fbpx
მენიუ
წარმოების ავტომატიზაცია

წარმოების ავტომატიზაცია

აღრიცხეთ წარმოების სრული პროცესი და მიიღეთ ზუსტი ინფორმაცია წარმოებული პროდუქტის თვითღირებულების შესახებ

წარმოების
წარმოების დაგეგმვა

საპის წარმოების მოდულში შესაძლებელია დაიგეგმოს მრავალდონიანი წარმოება. დაგეგმვის პირველ საფეხურს წარმოადგენს გამოსაშვები პროდუქციისთვის რეცეპტების/სპეციფიკაციების გაწერას. ასევე, შესაძლებელია ერთი და იგივე პროდუქტისთვის გქონდეთ რეცეპტის რამოდენიმე ვარიანტი. აღნიშნული რეცეპტები შეიცავს წარმოებისთვის საჭირო, როგორც მატერიალურ, ისე შრომით და მანქანა-დანადგარების რესურსებს.

გარდა გასახარჯი რესურსებისა, შესაძლებელია წარმოების პროცესი დაიგეგმოს დროში, როგორც უწყვეტი, ისე შეკვეთებით წარმოებისთვის.

წარმოების
წარმოების აღრიცხვა

საპში წარმოების აღრიცხვა შეგვიძლია როგორც ფაქტიდან გამომდინარე ისე დაგეგმილი ნორმატივების საფუძველზე.

ნორმატიული აღრიცხვა ეფუძნება მარაგებისა და მომსახურების წინასწარ განსაზღვრულ გეგმიურ ხარჯებს. წარმოების აღრიცხვა იწყება სპეციფიკაციის შეყვანით, ხოლო შემდგომ ხდება წარმოების შეკვეთების დაფიქსირება. წარმოების შეკვეთები შესაძლოა მიებას კლიენტების შეკვეთებს, რაც გვეხმარება პროდუქციის გამოშვება დავგეგმოთ დროში და ოპტიმალურად ვმართოთ შესრულების ვადები.

წარმოების შესრულების საფუძველზე ხდება ფაქტობრივად გამოშვებული პროდუქციის ბალანსზე აყვანა და გახარჯული რესურსების ჩამოწერა.

 წარმოების
წარმოების
წარმოების ანალიზი

თუ წარმოების აღრიცხვა ხდება მარტივად – მხოლოდ ფაქტიური მონაცემების შეყვანით – პროგრამა საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ მასალების ხარჯვა და საბოლოოდ მიღებული პროდუქციის თვითღირებულება.

ხოლო თუ წარმოების აღრიცხვა ხდება ნორმატივების საფუძველზე, ფაქტიური გახარჯვისა და გამოშვების შეყვანის შემდეგ, საშუალება გვაქვს ფაქტი შევადაროთ გეგმას. შედეგად, დავაიდენტიფიცირებთ გადახარჯვების ან ნაკლები დანახარჯების წერტილებს და გავითვალისწინებთ შემდეგი წარმოების ციკლის დაგეგმვისას.

წარმოების ნორმატიული აღრიცხვის შედეგად, კომპანიას შეუძლია მუდმივად გააუმჯობესოს წარმოების ეფექტიანობა.

წარმოების