BDO Digital-ი გერმანული კომპანია MARINGO-ს პირველი სერთიფიცირებული პარტნიორი გახდა კავკასიის რეგიონში, რაც იმას ნიშნავს, რომ BDO-მ სამშენებლო პროექტების სამართავად შექმნილი პროგრამა MARIProject-ის დანერგვის უფლება მოიპოვა.
MARIProject SAP Business One-ის ედონია, რომელიც სისტემის სტანდარტულ შესაძლებლობებს სამშენებლო პროექტების აღრიცხვის მეტი ავტომატიზაციისთვის აფართოვებს.
„MARINGO-ს წარმომადგენლები SAP-ის SMB-ის სამიტზე, ბარსელონაში 2017 წელს გავიცანით და მას შემდეგ დავინტერესდით მათი სამშენებლო ედონით. SAP Business One-ს სამშენებლო-დეველოპერული სექტორისთვის 2016 წლიდან BDO Digital-შიც ვავითარებთ, თუმცა კომპანიებისთვის, რომლებისაც აქვთ სამშენებლო პროექტების, როგორც ფინანსური, ისევე კომპლექსური მენეჯერული აღრიცხვის მოთხოვნილება, MARIProject-ი ოპტიმალური გადაწყვეტილებაა“, – ამბობს BDO Digital-ის პარტნიორი ზვიად ორაგველიძე.
MARIProject-ის მეშვეობით შესაძლებელი ხდება ისეთი ამოცანების გადაჭრა, როგორიცაა:
ედონში ასევე წარმოდგენილია პროექტების მართვასთან დაკავშირებული ბევრი საინტერესო ანგარიშგება, რომელიც აწყობადია მომხმარებლის მიერ და ასევე აისახება SAP Business One-ის დეშბორდზე გამოტანად BI ანალიტიკებში.
„მოხარულები ვართ, რომ BDO Digital-მა გაიარა MARIProject-ის სერთიფიიცირება. უკვე შეგვიძლია მუშაობისა და წარმატებული თანამშრომლობის დაწყება საქართველოში“, – ამბობს MARINGO-ს გენერალური დირექტორი პიტერ ზაურმანი.