ყველანი ვთანხმდებით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე რთულია წინსვლა და განვითარება; მეტიც, უმოქმედობა შესაძლოა ბაზრის ლიდერებსაც კი პოზიციების დაკარგვად დაუჯდეთ. ამის მაგალითი არც თუ ისე ცოტაა; ტექნოლოგიურ ცვლილებებზე დაგვიანებული რეაგირების გამო, ყველასთვის ცნობილი ბრენდები Xerox, Kodak, Nokia, და მრავალი სხვა უბრალოდ თამაშგარეთ აღმოჩნდნენ.
მათგან განსხვავებით კი კომპანიები – Netflix, Spotify, Uber თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ციფრული ცვლილებებისთვის ფეხის აწყობით ბაზრის სათავეშიც აღმოჩნდნენ და სრულად შეცვალეს მომხმარებლის ქცევა.
რა თქმა უნდა, კომპანიებისთვის რთულია ბიზნესის მომავლის პროგნოზირება, თუმცა აუცილებელია გაიცნონ ის ტექნოლოგიები, რომლებსაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მნიშვნელოვანი ცვლილებები და შესაძლებლობები შემოაქვთ.
ჩვენს ბლოგში გვინდა ერთ-ერთ ასეთ ტექნოლოგიაზე – RPA-ზე მოგიყვეთ. პროცესების რობოტიზაცია (RPA) ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც პროდუქტიულობის გაზრდასთან ერთად, სრულიად ცვლის ბიზნესის ხედვას თითქმის ყველა ინდუსტრიაში. ამჯერად RPA ტექნოლოგიას იმ მთავარ სარგებლებს გაგაცნობთ, რომლებიც საცალო მოვაჭრეებისთვის იქნება საინტერესო.
რატომ უნდა დაინტერესდნენ საცალოდ მოვაჭრეები RPA ტექნოლოგიით?
RPA-ს სოფტ რობოტებს შეუძლიათ გახდნენ თქვენი ვირტუალური თანამშრომლები და შეითავსონ ყველა ის საქმე, რომელიც არის განმეორებადი, რუტინული და წესებზე დაფუძნებული. ამ ყველაფერს ისინი 100%-იანი სიზუსტითა და შეცდომების სრული აღმოფხვრით გააკეთებენ. რობოტებს შეუძლიათ ჩაერთონ როგორც მიწოდების ჯაჭვის პროცესებში, ასევე გაგიმარტივონ ადმინისტრაციული, თუ ფინანსური საქმეები. RPA-სთან განსაკუთრებით კარგად თავსებადია ბექ-ოფისის შემდეგი პროცესები: ინვოისების დამუშავება, გადახდების კონტროლი, ზედნადებების შემოწმება და ფაქტობრივად ნებისმიერი ფინანსური პროცესი.
RPA -ის კიდევ ერთი შესაძლებლობაა მრავალი დამოუკიდებელი პროცესის ავტომატიზაცია მონაცემთა დუბლირებულად შეყვანის, ან დამატებითი ანალიზის საჭიროების გარეშე. წარმოდგენისთვის, რობოტს შეუძლია ერთ ინფუთიდან, მაგალითად, თანამშრომლის სახელფასო ხელშეკრულებიდან ამოღებული თანხა ფეიროლზე გაატაროს ERP სისტემაში, ასახოს RS-ზე საშემოსავლო და დაამატოს ხელფასის გაცემაზე ცნობა HR-ის აპლიკაციაში. ამ შემთხვევაში, ბოტი იმახსოვრებს ერთ ინფუთს, რომელსაც არეგისტრირებს ყველა საჭირო სისტემაში.
რაც შეეხება ფრონტ ოფისს, აქ საკმაოდ ბევრი რუტინული პროცესია ქოლ ცენტრის, ჩატბოტის თუ მომხმარებელთან ურთიერთობის ნაწილში ისეთი, რომელსაც თქვენი ვირტუალური რობოტი მარტივად გაუმკლავდებოდა. რა თქმა უნდა, ყველა პროცესში გვხვდება გამონაკლისები, რომელიც ადამიანის ჩართულობას, ან მონიტორინგს მოითხოვს. თუმცა ასეთ დროს რობოტს შეუძლია იყოს თანამშრომლის დამხმარე – შეასრულოს რუტინული საქმე თავად, ხოლო დადასტურება თქვენს თანამშრომლებს მიანდოს.
