fbpx
მენიუ
ვაჭრობა

ვაჭრობა

BDO Digital-ი უკვე წლებია ქართულ ბაზარზე მოქმედ სავაჭრო კომპანიებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს ციფრული ტრანსფორმაციისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს გააგრძელონ ბიზნესის ზრდა და მომზადებულები იყვნენ თანამედროვე ბაზარზე არსებული გამოწვევებისთვის

ჩვენი გამოცდილება ინდუსტრიაში
130+
პარტნიორი სავაჭრო კომპანია

საქართველოს ბაზრის მსხვილ სავაჭრო კომპანიებში დავნერგეთ არაერთი თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტა

80+
თანამშრომელი

ჩვენ გუნდი მაღალი კვალიფიკაციისა და ინდუსტრიაში დიდი გამოცდილების მქონე თანამშრომლებისგან შედგება

18+
წლიანი გამოცდილება

ვიყავით ერთ-ერთი პირველები, რომლებიც ქართულ კომპანიებს ციფრულ ტრანსფორმაციას, როგორც სერვისს სთავაზობდა

რას ვთავაზობთ სავაჭრო კომპანიებს
მაღალი დონის ავტომატიზაცია
მაღალი დონის ავტომატიზაცია

თანამედროვე ბაზარზე კონკურენტუნარიონობის შესანარჩუნებლად BDO Digital-ი სავაჭრო კომპანიებს თანამედროვე ERP სისტემას 1C ERP-ის სთავაზობს.

პროგრამის საშუალებით შესაძლებელია თითქმის ყველა ბიზნეს პროცესის ოპტიმიზაცია და ავტომატიზაცია. სავაჭრო კომპანიებისთვის ისეთი კრიტიკული ოპერაციები, როგორციაა შესყიდვები, გაყიდვები, ანგარიშსწორება, ფასდაკლებების დაწესება და ლოალობის პროგრამების გამართვა, მთლიანად დაფარულია 1C ERP-ის ფუნქციონალით.

გაიგე მეტი
სწრაფი და ეფექტიანი საწყობი
სწრაფი და ეფექტიანი საწყობი

საწყობის გამართული მუშაობა ნებისმიერი სავაჭრო კომპანიის წარმატებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. BDO Digital-ი კომპანიებს სთავაზობს თანამედროვე WMS სისტემის დანერგვას, რომელიც სწორედ საწყობის ეფექტიანი მართვისთვისაა შექმნილი.

WMS სისტემის საშუალებით შესაძლებელია საწყობთან დაკავშირებული თითქმის ყველა პროცესის ავტომატიზაცია და ოპტიმიზიაცია, რაც ამ პროცესების ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის. შედეგად, სავაჭრო კომპანიები შეძლებენ საწყობის ტევადობის გაზრდას, ტვირთბრუნვის გაზრდასა და უშეცდომო აღრიცხვას.

გაიგე მეტი
თანამედროვე ანალიტიკის სისტემა
თანამედროვე ანალიტიკის სისტემა

ანალიტიკა კომპანიაში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად და სამომავლო გეგმების დასაგეგმად გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამისთვის, BDO Digital-ი სავაჭრო კომპანიებს თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკის სისტემას (BI) სთავაზობს.

BI სისტემა კომპანიებს საშუალებას აძლევს რეპორტებში დაინახონ ისეთი KPI-ები, როგორებიცაა გაყიდვების საშუალო მაჩვენებელი ერთ კვადრატულ მეტრზე, საშუალო მაჩვენებელი ერთ თანამშრომელზე, პროდუქტის წილი ჩეკში და მრავალი სხვა, რომელიც კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას სხვადასხვა რაკურსით აჩვენებს.

გაიგე მეტი
რეკომენდაციების ძრავი E-commerce-ისთვის
რეკომენდაციების ძრავი E-commerce-ისთვის

BDO Digital-ი სავაჭრო კომპანიებს სთავაზობს რეკომენდაციების ძრავს, რომელიც დაეხმარება მათ მნიშვნელოვნად გაზარდონ ონლაინ გაყიდვები.

