ბუღალტრული აღრიცხვის ავტომატიზაციით, დაზოგეთ ადამიანური რესურსი და მიიღეთ კომპანიის სურათი
SAP Business One-ში თითოეული ოპერაციის დოკუმენტს წინასწარ განესაზღვრება სათანადო საბუღალტრო ანგარიშები. შედეგად დოკუმენტის გაფორმებისას, პროგრამა თავად აკეთებს შესაბამის საბუღალტრო გატარებას. თუმცა, ბუღალტერს მაინც აქვს საშუალება ხელით გაატაროს კომპანიისთვის სპეციფიკური არასტანდარტული ოპერაციები, რომლებიც ასევე სრულყოფილად აისახება ანგარიშგებებში.
გარდა ამისა, პერიოდულად განმეორებადი ოპერაციებისთვის, როგორიც არის მაგალითად იჯარის დარიცხვა, პროგრამაში ეწყობა შაბლონი, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ოპერაციის დროულად გატარებას თვიდან თვემდე. აღნიშნულის შედეგად, მცირდება ბუღალტრის მანუალური საქმე და შეცდომების ალბათობა.
SAP Business One-ში თითოეული გრძელვადიანი აქტივის უნიკალურ ბარათზე იწერება მისი სააღრიცხვო პარამეტრები: აქტივის კლასი, სასარგებლო გამოყენების ვადა, ცვეთის მეთოდი და სხვ. მსგავსი პარამეტრების მქონე აქტივების გაერთიანება ხდება ჯგუფებში. გარდა აქტივებზე ცვეთის ავტომატური დარიცხვისა, აღირიცხება ასევე ძირითად საშუალებებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციებიც: გადაადგილება, კომპლექტაცია-დეკომპლექტაცია, შესყიდვა-რეალიზაცია, ჩამოწერა, რემონტი და კაპიტალიზაცია.
სტანდარტული გრძელვადიანი აქტივების პარალელურად, პროგრამაში შესაძლოა აღირიცხოს მცირეფასიანი, მობილური ძირითადი საშუალებებიც, რომელთა აღრიცხვა ხდება რაოდენობრივად, პასუხისმგებელი პირებისა და პროექტების ჭრილში.
პროგრამაში ავტომატურად ფორმირდება შემდეგი ფინანსური ანგარიშგებები: საცდელი ბალანსი, ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მეთოდით. შესაძლებელია თითოეული ანგარიშგებისთვის შეიქმნას რამდენიმე ვერსიაც.
გარდა ძირითადი ფინანსური ანგარიშგებებისა, პროგრამაში გენერირდება გადასახადებთან დაკავშირებული რეპორტებიც, რომელიც გაგიადვილებთ დეკლარირების პროცესს: