fbpx
მენიუ
კომპანია კარფური BDO Digital-ის პარტნიორობით პროცესების რობოტიზაციას (RPA) იწყებს

ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი  „კარფური“,  BDO Digital-ის პარტნიორობით პროცესების რობოტიზაციას (RPA) იწყებს. კომპანია ინვოისინგის პროცესში BDO Digital-ის გუნდის დახმარებით RPA ტექნოლოგიას დანერგავს.

RPA არის თანამედროვე ტექნოლოგია, რომლის მიზანია ადამიანების ნაცვლად რუტინული საქმე პროგრამამ აკეთოს.

პროექტის ფარგლებში კომპანიაში მოხდება ინვოისინგთან დაკავშირებულ რუტინულ პროცესებში  RPA-ს ჩართვა. შედეგად კომპანია შეძლებს, დაზოგოს ადამიანური რესურსი, აირიდოს თავიდან შეცდომები და პროცესი უფრო სწრაფი და ეფექტიანი გახადოს.

ინვოისინგის პროცესის ავტომატიზაციის შემდეგ კარფურს შესაძლებლობა ექნება  BDO Digital-ის დახმარებით კომპანიის სხვა პროცესების დიაგნოსტიკაც ჩაატაროს, რაც ავტომატიზაციის სარგებლის შეფასებასა და რობოტიზაციის პოტენციალის გამოვლენაში დაეხმარება.

RPA ტექნოლოგიის მიმართულებით BDO Digital-ი მსოფლიოში წამყვანი კომპანიების UiPath-ისა და Microsoft-ის  ოფიციალური პარტნიორია.

BDO Digital-ი ქართულ ბაზარს სთავაზობს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, მათ შორისაა პროცესების ოპტიმიზაცია, ტრანსფორმაცია და რობოტიზაცია.

 

გაიგეთ მეტი RPA-ის შესახებ
დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი გუნდი აუცილებლად დაგიკავშირდებათ
მოგვწერეთ საკონტაქტო
ნახე მსგავსი სტატიები