მენიუ
ყველაზე მსხვილი ბიზნეს პარტნიორი რეგიონში – BDO-სა და SAP-ის თანამშრომლობა გრძელდება

საერთაშორისო კორპორაცია SAP-ი, რომელიც ERP სისტემების სფეროში მსოფლიო ბაზრის ლიდერია, ყოველწლიურად ატარებს პარტნიორი კომპანიებისთვის სამიტს. ღონისძიების მიზანია პარტნიორებმა ერთმანეთი გაიცნონ და ისაუბრონ თავიანთ გამოცდილებებზე და გამოწვევებზე.                                                            

წელს ესპანეთში გამართულ SMB Innovations სამიტზე, BDO საქართველო SAP-ის ყველაზე მსხვილ პარტნიორად დასახელდა რეგიონში, რომელიც CIS-ის ამჟამინდელ და ყოფილ წევრ ქვეყნებს მოიცავს. ჯილდო ‘Highest Revenue 2019 კომპანიის სახელით BDO-ს პარტნიორმა, ტექნოლოგიები და ინოვაციების ხელმძღვანელმა ზვიად ორაგველიძემ ჩაიბარა.  

სამიტზე ტრადიციულად ჯილდოვდებიან SAP-ის პარტნიორები, რომლებიც კონკრეტული მიმართულებით არიან გამორჩეულები. 2018 წელს BDO-ს გუნდმა ჯილდო მიიღო, როგორც ყველაზე ინოვაციურმა კომპანიამ, წელს კი რეგიონის ყველაზე მსხვილ პარტნიორად დასახელდა.  

SAP-ის პარტნიორები  2016 წლიდან ვართ და საქართველოში უკვე არაერთი მსხვილი პროექტი განვახორციელეთ. ბოლო 2 წლის ჯილდოები ჩვენი კლიენტებისთვის გაწეული გამორჩეული მომსახურების შედეგია. ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ ქვეყანაში ბიზნესი ადეკვატურად ვითარდება და თანამედროვე ტექნოლოგიების როლს სწორად აღიქვამს. ჩვენი მთავარი ამოცანაც ესაა – დავეხმაროთ ბიზნესს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებაში და შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი, მათ რომ სჭირდებათ“, ამბობს  ზვიად ორაგველიძე.

BDO ქართულ ბიზნესს ERP სისტემა SAP Business One-ს სთავაზობს. მისმა გუნდმა აღნიშნული სისტემა უკვე დანერგა ისეთ მსხვილ ქართულ კომპანიებში, როგორიცაა „ანაგი“, „იუნიქს დეველოპმენტი“, „კავკასუს როუდს პროჯექტი“, „ინსტა“, „დომსონსი“ და სხვ.  

გახდი ჩვენი პარტნიორი
რეგიონში SAP -ის ყველაზე მსხვილ კომპანიასთან თანამშრომლობისთვის დაგვიტოვეთ თქვენი მონაცემები
მოგვწერეთ საკონტაქტო