fbpx
მენიუ
პროცესების ავტომატიზაცია – აგროსახლის წარმატების ისტორია
პროცესების ავტომატიზაცია – აგროსახლის წარმატების ისტორია

აგროსახლი“ უკვე რამდენიმე წელია რეგიონს წარმატებულად აწვდის აგროპროდუქტებს და ადგილობრივ ფერმერებს კონსულტაციას უწევს. გარდა ამისა, კომპანიას აქვს თანამედროვე ლაბორატორია სადაც  ნიადაგის, ფოთლის და წყლის ანალიზი ტარდება. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფუნქციონირებს „აგროსახლის“ ვეტერინარული კლინიკა სადაც შესაძლებელია ისეთი სერვისების მიღება, როგორიცაა ხელოვნური განაყოფიერება, ვეტკონსულტაციასასწრაფო დახმარება, ვეტპრეპარატებისა და საკვების მიწოდება. 

 „აგროსახლმა BDO-ს ERP სისტემა – 1C ERP დანერგააღნიშნული სისტემის ქართული ბაზრისთვის სრულყოფილი ლოკალიზაცია სწორედ BDO-მ გააკეთა და „აგროსახლის“ გამოწვევებსა და მოთხოვნებსაც მაქსიმალურად მოარგო.  

 

აგროსახლის“ შესახებ 

 აგროსახლი“ წარმოადგენს ფერმერთა მომსახურების ერთადერთ კომპლექსურ ცენტრს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. კომპანიის მიზანია რეგიონისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მაღალხარისხოვანი და კომპლექსური მომსახურება სოფლის მეურნეობის სფეროში.  

შემოკლება – აგროსახლი“ უკვე რამდენიმე წელია რეგიონს წარმატებულად აწვდის აგროპროდუქტებს და ადგილობრივ ფერმერებს კონსულტაციას უწევს. გარდა ამისა, კომპანიას აქვს თანამედროვე ლაბორატორია სადაც  ნიადაგის, ფოთლის და წყლის ანალიზი ტარდება. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფუნქციონირებს „აგროსახლის“ ვეტერინარული კლინიკა სადაც შესაძლებელია ისეთი სერვისების მიღება, როგორიცაა ხელოვნური განაყოფიერება, ვეტკონსულტაციასასწრაფო დახმარება, ვეტპრეპარატებისა და საკვების მიწოდება. 

 

გამოწვევები 

კომპანიის მიერ შეთავაზებულმა მაღალი ხარისხის პროდუქტებმა და სერვისებმა უზრუნველყო მომგებიანობის ზრდა და ბიზნესის გაფართოვება. შესაბამისად, წლების განმავლობაში იზრდებოდა კომპანიაში მიმდინარე პროცესების როგორც რაოდენობა, ასევე მათ კომპლექსურობაცავტომატიზაციის არასაკმარისი დონის გამო, ამან ბიზნესს კონკრეტული პრობლემები შეუქმნა.  

აგროსახლის“ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი საწყობის მოწესრიგება იყო. ამის გამო, კომპანიაში ჭირდა ნაშთების კონტროლი, რაც შეკვეთების მიღებისა და რეალიზაციის პროცესში შეფერხებებს იწვევდა.  

გარკვეული სირთულეები შეექმნა წარმოების პროცესსაც. პრობლემა იყო თანამშრომლებისთვის როლების განაწილება – შიდა კომუნიკაცია ხდებოდა ექსელის დოკუმენტებით, ელექტრონული ფოსტითა და სატელეფონო ზარებით, რასაც დიდი დრო მიჰქონდა.  გარდა ამისა, წარმოების პროცესში ვერ ხდებოდა საწყობში არსებული ნაშთებისა და შეკვეთების გათვალისწინება, რაც წარმოების არაეფექტიანობას იწვევდა.  

კომპანიის ზრდასთან ერთად ბუნებრივია, გაიზრდა თანამშრომლების რაოდენობა და შესაბამისად, გართულდა ხელფასების ადმინისტრირება. უფრო კომპლექსური გახდა ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური რეპორტინგი 

კომპანიის სასიცოცხლო პროცესების განხორციელება დიდ დროსთან და ადამიანურ რესურსთან გახდა დაკავშირებული. 

გადაწყვეტები 

აგროსახლში“ არსებული გამოწვევებს BDO-მ 1C ERP დაუპირისპირა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე უკვე აპრობირებული და ამავე დროს მუდმივად განვითარებადი ERP სისტემაა.  

1C ERP-ის საშუალებით სრულიად მოგვარდა საწყობის პრობლემა და შესაბამისად ნაშთების კონტროლის საკითხი „აგროსახლში აღარ დგას. მენეჯმენტმა უკვე ზუსტად იცის თუ რომელ საწყობში რა რაოდენობის მარაგები აქვს. შეკვეთების მიღების პროცესი გამარტივდა – ონლაინ რეჟიმში ხედავს ნაშთებს და ქსელურ მაღაზიებში ეფექტიანად ხდება მათი განაწილება.  

სისტემის საშუალებით მოხდა წარმოების პროცესის ავტომატიზაცია. შესაძლებელი გახდა წარმოების პროცესში თანამშრომლებისთვის როლების განაწილება სისტემაშივერამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა წარმოების პროცესი. გარდა ამისა, 1C ERP-ის საშუალებით ხდება როგორც საწყობის აწ უკვე მოწესრიგებული ნაშთების გათვალისწინება, ასევე შეკვეთების გათვალისწინებაც, რაც ოპტიმალური და სწრაფი წარმოების საშუალებას იძლევა.  

მაქსიმალურად გამარტივდა ბუღალტრული პროცესები და ანგარიშგებების სისტემა. პროგრამაში მხარდაჭერილია ინტერნეტბანკინგი და აქვს სრული ინტეგრაცია საგადასახადო პორტანთან (RS.ge)ბუღალტრებს უკვე ცენტრალიზებულად და მაღალი ავტომატიზაციით შეუძლიათ ამ პროცესების მართვა, რაც მინიმუმამდე ამცირებს შესაძლო შეცდომებს. ბუნებრივია ავტომატიზაცია შეეხო თანამშრომელთა ხელფასების ადმინისტრირებასაც, რაც ახლა ძალიან უმტკივნეულოდ, სწრაფად და ადამიანური რესურსის მინიმალური ჩარევით ხდება.  

 

შედეგები 

აგროსახლმა“ 1C ERP-ის დანერგვით გადაჭრა ყველა ის პრობლემა, რომელიც ბიზნესს სასიცოცხლო პროცესებში ხელს უშლიდა. კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე, როდესაც შიდა ხარვეზები აღარ წარმოადგენს ზრდისთვის ბარიერს და მომავალში კიდევ უფრო სწრაფი ზრდა აღარ იქნება ახალი პრობლემების წარმოქმნის მიზეზი. 

1C ERPპრაქტიკულად შეუზღუდავ შესაძლებლობებთან ერთად, დეველოპმენტის საშუალებასაც იძლევააგროსახლმა“ პროგრამაში ინვესტიციით არსებულ და უახლოესი მომავლის გამოწვევებსაც სუხა. ამასთან, გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყო ბიზნესის უხარვეზო ოპერირება.    

გსურს საკუთარი ბიზნესის პროცესების ავტომატიზაცია?
გაიგე როგორ შეუძლია 1C ERP-ის მოგცეს სასურველი შედეგი
მოგვწერე
გაეცანით ჩვენს სხვა პროექტებს