fbpx
მენიუ
ABM Shelf

ABM Shelf

უკრაინული კომპანია ABM Cloud-ის მიერ შექმნილი და მსოფლიოში აპრობირებული, ქლაუდ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული, მერჩენდაიზინგის ავტომატიზაციის სოფტი.

რატომ ABM Shelf?
გაზრდილი გაყიდვები
გაზრდილი გაყიდვები

დაკარგული შემოსავლების მინიმიზაციითა და კვადრატულ მეტრზე მომგებიანობის გაზრდით

ოპტიმიზირებული ასორტიმენტი
ოპტიმიზირებული ასორტიმენტი

დეტალური პლანოგრამითა და მარაგების ბრუნვის ანალიტიკით

შემცირებული შრომითი დანახარჯი
შემცირებული შრომითი დანახარჯი

პროცესების სტანდარტიზებითა და მობილური აპლიკაციის საშუალებით

მერჩენდაიზინგის ციფრული ტრანსფორმაცია
მაღაზიის სივრცის დაგეგმარება
მაღაზიის სივრცის დაგეგმარება

სისტემაში შესაძლებელია ნებისმიერი მაღაზიის სივრცის გეგმის ასახვა, მათ შორის ზონების დეტალიზაციით. პროგრამაში ასევე აისახება თითოეული აქტივის (თარო, მაცივარი და ა.შ.) სქემა. ვიზუალური ანალიტიკა კი ამარტივებს გაყიდვების ინტენსივობის ანალიზს, თითოეული უბნის მიხედვით.

პლანოგრამის მენეჯმენტი
პლანოგრამის მენეჯმენტი

პროგრამაში თითოეული პროდუქციის განზომილებების შეყვანის შედეგად, მარტივდება თაროებზე პროდუქციის განთავსების პროცესის მენეჯმენტი. ამასთან, შესაძლებელია გაიწეროს ლოგიკები და წესები, რომელთა მიხედვითაც უნდა განთავსდეს პროდუქცია ამა თუ იმ ზონაში.

დავალებების მართვა
დავალებების მართვა

მობილური აპლიკაციის მეშვეობით, ცენტრალურ ოფისს მარტივად შეუძლია, გადასცეს მაღაზიებს ინფორმაცია შესასრულებელ დავალებებზე, იქნება ეს საქონლის განთავსება თუ რაიმე სხვა. შტრიხკოდის დასკანირების ფუნქცია კი ამარტივებს თანამშრომლებისთვის განთავსების, ნაშთებისა და ფასების გადამოწმების პროცესს.

ანალიტიკა და რეპორტები
ანალიტიკა და რეპორტები

მარტივად აღქმადი ვიზუალები თანამშრომლების მიერ დავალებების შესრულების კონტროლისთვის. ასევე, მაღაზიისა და კონკრეტული თაროების ანალიზი მარაგების ბრუნვადობის, გაყიდვების ინტენსივობის, ნაშთებისა და სხვა ჭრილში. ცხრილოვანი ანგარიშგებები ყველა აუცილებელი მაჩვენებლის ანალიზისთვის.

გაეცანი ტრენდებს და სიახლეებს