საკადრო აღრიცხვის, ხელფასებისა და გადასახადების ადმინისტრირების სრულყოფილი ავტომატიზაცია 1C ERP-ში
კადრების მენეჯერს გააჩნია დეტალური მონაცემთა ბაზა როგორც ამჟამად შტატში მყოფი, ასევე წარსულში მომუშავე თანამშრომელთა შესახებ. თითოეულ თანამშრომელზე ინახება ინფორმაცია მისი განათლებისა თუ სამუშაო გამოცდილების შესახებ, ასევე თანამშრომლის ბარათზევეა მიბმული ყველა აუცილებელი დოკუმენტის ასლები.
პროგრამაში ხდება საკადრო ბრძანებების ადმინისტრირება, შვებულებებისა და სხვა არგამოცხადებების მართვა. ასევე ფიქსირდება თანამშრომლისთვის გამოცხადებული საყვედურისა თუ დამსახურებული წახალისების ისტორია.
1C ERP-ში ხელფასების გაანგარიშების ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა მოხდეს სხვადასხვა ტიპის დარიცხვების ერთდროული გამოყენება, ასევე განხორციელდეს თანამშრომლების წახალისებისა, ბონუსების და ჯარიმების მართვა.
პროგრამაში ხორციელდება სახელფასო ტარიფის დადგენა, როგორც თვის, ისე კალენდარული ან სამუშაო დღის, ასევე ნამუშევარი საათის მიხედვით.
პროგრამაში შესაძლებელია ნამუშევარი დროის დეტალური აღრიცხვა, ზეგანაკვეთურად ან/და სადღესასწაულო დღეებში ნამუშევარი საათების დაფიქსირებით. ამ დროის ანაზღაურება კი შესაბამისი სატარიფო განაკვეთებით ხდება.
პროგრამაში მხარდაჭერილია დამოუკიდებელ მაჩვენებლებზე დამოკიდებული ხელფასის ავტომატური გაანგარიშებაც.
1C ERP-ში ასახულია თანამშრომლების განაცემებთან დაკავშირებული ყველა საგადასახადო ნიუანსი. პროგრამა თავად ანგარიშობს და გამოყოფს როგორც საშემოსავლო გადასახადს, ისე საპენსიო შენატანებს. ასევე, პროგრამაში გათვალისწინებულია საშემოსავლო შეღავათების ავტომატური აღრიცხვაც. პროგრამიდან გენერირდება მზა სახით საშემოსავლო დეკლარაციისა და საპენსიო დეკლარაციების დანართები.