მეტი კონკრეტიკისთვის, ქვემოთ გამოვყავით რამდენიმე პროცესი რითეილში, სადაც RPA -ის გამოყენება ყველაზე ეფექტიანია:
ლოჯისტიკა, მიწოდების ჯაჭვი და ინვენტარის მართვა
სწორი კომუნიკაცია მიწოდების ჯაჭვის წარმართვის მთავარი ელემენტია. ავტომატურად გაგზავნილი ელექტრონული წერილები ეფექტური კომუნიკაციის მხოლოდ დასაწყისია, რომელიც აფრთხილებს მომწოდებლებსა და მომხმარებლებს პროდუქციის შეკვეთის, გაგზავნის, მიწოდების ან დაგვიანების შესახებ. RPA-ს შეუძლია დაეხმაროს საცალოდ მოვაჭრეებს ინვენტარის მონიტორინგში, რათა მათ უზრუნველყონ, მარაგების კონტროლი. გასული შეკვეთების შეფასების შემდეგ, რობოტებს ასევე შეუძლია დაეხმაროს შეკვეთის ოპტიმალური დონის განსაზღვრაში, შესყიდვების გაუმჯობესებაში, ხარჯებისა და დანაკარგების შემცირებაში.
ქოლ ცენტრის ავტომატიზაცია
ქოლცენტრის ოპერატორებისთვის სტანდარტული პრაქტიკაა რამდენიმე სისტემაში ერთობლივად მუშაობა, თითოეულში მონაცემების მოძიება და შეყვანა მომხმარებლებთან საუბრის პარალელურად. თუ საუბრისას თანამშრომელი ვერ პოულობს მათთვის საჭირო მონაცემებს ბაზებში, ან ეს პროცესი დროში იწელება, მომხმარებელი უკმაყოფილოა, რაც პირდაპირ ისახება ბრენდის რეპუტაციაზე. RPA ტექნოლოგია ამ პროცესს მრავალ სისტემაში ინტეგრირებით ამარტივებს. შესაბამისად, ქოლ ცენტრის თანამშრომელს შესაძლებლობას აძლევს სატელეფონო ხაზზე მყოფი კლიენტის პირადი მონაცემების მხოლოდ ერთხელ შეყვანით, სხვადასხვა სისტემიდან ამოღებული ყველა რელევანტური ინფორმაცია გამოუჩნდეს ეკრანზე.
მაგალითად, ერთდროულად გამოჩდნეს ეკრანზე პირადი მონაცემები და მორგებული შეთავაზებები (CRM სისტემიდან), ვაჭრობის ისტორია (ERP სისტემიდან) და გადახდების ისტორია (საბუღალტრო სისტემიდან). ცხადია, ეს ბევრად აჩქარებს კლიენტთან კომუნიკაციის პროცესს და შესაბამისად, იზრდება დღის განმავლობაში დამუშავებული ზარების რაოდენობა და თითოუელი კლიენტის კმაყოფილებაც.
შეთავაზებები
მაღაზიებში აქციების დაგეგმვას დიდი რაოდენობით ადმინისტრაციული სამუშაო სჭირდება ბექ-ოფისში. ძირითადი ადმინისტრაციული ამოცანები აქციებისთვის თანხების განაწილება და აქციის შედეგიანობის ანგარიშების წარმოებაა. ეს პროცესები ხშირად განმეორებადია და საჭიროებს დიდი რაოდენობით მონაცემთა ხელით შეყვანას, რის გამოც, ხშირად შეცდომების დაშვების რისკი მაღალია.
RPA-ს შეუძლია სავაჭრო აქციის მონაწილე პროცესების 80% -მდე ავტომატიზაცია, მათ შორის: ვალიდაციები, ფასების განახლება სავაჭრო/ERP სისტემებში და ვებ-გვერდებზე, ინვოისების დამუშავება, ზედნადებების/ფაქტურების ატვირთვა, ხარისხის აუდიტი და გადახდის დამტკიცება.
