fbpx
მენიუ
„ალკორითეილ ჯგუფმა“ BDO Digital-თან პარტნიორობით ავტომატური შეკვეთების მექანიზმი აამუშავა
„ალკორითეილ ჯგუფმა“ BDO Digital-თან პარტნიორობით ავტომატური შეკვეთების მექანიზმი აამუშავა

ალკოჰოლური სასმელების უმსხვილესმა სპეციალიზებულმა სავაჭრო კომპანია „ალკორითეილ გრუპმა“ BDO Digital-თან პარტნიორობით, 1C ERP-ის ავტომატური შეკვეთების მოდული დანერგა. აღნიშნული გადაწყვეტა, კომპანიას საშუალებას აძლევს ოპტიმალურად დაგეგმოს შესასყიდი მარაგების მოცულობა და თავიდან აირიდოს ზედმეტი დანახარჯები.

პროექტის შესახებ

„ალკორითეილ გრუპმა“1C ERP ჯერ კიდევ 2018 წელს დანერგა, BDO Digital-თან თანამშრომლობით. კომპანიამ თავდაპირველად პრიორიტეტი მიანიჭა სოფტში ძირითადი სააღრიცხვო და საოპერაციო პროცესების ავტომატიზაციას,  როგორიც არის საცალო გაყიდვები, შესყიდვები, საწყობის მართვა, ფინანსური აღრიცხვა და აშ.

„ERP კომპლექსური სისტემაა, რომელსაც ბევრი სხვადასხვა მოდული და ფუნქციონალი აქვს. სრული ფუნქციონალის ერთიან პროექტად დანერგვა კომპანიისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა შეიძლება აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, ERP სისტემების ამუშავების ყველაზე აპრობირებული მეთოდია საწყისად მოხდეს კომპანიისთვის ყველაზე აუცილებელი პროცესების ავტომატიზაცია, ხოლო უფრო მაღალი დონის ავტომატიზაციისთვის განკუთვნილი მოდულები შემდგომ ნელ-ნელა ამუშავდეს. ზუსტად ასე მოიქცა „ალკორითეილი“, – BDO Digital-ის პარტნიორი ზვიად ორაგველიძე.

წლების განმავლობაში, ბიზნესის ზრდასთან ერთად, „ალკორითეილ გრუპის“ მოთხოვნები და საჭიროებები იცვლებოდა. 1C ERP-ის მრავალფეროვანი ფუნქციონალი, თავის მხრივ, საშუალებას აძლევდა კომპანიას, ეს საჭიროებები უკვე არსებული სოფტის მეშვეობით დაფაროს. მაგალითისთვის, 2021 წელს, როდესაც კომპანიაში გაჩნდა ახალი ამოცანები HR პროცესების ავტომატიზაციის ნაწილში, „ალკორითეილმა“ კვლავ BDO Digital-თან პარტნიორობით, აამუშავა 1C ERP-ის HR მოდული.

გარკვეული დროის შემდეგ, კომპანიის ზრდასთან ერთად, გაჩნდა ასევე მომარაგებასთან დაკავშირებული ახალი გამოწვევებიც.

„ამჟამად 41 მაღაზიას ვმართავთ, რაც მომარაგების მხრივ გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ჭარბი ან დეფიციტური პროდუქციის გამო არამხოლოდ არასაჭირო ხარჯები იზრდებოდა, არამედ ეს მომხმარებელთა უკმაყოფილებასაც იწვევდა. ამ გამოწვევის საპასუხოდ BDO Digital-მა 1C ERP-ის ავტომატური შეკვეთების მოდულის ამუშავებაშემოგვთავაზა“, – „ალკორითეილ ჯგუფის“ ბიზნეს განვითარების დირექტორი და დირექტორის მოადგილე რევაზ ფერაძე.

აღნიშნული მოდული ითვალისწინებს ავტომატურ რეჟიმში, წინასწარ განსაზღვრულ ლოგიკებზე დაყრდნობით, მომწოდებლისთვის შესაკვეთი პროდუქციის ოპტიმალური რაოდენობის გაანგარიშებას. მენეჯერის დასტურის შემდეგ, მომწოდებელთან შეკვეთის ფორმის გაგზავნა კვლავ ავტომატურად და პროგრამიდანვე ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია უკვე სარგებლობდა 1C ERP-ის ძირითადი მოდულებით, ერთი დამატებითი ფუნქციის ამუშავება საკმაოდ მარტივი და დროში ეფექტური აღმოჩნდა.

„1C ERP-ის კიდევ ბევრი მოდული და ფუნქციონალი გააჩნია, რომელიც, ბიზნესის განვითარებასთან ერთად, შეიძლება აქტუალური გახდეს. BDO-ს გუნდი მუდამ გვერდში გვიდგას და გვეხმარება მაქსიმალურად გამოვიყენოთ სოფტის როგორც არსებული შესაძლებლობები, ისე ჩვენზე მორგებული დეველოპმენტის პოტენციალიც“, – რევაზ ფერაძე.

გაეცანით ჩვენს სხვა პროექტებს