fbpx
მენიუ
SAP Business One რეპორტები

SAP Business One რეპორტები

პროგრამაში არსებული მრავალფეროვანი რეპორტების მეშვეობით, მიიღეთ აქტუალურ ინფორმაციაზე დაფუძნებული ბიზნეს გადაწყვეტილებები

მრავალფეროვანი ფინანსური და მენეჯერული რეპორტები

SAP Business One-ის ფინანსური და მენეჯერული რეპორტების საშუალებით, ნებისმიერ დროს გვაქვს წვდომა ჩვენთვის აქტუალურ ინფორმაციაზე.

პროგრამის თოთეულ მოდულს მოყვება მრავალფეროვანი მენეჯერული ანგარიშგება, რომელიც სხვადასხვა ფორმით შეიძლება აეწყოს. შესაბამისად, მომხმარებელს საშუალება აქვს გააანალიზოს კომპანიის საქმიანობა სხვადასხვა ჭრილში და მიიღოს სწორი მენეჯერული გადაწყვეტილებები.

 მრავალფეროვანი ფინანსური და მენეჯერული
BI
BI ანალიტიკა

ჩაშენებული BI სისტემა საშუალებას გვაძლევს თითოეული მომხარებლის სამუშაო ადგილას გამოვიტანოთ მისთვის საინტერესო გრაფიკები და KPI-ები.

გრაფიკების აწყობისას მომხმარებელს შეუძლია ის არა მარტო მიაბას კონკრეტულ მაჩვენებელს, არამედ დაადოს დამატებითი ფილტრებიც: პერიოდი, კლიენტი, მომწოდებელი, პროდუქტი, გაყიდვების თანამშრომელი, ფილიალი და სხვ.

BI სისტემა პროგრამის მომხმარებლებს აძლევს პრობლემების მარტივად გამოვლენისა და მათზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას.

BI
ექსელ რეპორტები

გარდა პროგრამაში ჩაშენებული ანგარიშგებებისა, SAP Business One-ს აქვს დინამიური ექსელების რეპორტინგ ინსტრუმენტიც. აღნიშნული გულისხმობს ანგარიშგების excel-ში pivot table-ის სახით გამოტანას. მას შემდეგ რაც მომხმარებელი ერთხელ ააწყობს ანგარიშგების შაბლონს, საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე და შეინახავს მას excel ფაილის სახით, ფაილი ინარჩუნებს კავშირს SAP Business One-ის მონაცემთა ბაზასთან და განახლებული რეპორტის დაფორმირებისთვის საკმარისია ფაილშივე დავაწვეთ განახლების ღილაკს.

მოცემული შესაძლებლობით, კომპანიის მენეჯმენტი აღარ არის შეზღუდული პროგრამაში წარმოდგებილი ანგარიშგებებით და ეხსნება ყოველგვარი ბარიერი სასურველი ანალიტიკის მისაღებად. ამას გარდა, საინტერესო რეპორტის სანახავად მომხმარებელს აღარ უწევს პროგრამაში შესვლა, საკმარისია მხოლოდ ექსელის სასურველ  ფაილს მიაკითხოს.

 ექსელ