fbpx
მენიუ
ფულადი სახსრების მართვა - SAP Business One

ფულადი სახსრების მართვა - SAP Business One

დაგეგმეთ და მართეთ კომპანიის ფულადი სახსრები და მიაღწიეთ ქეშის ოპტიმიზაციას

ფულის მოძრაობის აღრიცხვა

პროგრამაში ხდება კომპანიის ყველა სალაროს და საბანკო ანგარიშის რეგისტრირება. ფულადი სახსრების მოძრაობასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ოპერაციის ასახვა საშუალებას გვაძლევს გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია კომპანიისთვის ხელმისაწვდომ ფულზე, კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებებზე, თანამშრომლებთან ანგარიშსწორების სტატუსებზე და სხვ. გარდა ამისა, ინტეგრაცია ინტერნეტბანკებთან საგრძნობლად ამარტივებს ფულთან დაკავშირებული ოპერაციების ჯგუფურად დამუშავებას და ბანკ კლიენტში გადატვირთვას ან ჩამოტვირთვას. პროგრამაში შესაძლებელია ავტომატურად დაგენერირდეს Cash Flow უწყისი პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდით.

 ფულის მოძრაობის
ფულადი სახსრების
ფულადი სახსრების დაგეგმვა

ფულადი სახსრების ბიუჯეტირების ფუნქციონალის მეშვეობით, კომპანია თავად ქმნის მისთვის აქტუალურ ბიუჯეტის მრავალდონიან მუხლებს და გეგმავს ფულადი სახსრების შემოსვლას და გასვლას. ბიუჯეტის დადგენა შესაძლებელია თვეების, პროექტისა და ბიზნეს პარტნიორების ჭრილში. საბოლოო ანალიტიკა კი გვაძლევს ინფორმაციას თითოეული მუხლის ჭრილში საწყის და კორექტირებულ ბიუჯეტზე, გეგმის თითოეული ვერსიიდან ფაქტიური მონაცემის გადახრაზე და შემდგომი პერიოდის პროგნოზზე. შედეგად, კომპანიის მენეჯმენტს აქვს ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც სწორად აფასებს კომპანიის ფულადი აქტივების მოძრაობას დროში და უფრო ეფექტიან გადაწყვეტილებებს იღებს.

ფულადი სახსრების