fbpx
მენიუ
თანამედროვე ტექნოლოგიების რეალური სარგებელი – „მეგატექნიკის“ ქეისი
თანამედროვე ტექნოლოგიების რეალური სარგებელი – „მეგატექნიკის“ ქეისი

მეგატექნიკა, ისევე, როგორც ყველა მსგავსი კატეგორიის კომპანია, ქსელის სხვადასხვა მაჩვენებელს, მაგალითად, გაყიდვებს, მომგებიანობს, მარაგების საჭიროებას, კლიენტების ქცევას გამუდმებით ადევნებს თვალს. ასეთი მაჩვენებელი და რეპორტი მრავალია, ხოლო მათი მიღების ტრადიციული მეთოდები – შრომატევადი, დროში გაწელილი და ხშირად  თანამედროვე რეალობისთვის შეუსაბამო. როგორც წესი, პროცესი ასეთია: მონაცემები სხვადასხვა წყაროდან ამოღება, მათი ექსელში გაერთიანება და შემდეგ, სასურველი რეპორტის მისაღებად, მათი დიაგრამებად, ცხრილებად გარდაქმნ 

პროექტის შედეგები
ბიზნესის ხედვა 360 გრადუსით
ბიზნესის ხედვა 360 გრადუსით

ყოველდღიური ლაივ ინფორმაცია ბიზნესსაქმიანობის შედეგებზე – გაყიდვები, მარკეტინგული აქციების შედეგები, მაღაზიების ეფექტურობა, მომგებიანობა

მეტი დრო ანალიტიკისთვის 
მეტი დრო ანალიტიკისთვის 

დრორაც ადრე რეპორტების მომზადებაში იხარჯებოდა, ახლა ანალიტიკურ საქმიანობას, მაჩვენებლების ანალიზს და შესაბამისი გადაწყვეტილებების დროულად მიღებას მოხმარდება

ინტერაქტიული ანალიტიკა ერთ სივრცეში
ინტერაქტიული ანალიტიკა ერთ სივრცეში

კომპანიის სხვადასხვა სააღრიცხვო სისტემაში გაბნეულ მონაცემებს თავს უყრის, აძლევს მათ მოწესრიგებულ სახეს და სტრუქტურას

პროექტის შესახებ

როდესაც ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ქსელი ხარ, 12 მაღაზიით საქართველოს 20 ქალაქს ესახურებ და ყველაზე დიდი სადილერო ქსელი გაქვს, ბიზნესზე დაკვირვება, საქმიანობის ყოველი ჭრილიდან შეფასება, რთული და ამავდროულად კრიტიკული ამოცანა ხდება. მეგატექნიკა ერთერთი პირველი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელმაც ამ ამოცანას ტექნოლოგიური პროგრესით უპასუხა და BDO-სთან პარტნიორობით ბიზნეს ანალიტიკის თანამედროვე სისტემა დანერგა.  

როცა ტრადიციული მიდგომები საკმარისი აღარ არის 

მეგატექნიკა, ისევე, როგორც ყველა მსგავსი კატეგორიის კომპანია, ქსელის სხვადასხვა მაჩვენებელს, მაგალითად, გაყიდვებს, მომგებიანობს, მარაგების საჭიროებას, კლიენტების ქცევას გამუდმებით ადევნებს თვალს. ასეთი მაჩვენებელი და რეპორტი მრავალია, ხოლო მათი მიღების ტრადიციული მეთოდები – შრომატევადი, დროში გაწელილი და ხშირად  თანამედროვე რეალობისთვის შეუსაბამო. როგორც წესი, პროცესი ასეთია: მონაცემები სხვადასხვა წყაროდან ამოღება, მათი ექსელში გაერთიანება და შემდეგ, სასურველი რეპორტის მისაღებად, მათი დიაგრამებად, ცხრილებად გარდაქმნ 

როდესაც ასეთ მსხვილ სავაჭრო ქსელს მართავ, საოპერაციო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებების მისაღებად კრიტიკულია დროულად მიიღო ინფორმაცია ბიზნეს. შესაძლოა ორი ან სამი დღის წინანდელი მონაცემი უკვე არარელევანტური, დაგვიანებული იყოს. ტრადიციული რეპორტინგი აქ მოიკოჭლებს, ანგარიშგებების მომზადებას ბევრი დრო და ძალისხმევა მიაქვს, მონაცემებში მცირე ცვლილებამ შესაძლოა რეპორტინგის პროცესის სრულიად თავიდან დაწყება გახადოს საჭირო. რაც უფრო იზრდება ბიზნესი, მით მეტი მონაცემი გროვდება და, ხშირად, სტანდარტული პროგრამები ამ მონაცემების დამუშავებას თავს ვერ ართმევსგარდა ამისა, ტრადიციული ანგარიშგებები არც ინტერაქტიულია და მთლიანი სურათის დანახვა ჭირს“ – ამბობს მეგატექნიკის დირექტორი ნინო გაბუნია.

თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკა, იგივე Business Intelligence სისტემა 

მეგატექნიკამ“ BDO-სთან პარტნიორობით ბიზნეს ანალიტიკის თანამედროვე სისტემა დანერგა.  

ბიზნეს ანალიტიკის სისტემა კომპანიის სხვადასხვა სააღრიცხვო სისტემაში გაბნეულ მონაცემებს თავს უყრის, აძლევს მათ მოწესრიგებულ სახეს და სტრუქტურასდგინდება ყველა პარამეტრი, მაჩვენებელი, რაც აუცილებელია კომპანიის საქმიანობის 360 გრადუსით შესაფასებლად და შემდეგ იქმნება ავტომატური, დინამიკური და ინტერაქტიული ანგარიშგებები, – ამბობს BDOს მონაცემთა ანალიტიკის დირექტორი, ირინა კვახაძე.  

BDO-მ „მეგატექნიკასთან ბიზნეს ანალიტიკის ინსტუმენტად Microsoft-ის პროდუქტი, MS Power BI გამოიყენაკომპანია ახლა ღილაკზე ერთი დაჭერით იღებს მუდმივად განახლებულ ანგარიშგებებს ერთ სივრცეში, საჭირო რეპორტზე ყველა თანამშრომელს იოლად მიუწვდება ხელი. ეს ანგარიშგებები ინტერაქტიული და დინამიკურია, რაც იმას ნიშნავს, რომ  მარტივად ფილტრავთ, ადარებთ ერთმანეთს და უღმავდებით სხვადასხვა მაჩვენებელს.  

ბიზნესზე 360 გრადუსით დაკვირვება ლაივრეჟიმში 

ბიზნეს ანალიტიკის სისტემის დანერგვა ნიშნავს,  რომ კომპანიას დღეს შეუძლია, ლაივრეჟიმში ადევნოს თვალი მისთვის საჭირო ყველა მაჩვენებელს, ყოველდღე იცოდეს, როგორია ბიზნესსაქმიანობის შედეგები – გაყიდვები, მარკეტინგული აქციების შედეგები, მაღაზიების ეფექტურობა, მომგებიანობა.  

„ჩვენ მეგატენიკაში შემოვიტანეთ ისეთ პარამეტრები, როგორიცაა კლიენტის შენარჩუნების მაჩვენებელი. მეგატექნიკას ასევე შეუძლია ნახოს, როგორია ორ სხვადასხვა პროდუქტს შორის კორელაცია და რამდენად განსაზღვრავს ერთი შეძენა მეორის შეძენას. ნამდვილად საკმაოდ მდიდარი ინფორმაციაა“ – ამბობს ირინა კვახაძე.  

მეტი დრო ანალიტიკისთვის 

ის დრორაც ადრე რეპორტების მომზადებაში იხარჯებოდა, ახლა ანალიტიკურ საქმიანობას, მაჩვენებლების ანალიზს და შესაბამისი გადაწყვეტილებების დროულად მიღებას მოხმარდება. ამ სისტემის სარგებელი მრავალია.  

BDO გუნდისგან მივიღეთ რჩევები, რა მონაცემები და როგორ უნდა შევინახოთ, რა პარამეტრები უნდა შემოვიტანოთ დამატებით, რომ კიდევ უფრო ღრმად გავანალიზოთ ჩვენი საქმიანობის შედეგები, დავაკვირდეთ ბაზარს და ვიცოდეთ, რა სჭირდება ჩვენს კლიენტებს“ – აღნიშნავს „მეგატექნიკის“ დირექტორი, ნინო გაბუნია.  

  

გაიგე უფრო მეტი BI-ის შესახებ
მეტი ინფორმაციისთვის დაგვიტოვე საკონტაქტო
მოგვწერე
გაეცანით ჩვენს სხვა პროექტებს