ჩართეთ თქვენი მომხმარებლები პროდუქტის განვითარების პროცესში. ერთად შეიმუშავეთ მნიშვნელოვანი დეტალები და დადეთ სასურველი შედეგი
Agile მიდგომა საშუალებას მისცემს თქვენს გუნდს და მომხმარებლებს იყვნენ ჩართული სამუშაო პროცესის თითოეულ ეტაპზე. შედეგად თქვენი პროდუქტი/სერვისი იქნება მოხმარებლის საჭიროებებზე მორგებული
შექმენით და მართეთ მულტიფუნქციური გუნდები. Agile მიდგომა, გამეორებითი იტერაციებითა და დაკვირვებით, თქვენს გუნდს საშუალებას მისცემს დროულად აღმოფხვრან ხარვეზები და შექმნან მაღალი ხარისხის პროდუქტი
Agile მიდგომა დაგემხარებათ თქვენს მომხმარებელს მიაწოდოთ მაღალი ღირებულების ფუნქციონალი ხშირად და დროულად
ორგანიზაციის წარმატება და პროდუქტის განვითარების ხარისხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ორგანიზაციაში გამჭვირვალე გარემოს შექმნაზე, რაც Agile მეთოდოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. გამჭირვალე გარემოს ჩამოყალიბება მოგცემთ საშუალებას, პროცესებში ჩართული ყველა მხარე ინფორმირებული იყოს საქმის მსვლელობის თითოეულ ეტაპზე და იზიარებდეს საერთო ხედვას. მათ ზუსტად ეცოდინებათ „ვინ რას აკეთებს“, ეს ყოველივე კი უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის პროცესის ნაყოფიერებას და მაღალ შედეგიანობას.
Agile მეთოდოლოგიის დანერგვა ხელს უწყობს ხარისხის ამაღლებას ორი ძირითადი მიმართულებით. 1. მულტიფუნქციური გუნდები ქმნიან ფუნქციონირებად პროდუქტს სწრაფად და ხარისხიანად. 2. პროდუქტი მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე. შედეგი მიიღწევა მუდმივი იტერაციებისა და პროდუქტის განვითარების მოკლე ციკლის საშუალებით, რომელიც დეფექტების დროულ აღმოჩენასა და აღმოფხვრას უწყობს ხელს. Agile მიდგომით შეგიძლიათ დროულად აიცილოთ ზედმეტი დანახარჯები, მართოთ და დიდხანს შეინარჩუნოთ თქვენი პროდუქტის ხარისხი.
Agile მიდგომის საშუალებით შეძლებთ გახადოთ თქვენი ბიზნესი მომხმარებელზე ორიენტირებული, რაც გულისხმობს პროდუქტის შექმნის პროცესში მათ ჩართვას და ინფორმირებას ყველა მნიშველოვან ეტაპზე. ასევე მოხმარებლების ცვალებადი მოთხოვნების დროულ გათვალისწინებას და მათგან უკუკავშირის მიღებასა და გათვალისწინებას.
ამ კომპონენტების გათვალისწინება უზრუნველყოფს მომხმარებელთან სანდო ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლის კმაყოფილებისთვის, ასევე თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის.