მენიუ
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს

ალიანსის გუნდი საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე 2008 წლიდან მოღვაწეობს. დღემდე აშენებული აქვს ოცზე მეტი საცხოვრებელი კომპლექსი და აპარტოტელი, ჩაბარებული აქვს ხუთი ათასზე მეტი ბინა და აპარტამენტი. კომპანიას უკავშირდება ისეთი გამორჩეული არქიტექტურული პროექტები როგორიცაა „ალიანს ფრივილიჯი“ და „ალიანს პალასი“ Courtyard By Marriott ბათუმში. დასასრულს უახლოვდება თბილისში ასევე ექსკლუზიური დიზაინის კომპლექსი „ალიანს ჰაილაინის“ მშენებლობა, რომელიც მოიცავს საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი „ვინდემ გარდენსს“ (Wyndham Garden) და პრემიუმ კლასის აპარტამენტებს.

პროექტის შედეგები
მარაგების კონტროლი
მარაგების კონტროლი

პროექტების ჭრილში  მარაგების მართვა, ხარჯებისა და ნაშთების კონტროლი რეალურ დროში

შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი
შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი

შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი  ნებისმიერი სასურველი პერიოდის ჭრილში

დეტალური რეპორტები
დეტალური რეპორტები

ფინანსური და ყოველდღიური საქმიანობის დეტალური რეპორტინგი ერთ სისტემაში

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ ERP სისტემა SAP Business One-ს, BDO-ს მიერ განვითარებულ სამშენებლო მოდულთან ერთად, ნერგავს. გადაწყვეტილების დანერგვის მიზანი მასშტაბური პროექტების ეფექტიანი, ცენტრალიზებული ფინანსური მართვაა.

ბიზნესის მასშტაბიდან გამომდინარე, კომპანიას გაუჩნდა ახალი მოთხოვნები, გამოიკვეთა ცენტრალიზებული ფინანსური მართვისა და პროცესების ავტომატიზაციის საჭიროებაც.

„ბოლო წლებში ძალიან გავიზარდეთ. პარალელურად ვახორციელებთ რამდენიმე ძალიან მსხვილ პროექტს, რომლის ფინანსური მენეჯმენტი არსებულ სისტემაში დიდ დროსა და ადამიანურ რესურსს მოითხოვდა. აშკარა გახდა, რომ საჭირო იყო უფრო მძლავრი პროგრამა, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანი მართვის საშუალებას მოგვცემდა. ERP სისტემის დასანერგად ჩვენთვის საიმედო პარტნიორი BDO შევარჩიეთ“, – აცხადებს „ალიანსის“ პარტნიორი და დირექტორი აკაკი სონგულია.

SAP Business One-ის საშუალებით, „ალიანს ჯგუფი“ პროექტების ჭრილში შეძლებს მართოს შემოსავლები და ხარჯები; აკონტროლოს მარაგები, პარტნიორებთან დავალიანება და მოთხოვნები; აკეთოს შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი და მიიღოს სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებებისთვის საჭირო ფინანსური რეპორტები.

გარდა კონკრეტული ახალი შესაძლებლობებისა, SAP Business One-ში მოხდება კომპანიის მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და ნაკლები დრო და ენერგია დაიხარჯება რეპორტების მიღებაზე.

BDO-ს გუნდი უკვე მრავალი წელია ქართულ კომპანიებს ERP სისტემებს სთავაზობს და ამ მიმართულებით ქვეყანაში ყველაზე გამოცდილი გუნდი ჰყავს. SAP Business One-ით, BDO-ს მიერ შექმნილ სამშენებლო მოდულთან ერთად, უკვე სარგებლობენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა „კავკასუს როუდს პროჯექტი“, „იუნიქსი“ და სხვები.

გახდი BDO-სა და SAP-ის პარტნიორი
SAP Business One-ის დანერგვის შესახებ ინფორმაციისთვის დაგვიტოვეთ საკონტაქტო
მოგვწერე
გაეცანით ჩვენს სხვა პროექტებს