fbpx
მენიუ
როგორ უნდა შეინარჩუნოს კომპანიამ პროდუქტიულობა დისტანციური მუშაობისას 

მსოფლიოში COVID-19 (coronavirus)-ის შემთხვევების მატებასთან ერთად სულ უფრო მეტი და მეტი კომპანია გადადის სახლიდან მუშაობის რეჟიმზე. ეს ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება და უკვე არაერთი კომპანია დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. ასეთ დროს კომპანიებისთვის მთავარი გამოწვევა პროდუქტიულობის შენარჩუნება და ტექნიკური მზადყოფნაა.  

დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, განსაკუთრებით შედარებით მსხვილი კომპანიებისთვის, სადაც ათეულობით, ან ასეულობით თანამშრომელი მუშაობას, არაა მარტივი პროცესი. დიდი დრო და ადამიანური რესურსი მიაქვს ტექნიკურ ნაწილს – კომპიუტერების მომზადება, საკომუნიკაციო არხების მოძებნა, და ა.შ 

გარდა ამისა, ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმების გათვალისწინების გარეშე, კომპანიას  შესაძლოა გაცილებით მეტი ზიანი მიადგეს, ვიდრე უბრალოდ საქმიანობის დროებითი შეჩერებით. ბიზნესს უნდა ესმოდეს, რომ სახლიდან მუშაობის პირობებში უნდა უზრუნველყონ იმ მოწყობილობებისა და კავშირის უსაფრთხოება, რომლის გამოყენებითაც ხდება კავშირი კორპორატიულ მონაცემებთან.  

Modern Workplace

აღნიშნული გამოწვევების გადასალახად კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ თანამედროვე სამუშაო სივრცის (Modern Workplace) საშუალებები. ამ ტექნოლოგიას უკვე აქტიურად იყენებს უამრავი საერთაშორისო კომპანია. Covid-19-ის გავრცელების შემდეგ, Microsoft-ის პროგრამა Teams-ზე, რომლის საშუალებით ხდება თანამშრომლებს შორის დისტანციური კომუნიკაცია (ჩატი, ვიდეო კონფერენციები, კალენდარი, planner), მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით 500%-ით გაიზარდა.  

Modern Workplace შესაძლებელს ხდის:  

  • მუშაობას ნებისმიერ დროს 
  • მუშაობას ნებისმიერი ადგილიდან  
  • მუშაობას ნებისმიერი მოწყობილობიდან 
  • შეხვედრებს ნებისმიერ დროს 

კომპანიები, რომლებიც იყენებენ Modern Workplace-ის სერვისებს, დისტანციურ მუშაობაზე შედარებით მარტივად და უმტკივნეულოდ გადადიან. 

გარდა ტექნიკური ნაწილისა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა გუნდის პროდუქტიულობის შენარჩუნება. ამისთვის საჭიროა: 

     1.მოახდინოთ ურთიერთობების სტრუქტურიზება 

დისტანციური მუშაობისას რთული ხდება სამუშაო და არასამუშაო საათების ერთმანეთისგან გამიჯვნა. თუ ოფისში სიარულისას თანამშრომელმა იცის, რომ 18:00 მთავრდება სამუშაო დრო, სახლიდან მუშაობისას ეს დრო შეიძლება გაიწელოს, რაც თანამშრომლის გადატვირთვას იწვევს. შედეგად მცირდება მუშაობის ხარისხი.   

მენეჯერმა გუნდის წევრებთან ინდივიდუალური კომუნიკაციაც უნდა შეინარჩუნოს. ის არამხოლოდ შესრულებულ სამუშაოს უნდა აკონტროლებდეს, არამედ თანამშრომლის დატვირთულობასაც და მხარდაჭერის საჭიროებას.  

    2. გაწერეთ პროცესები  

პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად საჭიროა რომ გუნდმა ყოველდღიურად იკონტაქტოს ერთმანეთთან. უნდა მოეწყოს საერთო ვიდეო კონფერენციები, რათა ყველამ იცოდეს სამუშაოს შესრულების რა ეტაპზეა გუნდი.  

