fbpx
მენიუ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა სამედიცინო სექტორში

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სენსიტიურ მონაცემთა უსაფრთხოება კიდევ უფრო დიდ გამოწვევად იქცა ჯანდაცვის სექტორში. პაციენტების პირად და ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერებზე არაავტორიზებული წვდომა დიდი რისკის ქვეშ აყენებს კლინიკებს. სწორედ ამიტომ, სამედიცინო სექტორში მონაცემთა კონფიდენციალურობა ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა, განსაკუთრებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის გამკაცრების შემდეგ. ბლოგში ვისაუბრებთ მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის რისკებზე, საქართველოში არსებულ რეგულაციებსა და მექანიზმებზე, რომელიც მონაცემთა უსაფრთხოდ შენახვას და დამუშავებას უზრუნველყოფს.

რას მოიცავს სამედიცინო ინდუსტრიაში არსებული სენსიტიური ინფორმაცია?

სამედიცინო პორტალებსა და სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფებში თავმოყრილია უზარმაზარი მოცულობის პერსონალური მონაცემები. ინფორმაციის ძირითადი ნაწილი არის კონფიდენციალური და იდენტიფიცირებადი, რაც კიბერ დამნაშავეებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ სამიზნედ აქცევს კლინიკებს. ბაზები აერთიანებს პაციენტებზე ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა

  • ელექტრონული ჩანაწერები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
  • სამედიცინო გადახდები, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს საბანკო მონაცემებს
  • გენეტიკური მონაცემები
  • ელექტრონული რეცეპტები
  • სამედიცინო კვლევის მონაცემები და სხვა.

ამ ტიპის ინფორმაციაზე არაავტორიზებული წვდომა უდიდეს რისკს წარმოშობს როგორც პაციენტებისთვის, ასევე თავად სამედიცინო დაწესებულებისთვის. კიბერ კრიმინალებმა სამედიცინო იდენტიფიცირებად მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლოა შეიმუშავონ სხვადასხვა თაღლითური სქემები, ისარგებლონ სამედიცინო სერვისებზე ან ისეთ მედიკამენტებზე წვდომით, რომლებიც მხოლოდ შესაბამისი რეცეპტით გაიცემა, ფინანსური ზარალი მიაყენონ როგორც სამედიცინო სერვისების პროვაიდერებს, ასევე კლიენტებს. გარდა ამისა, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს აყენებს სამედიცინო დაწესებულებებს, რაც ძირს უთხრის პაციენტების ნდობას. ამასთან, დგება სამართლებრივი პასუხისმგებლობა და  ბიზნესს ეკისრება მარეგულირებელი სანქციები, რომელიც სოლიდურ ჯარიმებთანაა დაკავშირებული.

როგორია პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების მექანიზმები საქართველოში?

2024 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა განახლებული კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. რეგულაცია დამატებით ვალდებულებებს უწესებს ბიზნეს სუბიექტებს, რომელთაც წვდომა აქვთ გარკვეული რაოდენობის პერსონალურ  ან სენსიტიურ მონაცემებზე. განახლებული რედაქცია გამოყოფს რამდენიმე ინდუსტრიას, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთაც მიუხედავად დასამუშავებელი პერსონალური მონაცემების რაოდენობისა, ეხება ქვემოჩამოთვლილი ვალდებულებები:

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ პოლიტიკა-პროცედურების შემუშავება
  • მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნა
  • მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება
  • მონაცემთა დამუშავებაში ჩართული თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება
  • მომსახურების გამწევ კონტრაქტორებთან მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული შეთანხმებების გაფორმება და სხვა.

