მენიუ
მზადება პოსტკრიზისული პერიოდისთვის დაიწყო – BDO კომპანიებს SAP Business One-ის დანერგვაზე 40%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

საქართველოს მთავრობამ უკვე დაასახელა ვადები, თუ როდიდან დაიწყება ბიზნესზე დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა. შესაბამისად, კომპანიებმა, რომლებიც სამომავლო განვითარებაზე ფიქრობენ, უკვე დაიწყეს პოსტკრიზისული პერიოდისთვის მზადება. კრიზისმა შეცვალა პრიორიტეტები – ნათლად გამოჩნდა ნებისმიერ სფეროში მოქმედი ორგანიზაციის ბიზნეს პროცესების გაციფრულებისა და ავტომატიზაციის მნიშვნელობა. კომპანიები, რომლებიც ხვადასხვა ციფრულ ინსტრუმენტებს, ონლაინ არხებსა და ERP სისტემებს იყენებენ, მოცემულ მომენტშიც ნაკლები შეფერხებით მუშაობენ და კრიზისიდან გამოსვლასაც შედარებით უმტკივნეულოდ შეძლებენ.

მიუხედავად  გამოწვევებისა, ქართული კომპანიების ნაწილ ემზადება პოსტ-კრიზისული პერიოდისთვის და პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით უკვე დგამენ კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს BDO-სთან ერთად.

BDO-ს გუნდი საერთაშორისო ERP სისტემა SAP Business One-ს ქართულ კომპანიებში 2016 წლიდან ნერგავს და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის სფეროში ყველაზე გამოცდილი ორგანიზაციაა. BDO-ს გუნდი, ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ითვალისწინებს ავტომატიზაციის სერვისის კრიტიკულ საჭიროებას და საქართველოში მოქმედ კომპანიებს SAP Business Oneის დანერგვაზე 40%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

SAP Business One-ის დანერგვა ბიზნესის სრული ციკლის ერთ სისტემაში მოქცევასა და ავტომატიზაციას გულისხმობს. სისტემის დანერგვით შეძლებთ დღეისთვის აქტუალურ ისეთ  ამოცანების გადაჭრასაც, როგორიცაა:

 

  • ფულადი სახსრების დეფიციტის რისკის მინიმიზაცია, ფულადი ნაკადების დაგეგმვია და კონტროლის ინსტრუმენტებით (Cash Budgeting)
  • დებიტორული დავალიანებების შემცირება, ავტომატური ინვოისინგისა და კლიენტებთან ანგარიშსწორების კალენდრის მეშვეობით
  • საჭირო მარაგების დროული უზრუნველყოფა, მარაგების მართვისა და ოპტიმიზაციის MRP ფუნქციონალის მეშვეობით
  • ონლაინ შეკვეთებისა და გაყიდვების ეფექტური მართვა, E-commerce-ის ძირითად სააღრიცხვო სისტემასთან ინტეგრაციით

BDO საქართველო ERP სისტემების დანერგვის მომსახურებას, ისევე როგორც მის სხვა სერვისებს, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობ და მზადაა ხელი შეუწყოს კომპანიებს არსებული გამოწვევების გადალახვასა და განვითარებაში.

მიიღე ფასდაკლება
თუ გსურთ BDO-სთან პარტნიორობა დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით
მოგვწერეთ საკონტაქტო