fbpx
მენიუ
Alco Retail Group-მა BDO Digital-თან პარტნიორობით Power BI დანერგა
Alco Retail Group-მა BDO Digital-თან პარტნიორობით Power BI დანერგა

ალკორითეილ ჯგუფი სპეციალიზებული ალკოჰოლური მაღაზიების სავაჭრო ქსელია, რომელიც მართავს ორ დამოუკიდებელ ქსელს: ალკორიუმს და ვისკის სახლს. საქართველოს მასშტაბით ამჟამად  ალკორიუმის 30, ხოლო ვისკის სახლის 5 მაღაზია ფუნქციონირებს.

პროექტის შესახებ

ალკორითეილი წლების განმავლობაში კომპლექსური ERP სისტემით სარგებლობდა და ანალიტიკას სისტემის შიგნითვე აწარმოებდა. მას შემდეგ რაც კომპანიაში გაყიდვები საკმაოდ გაიზარდა, საჭირო იყო ყოველდღიურ რეჟიმში უფრო მეტი მონაცემის დამუშავება და სიღრმისეული რეპორტების მომზადება. სწორედ ამის შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა BDO Digital-თან თანამშრომლობით თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკის ინსტრუმენტის – Ms Power BI დანერგვა.

„გამომდინარე იქედან, რომ  ვაჭრობა ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ინდუსტრიაა, გვინდოდა გაყიდვები თვეების, კვირის დღეებისა და საათების ჭრილში არამხოლოდ სტანდარტული რეპორტის, არამედ მოსახერხებელი, სპეციალური ვიზუალიზაციის ფორმით დაგვენახა; გაყიდვების ზოგადი ტრენდების გარდა, გვსურდა რეპორტებში გამოგვეტანა ისეთი KPI-ები, როგორებიცაა გაყიდვების საშუალო მაჩვენებელი ერთ კვადრატულ მეტრზე, საშუალო მაჩვენებელი ერთ თანამშრომელზე, პროდუქტის წილი ჩეკში და მრავალი ისეთი სხვა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას სხვადასხვა რაკურსით დაგვანახებდა. ამ ამოცანების გადასაწყვეტად Power BI ზუსტი მიგნება გახდა. რეპორტების მომზადება ჩვენ მნიშვნელოვან დროს გვართმევდა, ახლა კი მხოლოდ ერთი ხელის დაჭერაა საჭირო, რომ ეს განახლებული ინფორმაცია დაგენერირდეს.“- ამბობს ARG-ის დირექტორის მოადგილე რევაზ ფერაძე.

ყველა მონაცემი ერთ საერთო სივრცეში

ალკორითეილი ანგარიშგებების სრულყოფილი სისტემების მეშვეობით სხვადასხვა წყაროს მონაცემებს, ავტომატიზებულად, ერთ საერთო სივრცეში უყრის თავს; ბიზნეს ანალიტიკა მათ საშუალებას აძლევს სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციას მარტივი და მოსახერხებელი ვიზუალიზაციის საშუალებით დააკვირდნენ.

„ბიზნეს ანალიტიკის სისტემამ საშუალება მოგვცა სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია ავტომატურად, ერთ საერთო სივრცეში მიგვეღო. ახლა შეგვიძლია რეპორტები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მოწყობილობაზე ხელმისაწვდომი იყოს და გავუზიაროთ კოლეგებს ქლაუდ ტექნოლოგიის გამოყენებით“ – ამბობს კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერი ნიკა რეხვიაშვილი.

ბიზნესზე დაკვირვება ლაივ რეჟიმში

ბიზნეს ანალიტიკის სისტემის დანერგვით, კომპანიას ყოველდღიურად განახლებული და მუდმივად რელევანტური რეპორტები აქვს; ეს კი საშუალებას აძლევს ბიზნეს გადაწყვეტილებები უახლოეს ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღონ, თვალი ადევნონ მათთვის საჭირო ყველა მაჩვენებელს და ყოველდღიურად იცოდნენ თავიანთი ბიზნესსაქმიანობის შედეგები – გაყიდვები, მარაგები, მომგებიანობა, მაღაზიების ეფექტიანობა და სხვა.

შესაძლო დანაკარგების აღმოფხვრა

არსებული მონაცემების დამუშავების გარდა, კომპანიაში დაინერგა პრედიქტიული ანალიზის მოდული. მოდულის საშუალებით შესაძლებელი გახდა, წარსული გამოცდილებისა და მოსალოდნელი ტენდენციების გათვალისწინებით, წინასწარ იმის განსაზღვრა თუ რამდენ დღეში ამოიწურება ამა თუ იმ პროდუქტის მარაგი. ამავე მოდულის მეშვეობით, კომპანია, მარტივი ვიზუალიზაციით, ხედავს რა შესაძლო შემოსავალი შეიძლება დაკარგონ, კონკრეტულ დღეებში კონკრეტული პროდუქციის არ ქონის გამო, დროულად გადადგან ნაბიჯები და მიიღონ შესაძლო შემოსავლის მაქსიმუმი.

გაეცანით Power BI-ს დემოს მაგალითს რითეილ სექტორისთვის
გატესტე დემო
გაეცანით ჩვენს სხვა პროექტებს