fbpx
მენიუ
გაყიდვების მოდული SAP Business One

გაყიდვების მოდული SAP Business One

სრულად მართეთ გაყიდვების პროცესი და გაზარდეთ კომპანიის შემოსავლიანობა

კლიენტების ბაზა

პროგრამაში იქმნება კომპანიის კლიენტების ბაზა. თითოეულ კლიენტზე იხსნება ბარათი, რომელზეც მიეთითება ყველა ტიპის საკონტაქტო, სააღრიცხვო, სამისამართო, საბანკო და აშ ინფორმაცია, რომელიც საჭიროა გაყიდვის პროცესის გამართულად აღრიცხვისთვის. მეწარმეთა რეესტრათან ინტეგრაციის მეშვეობით პროგრამა აკონტროლებს კლიენტი კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდის, დასახელების და სამართლებრივი ფორმის სისწორეს. გარდა ამისა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დაამატოს სრულიად ახალი საინფორმაციო ველები და აღრიცხოს მისთვის აქტუალური ყველა ტიპის ინფორმაცია კლიენტებზე. კლიენტების სხვადასხვა პარამეტრით დაჯგუფების შედეგად შესაძლებელია მათთან განხორციელებული ბიზნეს ურთიერთობის აღრიცხვის გამარტივება და უფრო დეტალური ანალიზი.

 კლიენტების
დავალიანებების
დავალიანებების კონტროლი

თითოეულ კლიენტზე, იქნება ეს ერთჯერადი გაყიდვა თუ ხანგრძლივი ბიზნეს ურთიერთობა, შესაძლებელია გავწეროთ შეთანხმებული გადახდის პირობები. ერთსა და იმავე კლიენტთან რამდენიმე ხელშეკრულების არსებობისას, მათი გამიჯვნა პროგრამულადაც ხდება, შესაბამისად ნებისმიერ დროს შეგვიძლია გავაანალიზოთ კონკრეტული შეთანხმების შესრულება როგორც ჩვენი, ისე დამკვეთის მხრიდან. ხელშეკრულებას შესაძლოა ასევე მიებას შიდა განვადების გრაფიკი, რომელიც დგება ავტომატურად, თანხების, პერიოდის, პროცენტის და სხვა ინფორმაციის შეყვანის საფუძველზე. შეხსენებების აწყობის საშუალებით მარტივად ვაკონტროლებთ დავალიანებებს, ვადაგადაცილების დღეებს, გვაქვს გამჭვირვალე ურთიერთობა ჩვენს კლიენტებთან და შედეგად ვრზდით კომპანიის ლიკვიდობას.

დავალიანებების
გაყიდვების ანალიტიკა

SAP-ის რეპორტინგი საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ გაყიდვები პროდუქტების, კლიენტების სეგმენტების, გაყიდვების თანამშრომლების, პროექტებისა და პერიოდების ჭრილში. მივიღოთ ინფორმაცია უფრო მომგებიან საქმიანობის მიმართულებებზე და სწორად დავგეგმოთ მომავალი გაყიდვები. გარდა ამისა, ჩაშენებული BI სისტემის მეშვეობით, შესაძლებელია დავადგინოთ გაყიდვების გეგმები თანამშრომლების, პერიოდების, პროდუქტებისა და სხვა ჭრილში. პროგრამის გახსნისთანავე ვიზუალურ გრაფიკზე ვხედავთ გეგმის შესრულება.

 გაყიდვების