fbpx
მენიუ
ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა (ISMS) და ISO 27001

დღეს ბიზნესისთვის ინფორმაციული უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც დიდი რაოდენობით მომხმარებლების პირად ინფორმაციას ინახავენ ან კლიენტებისთვის კრიტიკული სერვისის მიმწოდებლებს წარმოადგენენ. თითოეული კომპანია სხვადასხვა ხერხსა და მეთოდს მიმართავს იმისთვის, რომ დაიცვას ღირებული ინფორმაცია, გაუმკლავდეს კიბერსაფრთხეებს და უზრუნველყოს მიწოდებული სერვისის უწყვეტობა. ამ ბლოგში ვისაუბრებთ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემაზე (ISMS).   

რა არის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა (ISMS)? 

ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა (ISMS) მართვის სისტემის ნაწილია, რომელიც დაფუძნებულია ბიზნესის რისკების მართის მიდგომაზე. მისი მიზანია, შესაძლებელი გახდეს ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვა, ფუნქციონირება, მონიტორინგი, განხილვა, მხარდაჭერა და გაუმჯობესება. ინფორმაციის უსაფრთხოების მართვის სისტემა აღწერს ორგანიზაციის მიდგომას ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მიმართ.

ის ეხმარება კომპანიებს ამოიცნო და გაუმკლავდნენ საფრთხეებს ღირებული ინფორმაციისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივის გარშემო. არტივად რომ ვთქვათ, ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემა (ISMS) განსაზღვრავს თუ  როგორ იდენტიფიცირებ და პასუხობს ბიზნესი ინფორმაციასთან დაკავშირებულ სისუსტეებსა თუ საფრთხეებს.  ეფექტურ ISMS-ს შეუძლია მრავალი სარგებელი მოუტანოს  ბიზნესს. ეს განსაკუთრებით ეხება დღევანდელ საფრთხის შემცველ ლანდშაფტს სადაც ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის ეფექტური სისტემა აბსოლუტური აუცილებლობაა. ISMS-ი საშუალებას მოგცემთ დაიცვათ ბიზნესი უსაფრთხოების დარღვევებისგან და მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა, აითვისოთ ახალი სექტორი და კომპანიები, გააძლიეროთ ურთიერთობა უკვე არსებულ მომხმარებლებთან, შექმნათ ორგანიზაციის ბრენდი და რეპუტაცია. 

კომპანიაში ინფორმაციული უსაფრთხოების მაღალი დონის დასადასტურებლად ISMS-ით კომპანიები ხშირად ISO 27001 სტანდარტის დანერგვას მიმართავენ. განვიხილოთ ის მნიშვნელოვანი სარგებლები, რომლებიც ISO 27001 –ის დანერგვით მიიღწევა: 

  • მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა – მუდმივად იზრდება კანონების, რეგულაციებისა და ხელშეკრულების მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან. კარგი ამბავი ის არის, რომ მათ უმეტესობასთან შესაბიმოსაბა შეიძლება გადაწყდეს ISO 27001 -ის დანერგვით – ეს სტანდარტი გაძლევთ ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის სრულყოფილ მეთოდოლოგიას.  
  • კონკურენტული უპირატესობა – თუ თქვენი კომპანია მიიღებს სერტიფიცირებას და თქვენი კონკურენტები არა, თქვენ უპირატესობა გაქვთ მომხმარებლების თვალში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან თავიანთი ინფორმაციის უსაფრთხოების მიმართ. 
  • დაბალი დანახარჯები – ISO 27001-ის მთავარი ფილოსოფია არის უსაფრთხოების ინციდენტების თავიდან აცილება – ყოველი ინციდენტ, დიდსა თუ პატარას, აქვს თავისი ღირებულება. ამიტომ, მათი თავიდან აცილებით, თქვენი კომპანია  ზოგავს შესაძლო ზარალს. რაც ყველაზე კარგია – ISO 27001 -ში ინვესტიცია გაცილებით მცირეა, ვიდრე პოტენციური ზარალი, რომელიც დაცვის სისტემების არქონის პირობებში შეიძლება მოგადგეთ 
  • ეფექტიანი ორგანიზაცია – როგორც წესი, სწრაფად მზარდ კომპანიებს არ აქვთ დრო, შეაჩერონ და გაწერონ თავიანთი პროცესები და პროცედურები – შედეგად, ძალიან ხშირად თანამშრომლებმა არ იციან რა, როდის და ვის მიერ უნდა გაკეთდეს. ISO 27001 -ის დანერგვა ხელს უწყობს მსგავსი სიტუაციების მოგვარებას, რადგან მოითხოვს, კომპანიებმა ჩამოაყალიბონ ძირითადი პროცესები და პოლიტიკები (თუნდაც ისინიც, რომლებიც არ არის დაკავშირებული უსაფრთხოებასთან), რაც საშუალებას მოგცემთ შეამციროთ თქვენი თანამშრომლების დაკარგული დრო და გაზარდოთ პროცესების ეფექტიანობა. 

