აღრიცხეთ და გაანალიზეთ პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკები და გაზარდეთ მოგებული გარიგებების წილი
SAP-ში არსებული ფუნქციონალით შეგვიძლია დავაფიქსიროთ შემოსული დაინტერესებები, გავხსნათ ბარათი თითოეული „ლიდისთვის“ და შევავსოთ ჩვენთვის აქტუალური ინფორმაცია: საკონტაქტო, მომართვის წყარო, სეგმენტი, პრიორიტეტები და სხვ. ხარისხიანი ლიდები შემდეგ გადაკვალიფიცირდება გაყიდვის შესაძლებლობად, რომელიც წარმოადგენს ერთიან სამუშაო სივრცეს, გაყიდვის თანამშრომლისთვის. ამ სივრცეში აღირიცხება პოტენციურ კლიენტთან მოლაპარაკებების ეტაპები, ზარები, შეხვედრები, მეილები, თითოეულ აქტივობაზე პასუხისმგებელი გაყიდვის მენეჯერი, კომპანიის კონკურენტები ამ კონკრეტულ მოლაპარაკებაში. ასევე ებმება ნებისმიერი ფორმატის დოკუმენტები.
პროგრამაში შეტანილი მონაცემების ანალიზით ვიღებთ ინფორმაციას წარმატებულ და წარუმატებელ მოლაპარაკებებზე, რა ეტაპზეა გაჩერებული თითოეული პოტენციური კლიენტი, რა არის ჩვენი მოგების ან წაგების ყველაზე ხშირი მიზეზები, რომელია ჩვენი ყველაზე პროდუქტიული გაყიდვების თანამშრომელი, ვინ არიან ჩვენი კონკურენტები, რა პოტენციური შემოსავლის მიღების შესაძლებლობა გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებების საფუძველზე და სხვ.