ასევე, მენეჯერებმა წინასწარ უნდა დაგეგმონ ინდივიდუალური კომუნიკაციები თანამშრომლებთან, რაც მათ თავიდან ააცილებს სტრესს, რომელიც მოულოდნელი შეხვედრების დანიშვნით არის გამოწვეული.  

ვიდეო კონფერენციების დაგეგმვა, პროცესების გაწერაშესასრულებელი სამუშაოს კალენდრის შექმნა, შეხვედრების დაგეგმვა, დოკუმენტების გაზიარება და სხვა მრავალი ყოველდღიური პროცესი მარტივადაა გადაწყვეტილი Modern Workplace-ის ფარგლებში. მისი საშუალებით კომპანია იძენს მოქნილობას, რომლის საშუალებითაც ეფექტურად გადადის დისტანციურ მუშაობაზე ისე, რომ არ კარგავს პროდუქტიულობას.  

BDO კომპანიებს სთავაზობს Modern Workplace-ის გამართვას Microsoft-ის პროდუქტების საშუალებითთანამედროვე სამუშაო სივრცის მოწყობით, კომპანია შეძლებს არამხოლოდ ეფექტიან დისტანციურ მუშაობას, არამედ ზოგადად გაზრდის თანამშრომელთა პროდუქტიულობას.  

 

გახდი ჩვენი პარტნიორი
რეგიონში SAP -ის ყველაზე მსხვილ კომპანიასთან თანამშრომლობისთვის დაგვიტოვეთ თქვენი მონაცემები
მოგვწერეთ საკონტაქტო
ნახე მსგავსი სტატიები
BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია

BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია

პროცესების გაციფრულებით სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის ქსელური სუპერმარკეტების ავტომატიზაცია ქართულ ბაზარზე სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. BDO Digital-მა ERP სისტემის დანერგვა სუპერმარკეტების ქსელ მაგნიტში დაიწყო, რაც კომპანიის მხრიდან ოპერაციების ეფექტურობისა და განვითარებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნაბიჯია. მაგნიტი ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, ის 350-ზე მეტი ფილიალით...
27 მარტი
მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია სრულიად გარდაქმნის რითეილერების ბიზნეს ოპერაციებსა და მომხმარებლებთან ინტერაქციის პროცესს. საცალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია ერთის მხრივ, პროცესების ეფექტურობას და ოპერაციების გამარტივებას, მეორე მხრივ კი თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის დამატებით ღირებულების შექმნას გულისხმობს. სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საწყობის, დისტრიბუციის, მერჩენდაიზინგის, შესყიდვებისა და გაყიდვების სრული ციკლის...
14 მარტი
ინფოგრაფიკი – ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

ინფოგრაფიკი – ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1 მარტიდან ძალაში შედის განახლებული კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ. კანონი ვრცელდება ყველა ბიზნეს სუბიექტზე, რომელიც ჩართულია დიდი მოცულობის პირადი ინფორმაციის მოპოვებაში, შენახვასა და დამუშავებაში. დამატებით ვალდებულებებს შორის მნიშვნელოვან სიახლეს...
21 თებერვალი
BDO Digital-ის 2023 წლის შეჯამება და 2024 წლის ტექნოლოგიური პროგნოზი

BDO Digital-ის 2023 წლის შეჯამება და 2024 წლის ტექნოლოგიური პროგნოზი

2023 წლის დასასრულს, მოხარულები ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი მოგზაურობა და მიღწევები. BDO Digital-ში, ეს იყო ინოვაციური პროექტებისა და ახალი შესაძლებლობების წელი. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, შევქმნათ ბიზნესისთვის  დამატებითი ღირებულება, ინოვაციური ტექნოლოგიებით, სერვისებით, ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებითა და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით. გაეცანით BDO Digital-ის ინდუსტრიულ გადაწყვეტებსა და ტექნოლოგიებს ციფრული...
26 დეკემბერი