რას გთავაზობთ BDO Digital-

ნებისმიერ ბიზნესში არის რისკები, რომელიც უკავშირდება ციფრულ ტექნოლოგიებს. თუ კომპანიებს სურთ შეინარჩუნონ მომხმარებელთა სანდოობა და რეპუტაცია, საჭიროა თავდაცვისუნარიანობის მექანიზმების გაუმჯობესება.

BDO Digital-ის კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის გამორჩეული მომსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი სწორედ ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჩვენი პარტნიორები კი დარწმუნებულები არიან, რომ მათი კომპანიის მონაცემები დაცულია მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

გსურს შექმნა დაცული კიბერ გარემო შენი ბიზნესისთვის?
დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი გუნდი აუცილებლად დაგიკავშირდებათ
დაგვიტოვე საკონტაქტო
ნახე მსგავსი სტატიები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა სამედიცინო სექტორში

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა სამედიცინო სექტორში

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სენსიტიურ მონაცემთა უსაფრთხოება კიდევ უფრო დიდ გამოწვევად იქცა ჯანდაცვის სექტორში. პაციენტების პირად და ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერებზე არაავტორიზებული წვდომა დიდი რისკის ქვეშ აყენებს კლინიკებს. სწორედ ამიტომ, სამედიცინო სექტორში მონაცემთა კონფიდენციალურობა ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა, განსაკუთრებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის გამკაცრების შემდეგ. ბლოგში ვისაუბრებთ...
2 მაისი
BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია

BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია

პროცესების გაციფრულებით სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის ქსელური სუპერმარკეტების ავტომატიზაცია ქართულ ბაზარზე სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. BDO Digital-მა ERP სისტემის დანერგვა სუპერმარკეტების ქსელ მაგნიტში დაიწყო, რაც კომპანიის მხრიდან ოპერაციების ეფექტურობისა და განვითარებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნაბიჯია. მაგნიტი ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, ის 350-ზე მეტი ფილიალით...
27 მარტი
მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია სრულიად გარდაქმნის რითეილერების ბიზნეს ოპერაციებსა და მომხმარებლებთან ინტერაქციის პროცესს. საცალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია ერთის მხრივ, პროცესების ეფექტურობას და ოპერაციების გამარტივებას, მეორე მხრივ კი თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის დამატებით ღირებულების შექმნას გულისხმობს. სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საწყობის, დისტრიბუციის, მერჩენდაიზინგის, შესყიდვებისა და გაყიდვების სრული ციკლის...
14 მარტი
ინფოგრაფიკი – ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

ინფოგრაფიკი – ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1 მარტიდან ძალაში შედის განახლებული კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ. კანონი ვრცელდება ყველა ბიზნეს სუბიექტზე, რომელიც ჩართულია დიდი მოცულობის პირადი ინფორმაციის მოპოვებაში, შენახვასა და დამუშავებაში. დამატებით ვალდებულებებს შორის მნიშვნელოვან სიახლეს...
21 თებერვალი