„ავერსის კლინიკა“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელია და ის ქვეყნის მასშტაბით 13 კლინიკასა და 22 ლაბორატორიას აერთიანებს. „ავერსის კლინიკა“ ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებისა და აპარატურის შემოტანას და მომხმარებლებისთვის მსოფლიო კლასის სერვისის შეთავაზებას. „ავერსის კლინიკის“ ლაბორატორია პირველია საქართველოში, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის სტანდარტით – ISO 15189.
კლინიკას ყოველდღიურად, საშუალოდ, 2000 ადამიანი მიმართავს.
„ავერსის კლინიკის“ ქსელი აღჭურვილია ყველაზე თანამდროვე და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით. ამ აპარატურას ესაჭიროება მართვა, მოვლა, საჭიროებისამებრ შეკეთება, პროგრამული განახლებებით უზრუნველყოფა და ა.შ. ამ ყველაფრის მენეჯმენტი საჭიროებს თანამედროვე სისტემას. სწორედ ამიტომ, „ავერსის კლინიკამ“ BDO Digital-თან პარტნიორობით პოლონური სოფტი – Singu FM-ი დანერგა.
Singu FM-ის საშუალებით, აპარატურის შეკეთების და გეგმიური მოვლის პროცესი გახდა უფრო მარტივი, ოპერატიული, ეფექტიანი და რაც მთავარია, ამ პროცესში კონტროლი გახდა შესაძლებელი. საბოლოოდ შედეგებით კმაყოფილი არამხოლოდ სამედიცინო პერსონალია, არამედ ტექნიკური სამსახური, რომლის შესრულებული ყოველი სამუშაო უკვე დოკუმენტურად აღრიცხული და დადასტურებულია. მინიმუმამდეა დაყვანილი აპარატურის ხარვეზები, რასაც შეეძლო სამუშაო პროცესის შეფერხება. თუ რამე ხარვეზი გამოიკვეთა, იქნება ეს აპარატურა თუ კლინიკის რაიმე სხვა აქტივი, თანამშრომლები თავადვე აფიქსირებენ Singu FM-ში, რაც მყისიერად მიეწოდება ტექნიკურ სამსახურს შესასრულებლად.
სისტემაში ასევე გაწერილია გეგმიური სამუშაოები, რომელიც უნდა ჩაუტარდეს ამა თუ იმ აქტივს გარკვეული პერიოდულობით. ამით მინიმუმამდე დადის მოულოდნელი გაუმართაობები და შესაბამისად, ზედმეტი ხარჯები. ასევე, იზრდება კლიენტთა კმაყოფილებაც, რომელსაც მუდმივად გამართული ინფრასტრუქტურა ხვდება კლინიკაში.
კომპანიაში BDO Digital-თან ერთად, Singu FM-ის დანერგვის პროცესი გრძელდება, მიმდინარეობს ათასობით აქტივის სისტემაში შეყვანის და მათთვის გეგმიური სამუშაოების გაწერის პროცესი. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, „ავერსის კლინიკა“ შეძლებს Singu FM-ის ფუნქციონალის სრულად გამოყენებას.