კომპლექსური ანალიტიკის გამოყენებით ბიზნეს გადაწყვეტებისა და სტრატეგიის შექმნა მონაცემებზე დაყრდნობით
მომხმარებელთა მონაცემების შეგროვებითა და დამუშავებით კომპანია შეიძენს კონკურენტულ უპირატესობას მარკეტინგის, გაყიდვების, მომხმარებლის სერვისისა და პროდუქტის განვითარების მიმართულებით. მომხმარებელთა ქცევის შესწავლა კომპანიას ეხმარება პერსონალიზებული რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებაში.
მომხმარებლის ქცევის შესახებ სურათის შექმნა ხდება:
კამპანიების ანალიზი – მონაცემების ანალიზი გვაძლევს საჭირო ინფორმაციას იმის დასადგენად, თუ რომელი მარკეტინგული სტრატეგიებია ყველაზე ეფექტური მომხმარებლების კონკრეტული ჯგუფებისთვის.
სასურველი შეთავაზება (Next Best offer ) – პრედიქტული ანალიტიკის მეშვეობით მარკეტერები იღებენ პროგნოზირებად ინფორმაციას მომხმარებელთა ხარჯვის ჩვევებისა და შესაძლო ქმედებების შესახებ.
ლოიალობის პროგრამების ანალიზი – მონაცემების ანალიტიკით შესაძლებელია ლოიალობის პროგრამების ანალიზი და მათი მომხმარებელზე მორგება; მომხმარებლის ქცევის საფუძველზე ფასწარმოქმნის ოპტიმიზაცია.
E-commerce ანალიტიკა არის მონაცემების შეგროვებისა და ანლიზის პროცესი ყველა იმ წყაროდან, რომელსაც გავლენა აქვს თქვენს ონლაინ მაღაზიაზე. დამუშავებული მონაცემებით კომპანია იღებს ინფორმაციას მომხმარებლის ციფრული ქცევის შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების (CX) შექმნა და ონლაინ შესყიდვების პროცესის გამარტივება.
რეკომენდაციების ძრავი, მომხმარებლის შოპინგ კალათა და განხორციელებული შეკვეთების ანალიტიკა ციფრულ არხებში გაყიდვების და მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია
რეკომენდაციების ძრავი მომხმარებლის ციფრულ კვალზე დაყრდნობით გვირჩევს, რა პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს. მომხმარებლის კალათის და შეკვეთების ანალიზი კი ზუსტ წარმოდგენას გვიქმნის, როგორ გზას გადის კლიენტი ჩვენს პლატფორმაზე და რა წერტილში იქნება ყველაზე ეფექტური კამპანიები თუ სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები
ინფორმაციის დროული და გადაწყვეტილების რეალურ დროში მიღების საშუალება კომპანიის მენეჯმენტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა. კომპლექსური ანალიტიკის მეშვეობით შეგიძლიათ დაამუშაოთ კომპანიის მიწოდების ჯაჭვისთვის მნიშვნელოვანი მონაცემები, დააკვირდეთ თქვენს მომწოდებლებს, გქონდეთ მოთხოვნის პროგნოზი, ამის საფუძველზე აკონტროლოთ და მეტი სიზუსტით დაგეგმოთ მარაგები
როდესაც საქმე კომპლექსურ ფინანსურ ანალიტიკასა და ფინანსურ პროგნოზირებას ეხება, მონაცემების მნიშვნელობა ბიზნესში კიდევ უფრო იზრდება. წარსული მონაცემების, მომხმარებლის თუ მომწოდებლის მუდმივი ავტომატური ანალიზით გაცილებით ზუსტი ბიუჯეტები და პროგნოზები დგება ვიდრე სტანდარტული რეპორტინგია. შესაბამისად ბიზნესს რეალურ დროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტებისა და დაგეგმვის საშუალებას ეძლევა
15 წელიანი გამოცდილება კომერციულ სექტორში, მათ შორის მსხვილი კომერციული ბანკის ფილიალების ოპტიმიზაცია, უძრავი ქონების საინვესტიციო პაკეტების შემუშავება, საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, საქართველოს ბიზნეს გარემოს შეფასება, საქართველოს რეგიონებში განვითარების პოტენციალის მქონე დარგების გამოვლენა და სხვა.