fbpx
მენიუ
Ransomware – „კომპიუტერული ვირუსი “-ის საფრთხეები პანდემიის პერიოდში

ტექნოლოგიების განვითარებისა და Covid-19-ის პარალელურად, საკმაოდ გახშირდა კიბერშეტევები სხვადასხვა ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათი საქმიანობის სფეროს განურჩევლად. კომპანიების უმეტესობა ადაპტირდა ახალ გარემოსთან: სამუშაო გარემო გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე, დაიწყო ბიზნეს პროცესების გაციფრულება, IT განყოფილებების დატვირთვა გაიზარდა მნიშვნელოვნად. ბევრ შემთხვევაში კიბერუსაფრთხოება დარჩა უკანა პლანზე – გაიზარდა ე.წ. Phishing შეტევები, DDoS, დაუცველი იყო ბევრი კრიტიკული IT სისტემა იმ მიზნით, რომ ადვილად ჰქონოდათ თანამშრომლებს წვდომა კორპორატიულ რესურსებზე. ყოველი ასეთი სახის შეტევას შეუძლია მნიშვნელოვანი რეპუტაციული და ფინანსური ზიანი მიაყენოს კომპანიებს. პანდემიის პერიოდში ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა იყო Ransomware.

Ransomware ეს არის მავნე კოდის სახეობა, რომელიც სისტემაში მოხვედრის შემდეგ შიფრავს ინფორმაციას, რაც შეუძლებელს ხდის მასზე წვდომას კონკრეტული „გასაღების “გარეშე. ამ ინფორმაციის სანაცვლოდ კი, კრიმინალები სოლიდურ გამოსასყიდს ითხოვენ. ასეთი შეტევები განსაკუთრებულ შიშს აღძრავენ მსხვერპლ კომპანიებში რამდენიმე მიზეზის გამო. Ransomware-ით დაინფიცირების შემთხვევაში

  • კომპანია კარგავს კრიტიკულ ინფორმაციას,
  • უწევს ფინანსური ანაზღაურების გადახდა ამ ინფორმაციის დასაბრუნებლად,
  • კარგავს კლიენტების ნდობას და ადგება უდიდესი რეპუტაციული ზარალი.

ბოლო 3 თვის მონაცემებით Ransomware-ის ძირითად სამიზნედ იქცა სამედიცინო და საგანმანათლებლო სექტორი, ტექნოლოგიური კომპანიები და საწარმოები, ასევე მთელი რიგი სახელმწიფო უწყებები. დღევანდელი მოცემულობით კრიტიკული არის ჯანდაცვის სისტემის უსაფრთხოებაც, სადაც კიბერ შეტევამ შესაძლოა პრობლემა შეუქმნას სამედიცინო სერვისის გაწევას და შედეგად ფატალური შემთხვევები გამოიწვიოს.

Sophos-ის 2020 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით მსოფლიოში არსებული ორგანიზაციების 51%-ის წინააღმდეგ, ერთხელ მაინც განხორციელებულა Ransomware შეტევა. ამ შეტევების მიერ მიყენებული ზარალის საშუალო ღირებულებამ, კი 761 000 ამერიკული დოლარი შეადგინა.

 

Ransmoware შეტევის მსხვერპლი გახდა ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტექნოლოგიური კომპანია “Garmin”, რომლის მთავარ პროდუქტს ჭკვიანი ტექნოლოგიები წარმოადგენს. კომპანიამ 2019 წელს 15 000 კადრი დაასაქმა და მისმა წლიურმა შემოსავალმა 952 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. 2020 წელს კომპანიაზე განხორციელდა Ransomware შეტევა რუსული ჰაკერული დაჯგუფების მიერ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა ფინანსური ზარალის კუთხით. დაშიფრული ინფორმაციის დასაბრუნებლად კომპანიამ კრიმინალებს 10 მილიონი ამერიკული დოლარი გადაუხადა, რაც კომპანიებზე საშუალო Ransomware შეტევით მიყენებული ზარალის მაჩვენებელს 13-ჯერ აღემატება. კომპანიამ მიიღო არა მხოლოდ უდიდესი ფინანსური ზარალი, არამედ მნიშვნელოვნად შეერყა რეპუტაციაც, რადგან განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო  როგორც IT სფეროში მოღვაწე ორგანიზაციამ.

Ransomware შეტევები არ ეხება მხოლოდ ინსტიტუციებს და კომპანიებს, ის გამოიყენება რიგითი მომხმარებლების წინააღმდეგაც. Microsoft აფრთხილებს მომხმარებლებს Ransomware შეტევის შესახებ, რომელიც ანდროიდის სმარტფონზე Home ღილაკის დაჭერის შემდეგ აქტიურდება. ეს კონკრეტული მავნე კოდი არ შიფრავს მსხვერპლის მონაცემს, არამედ ბლოკავს ტელეფონზე ყველანაირ წვდომას. მას ეკრანზე გამოაქვს ყალბი გაფრთხილება, რომ მსხვერპლმა ჩაიდინა რაღაც დანაშაული და უნდა გადაიხადოს ჯარიმა.

2020 წელი რთული აღმოჩნდა ყველა სფეროსთვის და კიბერუსაფრთხოებაც არ არის გამონაკლისი. ასეთი სტატისტიკის ფონზე აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ საკუთარი და კომპანიის კიბერ და ინფორმაციული გარემო. გამოვიყენოთ მექანიზმები, რომლებიც დაგვიცავს სხვადასხვა ტიპის კიბერშეტევისგან.  თუ კომპანიას არ აქვს საკმარისი რესურსი თავისი ძალებით უზრუნველყოს ინფორმაციული უსაფრთხოება, შესაძლებლობა აქვს მიიღოს ეს სერვისი აუთსორსინგის გზით.

BDO Digital-ის კიბერ უსაფრთხოების პროფესიონალთა გუნდი გაგიწევთ კვალიფიციურ სერვისს რათა უზრუნველყოთ კომპანიაში კიბერ უსაფრთხოების გარემოს მოწყობა და დაიცვათ თავი კიბერ კრიმინალისგან ამავე დროს გაძლევთ რამდენიმე რჩევას რომელიც დაგეხმარებათ Ransoware-სგან თავის დაცვაში:

თუ გსურს შენი ბიზნესისთვის შექმნა დაცული კიბერ გარემო
მოგვწერეთ საკონტაქტო
ნახე მსგავსი სტატიები