fbpx
მენიუ
მარაგების მართვა SAP Business One

მარაგების მართვა SAP Business One

აღრიცხეთ კომპანიაში მიმდინარე ყველა სასაწყობე ოპერაცია და მიიღეთ ზუსტი ინფორმაცია კომპანიაში არსებულ მარაგებზე

მარაგების მართვა

პროგრამაში იქმნება იმ მარაგების ჩამონათვალი, რომელთანაც კომპანია ყოველდღიურობაში მუშობს. ბაზის არსებობა, უზრუნველყოფს აღრიცხვიანობის სტანდარტიზებას და შედეგად, გამოირიცხება პოზიციების დუბლირება. ყოველდღიური ოპერაციების გატარებისას, მათ შორის rs.ge პორტალიდან ზედნადებების ჩამოტვირთვისას, არსებული კატალოგიდან მარაგის არჩევის შედეგია ნაკლები შეცდომა და მუდმივი ზუსტი ინფორმაცია მიმდინარე ნაშთებზე. მარაგების დაჯგუფება სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით (ზომის ერთეულები, საფასო ჯგუფები, სააღრიცხვო პარამეტრები) კი გვეხმარება ჩვენთვის სასურველ ჭრილში გავაანალიზოთ კომპანიაში არსებული მარაგები.

 

 მარაგების
საწყობის
საწყობის მართვა

SAP-ში შეგიძლიათ შექმნათ სხვადასხვა ტიპის ფიზიკური და ვირტუალური საწყობები (ძირითადი, პროექტის, ჩამოწერის, გაცემის, სატრანსპორტო და სხვ). შესაძლებელია ერთმა საწყობმა მეორესგან მოითხოვოს მარაგის გაცემა, მესაწყობემ გაანალიზოს არსებული ნაშთები და მხოლოდ ამის შემდგე დააფიქსიროს შიდა გადაადგილება, რომელსაც მიებმება შესაბამისი ზედნადები. გარდა ამისა, ზუსტი სააღრიცხვო ნაშთების არსებობა ამარტივებს საწყობის ინვენტარიზაციის პროცესს. პროგრამაში ასევე ისახება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა/ დანაკლისის დაფიქსირებისათვის საჭირო ოპერაციები, საგადასახადო რეგულაციების გათვალისწინებით მარაგებთან დაკავშირებული ყოველდღიური ოპერაციების რეალურ დროში აღრიცხვის შედეგად მუდმივად გვაქვს ზუსტი ინფორმაცია თითოეულ საწყობში ნაშთების მდგომარეობაზე.

 

საწყობის
მარაგების ანალიტიკა

მარაგებთან დაკავშირებული ანგარიშგებების მეშვეობით შეგვიძლია დავაიდენტიფიციროთ ყველაზე სწრაფად და ნელა ბრუნვადი საქონელი, ვაკონტროლოთ პროდუქციის ვარგისიანობის ვადები, მივიღოთ სრული ინფორმაცია საწყობებში არსებულ ღირებულებებსა და რაოდენობრივ ნაშთებზე. ასევე, გავშიფროთ მარაგების ნაშთები და პერიოდის განმავლობაში ბრუნვა თითოეული ბუღალტრული ანგარიშის, პროექტის და მარაგის ჯგუფის ჭრილში. ამასთან, პროდუქციის თვითღირეულების სიმულაციის მეშვეობით, გავაანალიზოთ, თუ რა შედეგს მიიღებდა კომპანია, მარაგების განსხვავებული მეთოდით (FIFO, საშუალო) აღრიცხვის შემთხვევაში.

 

 მარაგების