fbpx
მენიუ
შესყიდვების მოდული SAP Business One

შესყიდვების მოდული SAP Business One

აღრიცხეთ შესყიდვების სრული პროცესი დაინიცირებიდან საქონლის მიღებამდე და მიიღეთ შესყიდვების ოპტიმალური დონე კომპანიაში

შესყიდვის სრული პროცესის მართვა

SAP Business One-ში შეგვიძლია შესყიდვების როგორც მარტივი, ისე რთული პროცესის შეუფერხებელი წარმოება. შესაძლებელია, თანამშრომელმა დააფიქსიროს შესყიდვის მოთხოვნა, მოთხოვნამ გაიაროს რამდენიმედონიანი ავტორიზაცია და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდეს. დადასტურების შემდეგ, შესაძლებელია დავაფიქსიროთ მომწოდებლებისგან მიღებული წინადადებები და წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, პროგრამის დახმარებით, ავარჩიოთ ყველაზე ხელსაყრელი. ასევე შესაძლებელია მომწოდებელს პროგრამიდანვე გავუგზავნოთ შეკვეთა ელ-ფოსტაზე და საბოლოოდ მივიღოთ სასურველი პროდუქცია.

Rs.ge-ს ვებ გვერდთან სრულყოფილი ინტეგრაციის მეშვეობით, პროგრამაში მარტივად მოხდება მომწოდებლებისგან მიღებული ზედნადებების ჯგუფური ჩამოტვირთვა და მათ საფუძველზე შესყიდვების გაფორმება. პროგრამა ასევე დაგეხმარებათ გააკონტროლოთ მომწოდებლების მიერ ზედნადებებში ან ფაქტურებში შეტანილი ცვლილებები, რაც უზრუნველყოფს თქვენი აღრიცხვიანობის საგადასახადო პორტალთან სრულ შესაბამისობას.

 შესყიდვის სრული პროცესის
მომწოდებლებთან
მომწოდებლებთან ურთიერთანგარიშსწორება

SAP-ში შესაძლებელია დავაფიქსიროთ მომწოდებელთან შეთანხმებული გადახდის პირობები, რომელიც შესაძლოა უნიკალური იყოს, როგორც თითოეული მომწოდებლისთვის, ისევე კონკრეტული მომწოდებლისგან ყოველი ცალკეული შესყიდვისთვის. თუ ერთ კომპანიასთან გვაქვს რამდენიმე პარალელური ხელშეკრულება, შეგვიძლია გავმიჯნოთ ისინი ერთმანეთისგან და ანგარიშსწორება ყოველი კონკრეტული შეთანხმების ჭრილში ვაწარმოოთ. შედეგად, მუდმივად გვაქვს სრული ინფორმაცია კომპანიის მიმდინარე დავალიანებებზე. შეხსენებების სისტემა კი გვეხმარება დროულად და ზუსტად ვაწარმოოთ ანგარიშსწორება და მოვიპოვოთ სანდო პარტნიორის სტატუსი.

მომწოდებლებთან
შესყიდვების ანალიტიკა

SAP Business One-ის მრავალფეროვანი რეპორტინგი საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ შესყიდვები სხვადასხვა ჭრილში:

  1. დავინახოთ შესყიდვების დინამიკა დროში
  2. დავაიდენტიფიციროთ საუკეთესო მომწოდებლები
  3. გავაანალიზოთ შესყიდვები პროდუქციის ტიპის და პროექტების მიხედვით
  4. ვაკონტროლოთ მომწოდებლების ფასები
  5. ვაკონტროლოთ ჩვენი გადახდის ვალდებულებების დროული შესრულება
 შესყიდვების