რეკომენდაციების ძრავი არის ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რომელიც მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით გვირჩევს, რა პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს ონლაინ მაღაზიაში ვაჭრობისას. მომხმარებლის კალათისა და შეკვეთების ანალიზით, კომპანია შეძლებს შეთავაზებების პერსონალიზებასა და კამპანიების თარგეთირებას, რის შედეგადაც გაიზრდება კონვერსია და მომხმარებლის კმაყოფილება.

გაიგე მეტი
შესაძლო დანაკარგების შეფასება
შესაძლო დანაკარგების შეფასება

BDO Digital-ი სავაჭრო კომპანიებს პროგნოზებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებულ გადაწყვეტებს სთავაზობს.

პრედიქტული ანალიზი წარსული გამოცდილებისა და მოსალოდნელი ტენდენციების გათვალისწინებით, წინასწარ განსაზღვრავს თუ რამდენ დღეში ამოიწურება ამა თუ იმ პროდუქტის მარაგი. კომპანია მარტივი ვიზუალიზაციით ხედავს რა შესაძლო შემოსავალი შეიძლება დაკარგოს კონკრეტულ დღეებში კონკრეტული პროდუქციის არ ქონის გამო. ეს საშუალებას აძლევს მენეჯმენტს, გადადგან საჭირო ნაბიჯები და მიიღონ შესაძლო შემოსავლის მაქსიმუმი.

გაიგე მეტი
რუტინული სამუშაოს რობოტიზაცია
რუტინული სამუშაოს რობოტიზაცია

განმეორებადი, რუტინული და წესებზე დაფუძნებული საქმის ავტომატიზაციისთვის BDO Digital-ი სავაჭრო კომპანიებს RPA სოფტ რობოტებს სთავაზობს.

რობოტებს შეუძლიათ ჩაერთონ როგორც მიწოდების ჯაჭვის პროცესებში, ასევე გაამარტივონ ადმინისტრაციული, თუ ფინანსური საქმეები. RPA-სთან განსაკუთრებით კარგად თავსებადია ბექ-ოფისის პროცესები: ინვოისების დამუშავება, გადახდების კონტროლი, ზედნადებების შემოწმება და ფაქტობრივად ნებისმიერი ფინანსური პროცესი.

გაიგე მეტი
გაეცანით ინდუსტრიის თანამედროვე ტრენდებს და სიახლეებს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა სამედიცინო სექტორში

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა სამედიცინო სექტორში

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სენსიტიურ მონაცემთა უსაფრთხოება კიდევ უფრო დიდ გამოწვევად იქცა ჯანდაცვის სექტორში. პაციენტების პირად და ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერებზე არაავტორიზებული წვდომა დიდი რისკის ქვეშ აყენებს კლინიკებს. სწორედ ამიტომ, სამედიცინო სექტორში მონაცემთა კონფიდენციალურობა ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა, განსაკუთრებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის გამკაცრების შემდეგ. ბლოგში ვისაუბრებთ...
2 მაისი
BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია

BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია

პროცესების გაციფრულებით სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის ქსელური სუპერმარკეტების ავტომატიზაცია ქართულ ბაზარზე სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. BDO Digital-მა ERP სისტემის დანერგვა სუპერმარკეტების ქსელ მაგნიტში დაიწყო, რაც კომპანიის მხრიდან ოპერაციების ეფექტურობისა და განვითარებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნაბიჯია. მაგნიტი ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, ის 350-ზე მეტი ფილიალით...
27 მარტი
მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია სრულიად გარდაქმნის რითეილერების ბიზნეს ოპერაციებსა და მომხმარებლებთან ინტერაქციის პროცესს. საცალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია ერთის მხრივ, პროცესების ეფექტურობას და ოპერაციების გამარტივებას, მეორე მხრივ კი თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის დამატებით ღირებულების შექმნას გულისხმობს. სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საწყობის, დისტრიბუციის, მერჩენდაიზინგის, შესყიდვებისა და გაყიდვების სრული ციკლის...
14 მარტი
ინფოგრაფიკი – ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

ინფოგრაფიკი – ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1 მარტიდან ძალაში შედის განახლებული კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ. კანონი ვრცელდება ყველა ბიზნეს სუბიექტზე, რომელიც ჩართულია დიდი მოცულობის პირადი ინფორმაციის მოპოვებაში, შენახვასა და დამუშავებაში. დამატებით ვალდებულებებს შორის მნიშვნელოვან სიახლეს...
21 თებერვალი