RPA-ს თან ახლავს დამატებითი სასარგებლო თვისებები, მათ შორისაა სიზუსტის გაუმჯობესებაც, რაც ამცირებს ხარისხის კონტროლის, აუდიტისთვის საჭირო სამუშაოს სიხშირესა და ზედმეტ ხარჯებს.
მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯმენტი
RPA– ის შეუძლია დააავტომატიზიროს მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმეები, როგორიცაა მომხმარებელტა უკუკავშირების და საჩივრების განხილვა, ლოიალურობის სქემის მართვა და მონაცემთა დაკავშირება ბაზის გარეშე. მაგალითად, RPA-ს შეუძლია მონაცემთა ბაზების 24 საათიანი სინქრონიზაციის საფუძველზე მუდმივად განახლებადი შეთავაზებების, ან კომუნიკაციის დაგეგმვა კლიენტებისთვის, რაც სრულყოფს CRM-ს. ამ ტექნოლოგიით ასევე შესაძლებელია მომხმარებელთა უკუკავშირების მართვა, ასევე 24/7-ზე რეჟიმში. მათ შორის: მომართვების კატეგორიზაცია, ავტომატური პასუხების გენერირება, ადამიანის ჩართვის საჭიროების შემთხვევაში საჩივრების გადამისამართება შესაბამის პირებთან და ა.შ. მომართვებზე სწრაფი რეაგირება, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება მომხმარებლის კმაყოფილებაზე.
ბუღალტერია და ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების ავტომატიზაციის მაღალი დონის მიღწევა შესაძლებელია ბუღალტრული სოფტებისა და ERP სისტემების მეშვეობით. RPA ტექნოლოგია ამ პროცესის შემდეგი ნაბიჯია, რომელიც უფრო ამარტივებს და სრულ ავტომატიზაციას უკეთებს ისეთ პროცესებს, რომელშიც უზარმაზარი მოცულობის მონაცემები მონაწილეობს, მათ შორის შეკვეთებისა და ინვოისების დამუშავება, კრედიტორული და დებიტორულ დავალიანებების მართვა, ანგარიშების დახურვა, ფულადი სახსრების შეტანა, ციკლის აღრიცხვასა და ანგარიშების/რეპორტების ინფორმაციის კონსოლიდაციას.მაგალითად ავიღოთ ინვოისების დამუშავება. ციფრული ინოვაციების მიუხედავად, ინვოისის დამუშავება კვლავ საჭიროებს დიდი რაოდენობით განმეორებადი საქმის კეთებას, რასაც თან ახლავს ისეთი პრობლემები, როგორიცაა დაგვიანებული გადახდები, ან არასწორად მითითებული თანხები. RPA, რობოტს შეუძლია შეასრულოს თითქმის ყველა პროცესი, რომელიც საჭიროა ინვოისის დამუშავების ავტომატიზაციისთვის. შედეგად, ინვოისების დამუშავება ხდება უფრო სწრაფად და ეფექტურად, რაც ამარტივებს მომწოდებლებთან ურთიერთობას.
მოთხოვნისა და მიწოდების დაგეგმვა
დიდი ხნის განმავლობაში, მოთხოვნისა და მიწოდების დაგეგმვა შრომატევადი ამოცანა იყო, რომელიც მოიცავდა მონაცემების შეგროვებას, მათ სტანდარტიზაციას და ფორმატირებას, სიმულაციების ჩატარებას, გამონაკლისების გარკვევას და მოთხოვნისა და მიწოდების გეგმის საბოლოოდ დადასტურებას. ყველა ეს დავალება შეიძლება ავტომატიზირდეს და გამარტივდეს RPA ტექნოლოგიის საშუალებით, რაც საცალოდ მოვაჭრეებს დაეხმარებათ, გაზარდონ მოგება, ამასთან, მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ მომხმარებლების, მომწოდებლებისა და თანამშრომლების კმაყოფილება.