გაზარდე თანამშრომელთა პროდუქტიულობა და სერვისის ხარისხი კომპანიაში
Lean მეთოდოლოგიის დანერგვით შეგიძლიათ შეამციროთ დანახარჯები თანამშრომელთა პროდუქტიულობის ზრდით, ხარვეზებისა და მთლიანი პროცესისთვის საჭირო დროის შემცირებით. ამ დანაკარგების აღმოფხვრით შეძლებთ თავიდან აირიდოთ ზედმეტი ხარჯები.
გაზარდეთ კომპანიაში როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური მუშაობის ხარისხი. Lean მეთოდოლოგიის წყალობით თქვენი თანამშრომლები იქნებიან უფრო ჩართულები, ეფექტურები და განვითარებაზე ორიენტირებულები.
იფიქრე ლინურად. მოარგეთ თქვენი სერვისი/პროდუქტი მომხმარებელთა ღირებულებას, მოუსმინეთ მათ საჭიროებებს და გააუმჯობესეთ თქვენი სერვისის ხარისხი.
Lean მენეჯმენტი, არის მართვის ფილოსოფია, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს შექმნას მომხმარებლისთვის მეტი ღირებულების დანაკარგების შემცირების გზით. Lean ანაცვლებს წარმოების სტანდარტულ მეთოდებს და ქმნის სრულიად ახალ მიდგომას ამ სფეროში. თანდათანობით Lean მენეჯმენტი მართვის უნივერსალურ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა, როგორც წარმოების, ისე მომსახურების სფეროში. ეს მიდგომა უზრუნველყოფს სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციას და მიმართულია მუდმივ განვითარებაზე. Lean მიდგომა გვეხმარება მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება დროის, ფულისა და ენერგიის სწორი ინვესტიციის წყალობით.
Lean მეთოდოლოგიის უმთავრესი მიზანი მომხმარებლის კმაყოფილებაა, რაც ნებისმიერ ბიზნესს ბაზარზე კონკურენტიანს ხდის. მომხმარებელთა პროაქტიული მიდგომა, პრობლემებზე დროული რეაგირება და სწორი კომუნიკაცია განაპირობებს ხარიასხიან მომსახურებას, რომელიც მომხმარებელს დადებით გამოცდილებას უქმნის. შესაბამისად, Lean მიდგომის დანერგვა უზრუნველყოფს კმაყოფილ და ერთგულ მომხმარებლის შეძენას და შენარჩუნებას.
Lean ინსტრუმენტების (Huddle, 5S, DILO და სხვა) საშუალებით კომპანიაში თითოეული თქვენი თანამშრომლის ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობის შედეგებს გახდით უფრო გამჭვირვალეს და ეფექტურს. გუნდის პროდუქტიულობა საშუალოდ გაიზრდება 25-30% – ით, გაიზრდება მათი ჩართულობა და ინიციატივიანობა. ამასთან მოახერხებთ მთელი რიგი ნაბიჯების დაგეგმვას, რომლებიც ხელს შეუწყობს გუნდის განვითარებას და ეფექტურობის კიდევ უფრო გაზრდას.
ირმა სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის იყო ლინ ტრანსფორმაციის კოორდინატორი, IT პორტფოლიოს მენეჯერი და ეჯაილ ქოუჩი. საქართველოში დანერგა ლინ მენეჯმენტი საკონსულტაციო კომპანია Mckinsey & co- სთან და ადგილობრივ გუნდთან ერთად, როგორც ფრონტ ოფისში ასევე ბექ ოფისში.