დღეს ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოებაა. ყველა დაუცველი სისტემა შეიძლება დადგეს ისეთი საფრთხის წინაშე, რომელიც ბიზნესს მნიშვნელოვან ფინანსურ და რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს.
ხშირად კომპანიებისთვის რთულია კიბერ ინციდენტების თავიდან არიდება თუმცა, არსებობს რეკომენდაციები და სტანდარტები, რომლის კომპანიაში დანერგვის შემდეგაც უმჯობესდება კიბერ გარემო და მინიმუმამდე დადის ამ ინციდენტების დადგომის ალბათობაც. კომპანიის კიბერუსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესება გულისხმობს როგორც ტექნიკური და ადმინისტრაციული კონტროლის მექანიზმების დანერგვას, ასევე, წვდომების კონტროლს, თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებასა და რისკების მართვას.
უფრო კონკრეტულად კი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციული აქტივების კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფის გზა კომპანიებისთვის ISO 27001 სტანდარტის დანერგვაა. ამ ბლოგში გვინდა სწორედ ამ საერთაშორისო სტანდარტზე მოგიყვეთ.
ISO 27 001 ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი გულისხმობს კონფიდენციალური, პერსონალური ინფორმაციისა და ინტელექტუალური საკუთრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ტექნიკური, პროცედურული და ფიზიკური კონტროლების დანერგვის გზით. სტანდარტის დანერგვა ხელს უწყობს ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნას ორგანიზაციაში, სადაც მენეჯმენტს შეუძლია უკეთ შეაფასოს კიბერ რისკები, რეალურ დროში ჰქონდეს ხედვა არსებულ გამოწვევებზე და ამავე დროს უსაფრთხოებაზე ზრუნვა გახდეს კომპანიის თითოეული თანამშრომლის ყოველდღიური მუშაობის წესი. იმისათვის, რომ კომპანიამ მიიღოს ISO 27001 სერტიფიცირება, საჭიროა დანერგვის პროცესი იყოს თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული.
ISO 27 001 ის დანერგვის პროცესი კომპანიაში
ISO 27001-ის დანერგვის საწყის ეტაპზე საჭიროა კომპანიაში ჩატარდეს სტანდარტთან შესაბამისობის შეფასებარის შედეგად, კომპანიის მიერ მიღებული ინფორმაცია უსაფრთხოების დონის შესახებ საშუალებას მისცემს ბიზნესს სწორად დაგეგმოს უსაფრთხოების სტრატეგია, რათა შედეგები თანხვედრაში იყოს ბიზნეს საჭიროებებთან და მიზნებთან. მიმდინარე მდგომარეობის ანალიზის შემდეგ იწყება რისკების მართვის პროცესი. ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვა ISO 27001-ის დანერგვის ყველაზე კრიტიკული ეტაპია, რომლის ფარგლებშიც იქმნება ინფორმაციული აქტივების რეესტრი, ხდება რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მოპყრობა. რისკების შეფასების მეთოდოლოგია უნდა ითვალისწინებდეს:
შემდეგი ეტაპი, რისკებთან მოპყრობის გეგმაა. ამ ფაზაში დგება სტრატეგია კონტროლის იმ მექანიზმების განხორციელებისთვის, რომელიც რისკების შეფასების ეტაპზე შეირჩა. რისკებთან მოპყრობის სტრატეგია დაფუძნებულია შემდეგ პრინციპებზე:
რისკებთან მოპყრობის სტრატეგიის შესაბამისად კომპანიაში ინერგება ინფორმაციული უსაფრთხოების მართვისთვის საჭირო პოლიტიკა/პროცედურები და ეფექტური კონტროლის მექანიზმები. ეს ყველაფერი კომპანიას აძლევს საშუალებას უზრუნველყოფილი ჰქონდეთ კრიტიკული ინფორმაციული აქტივების კონფიდენციალურობა, ხელმისაწვდომობა და მთლიანობა.
ISO 27 001 -ის უპირატესობები თქვენი ბიზნესისთვის
ISO 27001 აუდირებადი საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის მოთხოვნებს განსაზღვრავს. გარდა ამისა, ქვემოთ გამოვყოფთ იმ მთავარ სარგებლებს რასაც ISO 27001 ის დანერგვით მიიღებთ:
რას გთავაზობთ BDO Digital-ი
ნებისმიერ ბიზნესში არის რისკები, რომელიც უკავშირდება ციფრულ ტექნოლოგიებს. თუ კომპანიებს სურთ შეინარჩუნონ მომხმარებელთა სანდოობა და რეპუტაცია, საჭიროა თავდაცვისუნარიანობის მექანიზმების გაუმჯობესება.
BDO Digital-ის კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის გამორჩეული მომსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი სწორედ ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჩვენი პარტნიორები კი დარწმუნებულები არიან, რომ მათი კომპანიის მონაცემები დაცულია მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.