ფინანსური აღრიცხვის მოდელის ფორმირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით.
ფინანსური აღრიცხვის მოდელი სრულად კონფიგურირებადია მომხმარებლის მიერ, რაც უზრუნველყოფს ანგარიშთა გეგმისა და სამეურნეო ოპერაციების მიხედვით გატარებების აწყობის შესაძლებლობას, კომპანიის სპეციფიკისა და აღრიცხვის პრინციპების გათვალისწინებით.
ოპერაციების ავტომატური ასახვა გატარებების ჟურნალში საშუალებას იძლევა ოპერაციები შეიყვანოს მომხმარებელმა, რომელსაც არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის კომპეტენციები და გატარებების ჟურნალში ის კორექტულად აისახოს.
ძირითადი საშუალებების აღრიცხვა ხდება ინდივიდუალურად, საინვენტარო ნომრების მიხედვით. თითოეული ერთეულისთვის შესაძლებელია დეტალური რეპორტის ამოღება, როგორც სააღრიცხვო პარამეტრების ასევე მათი მდებარეობის და თვისებების დეტალიზაციით. პროგრამა მომხმარებელს აძლევს ინსტრუმენტს მაქსიმალურად კომფორტულად მოახდინოს ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია შტრიხ-კოდის სკანერის საშუალებით.
1C ERP-ში მხარდაჭერილია ძირითადი საშუალების კლასებზე სარემონტო ციკლისა და გეგმიური სარემონტო სამუშაოების განსაზღვრის შესაძლებლობა. ასევე, მათი ფაქტიური საექსპლუატაციო ხარჯების აღრიცხვა, მათ შორის დახარჯული საწვავის აღრიცხვა ოდომეტრის ჩვენებებისა და კონკრეტული მოდელის წვის ნორმების გათვალისწინებით.
პროგრამაში შესაძლებელია შემოსავლების და ხარჯების ანალიზი შემოსავლისა და ხარჯის ცენტრების, ხარჯების ტიპების/შინაარსის და დამატებითი ანალიტიკების მიხედვით.
ფინანსური შედეგის ანალიზი შესაძლებელია საქმიანობის მიმართულებების მიხედვით, ხარჯებისა და შემოსავლების მიკუთვნებით ან საქმიანობის მიმართულებებზე მათი სხვადასხვა წესით გადანაწილებით.