობს თანამდროვე WMS სისტემას.
WMS სისტემის საშუალებით შესაძლებელია საწყობთან დაკავშირებული თითქმის ყველა პროცესის ავტომატიზაცია და ოპტიმიზიაცია, რაც ამ პროცესების ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის. შედეგად, კომპანიები იღებენ უშეცდომო აღრიცხავას საწყობში, ინტეგრაციას ცენტრალურ სოფტთან და გაზრდილ ტევადობას.
კომპანიის რეალურ დროში სამართავად მისი სხვადასხვა ჭრილში დანახვაა საჭირო. უამრავი წყაროდან მიღებული მონაცემის დამუშავების და ერთიანი ვიზუალიზაციისთვის BDO Digital-ი მწარმოებელ კომპანიებს თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკის სისტემას (BI) სთავაზობს.
BI სისტემა კომპანიებს საშუალებას აძლევს დააკვირდნენ ისეთი KPI-ებს, როგორებიცაა გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულება, დახარჯული რესურსები, დანახარჯები, არაპირდაპირი ხარჯების განაწილება, ცვლის ანალიზი და კიდევ ბევრი სხვა, რომელიც კომპანიის საქმიანობის სრულ სურათს ქმნის.
საწარმოო აქტივების მოვლისთვის BDO Digital-ი მწარმოებელ კომპანიებს თანამედროვე გადაწყვეტა – Singu FM-ს სთავაზობს.
Singu FM-ით შესაძლებელია განისაზღვროს წარმოებაში გამოყენებადი ძირითადი საშუალებების გეგმიური მოვლის ციკლები. პროგრამაში ფიქსირდება როგორც შემოწმებების სიხშირე, ასევე პასუხისმგებელი მხარე. სისტემა ავტომატურად აგენერირებს შეხსენებებს და შესასრულებელ დავალებებს. გარდა ამისა, პროგრამაში შესაძლებელია თითოეულ აქტივთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის დაარქივება.
მწარმოებლებისთვის ბიზნესის შეუფერხებლად ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ფორსმაჟორულ სიტუაციებში კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეთ ბიზნესუწყვეტობის სტრატეგია.
BDO Digital-ის ბიზნესუწყვეტობის მართვის სტრატეგია ეფუძნება ISO 22301 საერთაშორისო სტანდარტს და მოიცავს:
Lean მეთოდოლოგია ანაცვლებს წარმოების სტანდარტულ მეთოდებს და ქმნის სრულიად ახალ მიდგომას ამ სფეროში. Lean მენეჯმენტი მართვის უნივერსალურ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა, როგორც წარმოების, ისე მომსახურების სფეროში. ეს მიდგომა უზრუნველყოფს სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციას და მიმართულია მუდმივ განვითარებაზე. Lean მიდგომა კომპანიას ეხმარება მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება დროის, ფულისა და ენერგიის სწორი ინვესტიციის წყალობით. Lean-ის დანერგვით, მწარმოებელ კომპანიას შეუძლია: