მსოფლიოში COVID-19 (coronavirus)-ის შემთხვევების მატებასთან ერთად სულ უფრო მეტი და მეტი კომპანია გადადის სახლიდან მუშაობის რეჟიმზე. ეს ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება და უკვე არაერთი კომპანია დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. ასეთ დროს კომპანიებისთვის მთავარი გამოწვევა პროდუქტიულობის შენარჩუნება და ტექნიკური მზადყოფნაა.
დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, განსაკუთრებით შედარებით მსხვილი კომპანიებისთვის, სადაც ათეულობით, ან ასეულობით თანამშრომელი მუშაობას, არაა მარტივი პროცესი. დიდი დრო და ადამიანური რესურსი მიაქვს ტექნიკურ ნაწილს – კომპიუტერების მომზადება, საკომუნიკაციო არხების მოძებნა, და ა.შ.
გარდა ამისა, ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმების გათვალისწინების გარეშე, კომპანიას შესაძლოა გაცილებით მეტი ზიანი მიადგეს, ვიდრე უბრალოდ საქმიანობის დროებითი შეჩერებით. ბიზნესს უნდა ესმოდეს, რომ სახლიდან მუშაობის პირობებში უნდა უზრუნველყონ იმ მოწყობილობებისა და კავშირის უსაფრთხოება, რომლის გამოყენებითაც ხდება კავშირი კორპორატიულ მონაცემებთან.
აღნიშნული გამოწვევების გადასალახად კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ თანამედროვე სამუშაო სივრცის (Modern Workplace) საშუალებები. ამ ტექნოლოგიას უკვე აქტიურად იყენებს უამრავი საერთაშორისო კომპანია. Covid-19-ის გავრცელების შემდეგ, Microsoft-ის პროგრამა Teams-ზე, რომლის საშუალებით ხდება თანამშრომლებს შორის დისტანციური კომუნიკაცია (ჩატი, ვიდეო კონფერენციები, კალენდარი, planner), მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით 500%-ით გაიზარდა.
Modern Workplace შესაძლებელს ხდის:
კომპანიები, რომლებიც იყენებენ Modern Workplace-ის სერვისებს, დისტანციურ მუშაობაზე შედარებით მარტივად და უმტკივნეულოდ გადადიან.
გარდა ტექნიკური ნაწილისა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა გუნდის პროდუქტიულობის შენარჩუნება. ამისთვის საჭიროა:
1.მოახდინოთ ურთიერთობების სტრუქტურიზება
დისტანციური მუშაობისას რთული ხდება სამუშაო და არასამუშაო საათების ერთმანეთისგან გამიჯვნა. თუ ოფისში სიარულისას თანამშრომელმა იცის, რომ 18:00 მთავრდება სამუშაო დრო, სახლიდან მუშაობისას ეს დრო შეიძლება გაიწელოს, რაც თანამშრომლის გადატვირთვას იწვევს. შედეგად მცირდება მუშაობის ხარისხი.
მენეჯერმა გუნდის წევრებთან ინდივიდუალური კომუნიკაციაც უნდა შეინარჩუნოს. ის არამხოლოდ შესრულებულ სამუშაოს უნდა აკონტროლებდეს, არამედ თანამშრომლის დატვირთულობასაც და მხარდაჭერის საჭიროებას.
2. გაწერეთ პროცესები
პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად საჭიროა რომ გუნდმა ყოველდღიურად იკონტაქტოს ერთმანეთთან. უნდა მოეწყოს საერთო ვიდეო კონფერენციები, რათა ყველამ იცოდეს სამუშაოს შესრულების რა ეტაპზეა გუნდი.
ასევე, მენეჯერებმა წინასწარ უნდა დაგეგმონ ინდივიდუალური კომუნიკაციები თანამშრომლებთან, რაც მათ თავიდან ააცილებს სტრესს, რომელიც მოულოდნელი შეხვედრების დანიშვნით არის გამოწვეული.
ვიდეო კონფერენციების დაგეგმვა, პროცესების გაწერა, შესასრულებელი სამუშაოს კალენდრის შექმნა, შეხვედრების დაგეგმვა, დოკუმენტების გაზიარება და სხვა მრავალი ყოველდღიური პროცესი მარტივადაა გადაწყვეტილი Modern Workplace-ის ფარგლებში. მისი საშუალებით კომპანია იძენს მოქნილობას, რომლის საშუალებითაც ეფექტურად გადადის დისტანციურ მუშაობაზე ისე, რომ არ კარგავს პროდუქტიულობას.
BDO კომპანიებს სთავაზობს Modern Workplace-ის გამართვას Microsoft-ის პროდუქტების საშუალებით. თანამედროვე სამუშაო სივრცის მოწყობით, კომპანია შეძლებს არამხოლოდ ეფექტიან დისტანციურ მუშაობას, არამედ ზოგადად გაზრდის თანამშრომელთა პროდუქტიულობას.