გარდა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებისა, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც კლინიკებში მონაცემების უსაფრთდ დამუშავებას შეუწყობს ხელს. BDO Digital-ი 6 წელია კომპანიებს სხვადასხვა ინდუსტრიაში ამ მიმართულებით ეხმარება, რომ გააძლიერონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრაქტიკა. ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ თქვენს კომპანიაში არსებული  სენსიტიური ინფორმაციის უსაფრთხოება და მართვა საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად. ეს გულისხმობს:

  • კანონთან შესაბამისობის აუდიტის ჩატარებას,
  • მონაცემთა შეგროვების, შენახვის ან გავრცელების ყველა გზის იდენტიფიცირებას და რისკების შეფასებას,
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პოლიტიკა -პროცედურების შემუშავებას, სადაც ცხადი იქნება ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების მიზანი, მონაცემებზე წვდომის მქონე ინდივიდები, მონაცემთა შენახვის ვადები, კონტროლის მექანიზმები და ა.შ.
  • ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღებას, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან და სხვა ნებისმიერი უკანონო ქმედებისგან.

იმისთვის, რომ სამედიცინო სექტორში კომპანიებმა უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული სენსიტიური მონაცემების უსაფრთხოება, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სწორად შეაფასონ მასთან დაკავშირებული რისკები, ამის შემდეგ კი გამოყონ შესაბამისი რესურსები უსაფრთხოებისთვის. ამ პროცესში BDO Digital-ი დაგეხმარებათ თანმიმდევრულად დაგეგმოთ შესასრულებელი ამოცანები, შემდეგ კი დანერგოთ ყველა ის პრაქტიკა, რომელიც კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და თავიდან აგარიდებთ ფინანსურ თუ რეპუტაციულ ზიანს.

გაიგეთ, როგორ უზრუნველყოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვა სამედიცინო სფეროში
დაგვიტოვეთ საკონტაქტო
ნახე მსგავსი სტატიები
BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია

BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია

პროცესების გაციფრულებით სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის ქსელური სუპერმარკეტების ავტომატიზაცია ქართულ ბაზარზე სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. BDO Digital-მა ERP სისტემის დანერგვა სუპერმარკეტების ქსელ მაგნიტში დაიწყო, რაც კომპანიის მხრიდან ოპერაციების ეფექტურობისა და განვითარებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნაბიჯია. მაგნიტი ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, ის 350-ზე მეტი ფილიალით...
27 მარტი
მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია სრულიად გარდაქმნის რითეილერების ბიზნეს ოპერაციებსა და მომხმარებლებთან ინტერაქციის პროცესს. საცალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია ერთის მხრივ, პროცესების ეფექტურობას და ოპერაციების გამარტივებას, მეორე მხრივ კი თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის დამატებით ღირებულების შექმნას გულისხმობს. სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საწყობის, დისტრიბუციის, მერჩენდაიზინგის, შესყიდვებისა და გაყიდვების სრული ციკლის...
14 მარტი
ინფოგრაფიკი – ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

ინფოგრაფიკი – ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1 მარტიდან ძალაში შედის განახლებული კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ. კანონი ვრცელდება ყველა ბიზნეს სუბიექტზე, რომელიც ჩართულია დიდი მოცულობის პირადი ინფორმაციის მოპოვებაში, შენახვასა და დამუშავებაში. დამატებით ვალდებულებებს შორის მნიშვნელოვან სიახლეს...
21 თებერვალი
BDO Digital-ის 2023 წლის შეჯამება და 2024 წლის ტექნოლოგიური პროგნოზი

BDO Digital-ის 2023 წლის შეჯამება და 2024 წლის ტექნოლოგიური პროგნოზი

2023 წლის დასასრულს, მოხარულები ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი მოგზაურობა და მიღწევები. BDO Digital-ში, ეს იყო ინოვაციური პროექტებისა და ახალი შესაძლებლობების წელი. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, შევქმნათ ბიზნესისთვის  დამატებითი ღირებულება, ინოვაციური ტექნოლოგიებით, სერვისებით, ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებითა და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით. გაეცანით BDO Digital-ის ინდუსტრიულ გადაწყვეტებსა და ტექნოლოგიებს ციფრული...
26 დეკემბერი