fbpx
მენიუ
კონსოლიდირებული რეპორტინგი – ჰოლდინგური კომპანიის წარმატებული მართვის წინაპირობა

თქვენი კომპანია იზრდება და ბუნებრივია მასთან ერთად იზრდება კლიენტების რაოდენობა, შეკვეთები, პროცესები და რა თქმა უნდა გამოწვევებიც. მართალია ამ ყველაფერს როგორღაც უმკლავდებით, თუმცა, შემოდის ახალი ცვლადი – შვილობილი კომპანიები, რომელიც თქვენს კომპანიას   ბიზნესის დივერსიფიკაციასა  და ახალ შესაძლებლობების მისცემს.

გამოწვევა

ჰოლდინგური კომპანიისთვის სრულიად ახალი გამოწვევაა ბიზნეს ჯგუფის მართვა, რომელთანაც გამკლავება არც თუ ისე ადვილია. ჯგუფში შემავალ შვილობილ კომპანიების დიდ ნაწილს  საკუთარი ბუღალტრები ჰყავთ, რომლებიც ხშირად თავიანთ გემოზე ადგენენ დოკუმენტებსა და ანგარიშგებებს. ეს დოკუმენტები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება და მათი ერთ ფორმატში გადაკეთება და შემდეგ გაერთიანება, დიდ დროსთან და ადამიანურ რესურსთანაა დაკავშირებული.

იმის გარდა, რომ ოპერატიული და შედეგად, რელევანტური რეპორტინგი არ გაქვთ, მარტივი პროცესები – ჯგუფის ფარგლებში ტრანზაქციები, შესყიდვები, გაყიდვები – იმდენჯერ მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვენ, რამდენი შვილობილი კომპანიაცაა თქვენს ჯგუფში.

ეს რეალური პრობლემებია, რომლებსაც რეალური დანაკარგი მოაქვთ ბიზნესისთვის – ჰოლდინგები, ასეთ პირობებში მიღებული გადაწყვეტილებების გამო, წელიწადში საშუალოდ მოგების 2-3%-ს კარგავენ.

გადაწყვეტა

პრობლემა არც თუ ისე მარტივია, თუმცა გადაწყვეტა ნამდვილად არსებობს და ეს გადაწყვეტა თანამედროვე ტექნოლოგიებშია. თუ თქვენ განვითარების იმ ეტაპზე ხართ, რომ დააფუძნეთ შვილობილი კომპანიები, დიდი ალბათობით ამ ტექნოლოგიებთან გარკვეული შეხება უკვე გექნებოდათ. როგორც მინიმუმ, მშობელ კომპანიაში რაიმე სააღრიცხვო სოფტი ფუნქციონირებს, ან, უკეთეს შემთხვევაში – ERP სისტემა.

მშობელ კომპანიაში ERP სისტემის ფუნქციონირების შემთხვევაში, თქვენ უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გაქვთ გადადგმული პრობლემის გადაწყვეტისკენ. თუმცა, ეს საკმარისი არაა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ERP სისტემა კომპანიის თითქმის ყველა პროცესის ავტომატიზაციას ახდენს, ის ამას ერთი კომპანიის ფარგლებში აკეთებს.

იმისათვის რომ ჰოლდინგში მიაღწიოთ კონსოლიდაციას, უნდა შეჯერდეს მასში შემავალი ყველა კომპანიის ფინანსური შედეგები. ამის გაკეთება მაგალითად SAP Business One-ში არის შესაძლებელი – ეს არის ERP სისტემა, რომელსაც სპეციალურად ამ მიზნისთვის აქვს კონსოლიდაციის მოდული. მისი საშუალებით, მარტივად და მოკლე დროში მიიღებთ ახალ და რელევანტურ კონსოლიდირებულ რეპორტებს.

ბიზნეს ჯგუფის ყველა კომპანიაში SAP Business One-ის დანერგვამ არ უნდა შეგაშინოთ, რადგან არსებობს ამის განხორციელების ხელმისაწვდომი შესაძლებლობა. ჯგუფის ერთ კომპანიაში სისტემის დანერგვის შემდეგ, მისი გავრცელება დანარჩენ კომპანიებში შესაძლებელია გამარტივებული მეთოდით – ე.წ. როლაუთით (rollout).

 „როლაუთის“ მაგალითი: პროვაიდერი SAP Business One-ს ნერგავს მშობელ კომპანიაში და შესაბამისი გამოცდილების მიღების შემდეგ, ჰოლდინგი თავად ავრცელებს იგივე სისტემას თავის წევრ დანარჩენ კომპანიებში. ცხადია ეს პროცესი საგრძნობლად აიაფებს სისტემის დანერგვის ხარჯებს და გარდა ამისა, იზოგება დრო და ადამიანური რესურსი.

რა სარგელებელს მიიღებთ

 

სწრაფი, ზუსტი და რელევანტური რეპორტინგი

SAP Business One-ის კონსოლიდაციის მოდულის ამოქმედებით, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორის სტანდარტების დაცვით მიიღებთ გაერთიანებულ რეპორტებს. ამასთან, სისტემა თავად მოახდენს საჭირო ტრანზაქციების ელიმინაციას. მოდულში შესაძლებელია ცენტრალიზებულად იმართოს ჯგუფის წევრების შესყიდვები და ბიზნეს პარტნიორებთან ანგარიშსწორება.

გამარტივებული შიდა ოპერაციები

კონსოლიდაციის მოდული ჰოლდინგის შიგნით წარმართული ოპერაციების აღრიცხვას ამარტივებს: თუ ჯგუფის ერთი კომპანია მეორისგან რამეს ყიდულობს, მის ბაზაში გატარებული შესყიდვა მეორე კომპანიასთან ავტომატურად აისახება როგორ გაყიდვა. შესაბამისად, ბუღალტერს აღარ უწევს ერთი და იგივე ოპერაციის ორჯერ გატარება.

მოწესრიგებული და სტანდარტიზებული სააღრიცხვო პოლიტიკა

როდესაც ჰოლდინგში დაიწყებთ ERP სისტემის დანერგვას, ჯგუფში შემავალი ყველა კომპანიისთვის გაიწერება საერთო სააღრიცხვო პოლიტიკა, ცნობარების სტრუქტურა, პარტნიორებთან ურთიერთობის წესები და ა.შ.

შედეგად, კომპანიაში ზოგადად მოწესრიგდება აღრიცხვიანობა.

შედეგი

საერთო ჯამში კონსოლიდაციით თქვენ შეძლებთ დაინახოთ როგორც მთლიანად ჰოლდინგის, ასევე მისი ყველა კომპანიის ინდივიდუალური შედეგები სტანდარტიზებულ ჭრილებში და მიიღოთ ზუსტ ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, თანამშრომლები რუტინულ საქმეზე ნაკლებ დროსა და ენერგიას დახარჯავენ, რაც მათ პროდუქტიულობას გაზრდის.

კონსოლიდაციის მოდულის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია და BDO Digital-ის გუნდის წევრი აუცილებლად დაგიკავშირდებათ.

გაიგეთ მეტი კონსოლიდირებულ რეპორტინგზე
დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი გუნდი აუცილებლად დაგიკავშირდებათ
მოგვწერეთ საკონტაქტო
ნახე მსგავსი სტატიები