fbpx
მენიუ
ბიზნეს ანალიტიკის სისტემა ქსელურ რითეილში – კომპანია “დეილის” ქეისი
ბიზნეს ანალიტიკის სისტემა ქსელურ რითეილში – კომპანია “დეილის” ქეისი

სუპერმარკეტების ქსელი “დეილი” საქართველოში 2014 წლიდან მოღვაწეობს და დღეის მდგომარეობით 101 სურსათის მაღაზიას აერთიანებს. “დეილის“ ბრენდის   სუპერმარკეტები ძირითადად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა თუ რეგიონში არის განთავსებული.

პროექტის შედეგები
ბიზნესზე  დაკვირვება ლაივ რეჟიმში
ბიზნესზე დაკვირვება ლაივ რეჟიმში

BI სისტემამ კომპანიას საშუალება მისცა, ყოველდღიურ რეჟიმში განახლებადი და მუდმივად რელევანტური რეპორტები ჰქონოდათ და  ბიზნეს გადაწყვეტილებები უახლეს ინფორმაციაზე დაყრდნობით მიეღოთ.

ყველა მონაცემი ერთ სივრცეში
ყველა მონაცემი ერთ სივრცეში

სხვადასხვა წყაროს მონაცემთა ერთ სივრცეში თავმოყრითა და ჭკვიანი დეშბორდების გამოყენებით, მენეჯმენტი კომპანიის საქმიანობის სრულ სურათს ხედავს. ამავდროულად, მას კომპანიის შედეგების უმცირეს დეტალებსაც შეუძლია დააკვირდეს.

მეტი დრო ანალიტიკისთვის
მეტი დრო ანალიტიკისთვის

BI სიტემაში ავტომატურად გენერირებადი რეპორტების მეშვეობით თანამშრომელთა დრო დაიზოგა. ეს დრო კი რეპორტებში გამოსახული შედეგების სიღრმისეულ ანალიზს და  შესაბამისი გადაწყვეტილებების დროულად მიღებას ხმარდება.

პროექტის შესახებ

ქსელური რითეილის კომპანიებში სხვადასხვა მაღაზიის მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირება, ბიზნესზე ყოველდღიური დაკვირვება და სასურველ ჭრილში დანახვა ხშირად საკმაოდ შრომატევადი და რთული ამოცანაა.

ამ  გამოწვევებზე საპასუხოდ და კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად, სავაჭრო მაღაზიების ქსელმა „დეილიმ“ ბიზნეს ანალიტიკის თანამედროვე სისტემა დანერგა.

ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი „დეილიმ“ თანამედროვე ERP სისტემის დანერგვით დაიწყო – BDO-სთან პარტნიორობით 1C ERP დანერგა და საოპერაციო საქმიანობაში მაღალი დონის ავტომატიზაციას მიაღწია. შედეგად, “დეილიმ“ მიიღო ყველა ის სარგებელი, რომელიც ERP-ის დანერგვას მოყვება. დღეს, კომპანიაში ყველა ძირითადი პროცესი ავტომატიზებულია, რაც უფრო სწრაფ, ეფექტიან და შეცდომების გამორიცხვით მუშაობას ნიშნავს. „დეილის“ შეუძლია ავტომატური შეკვეთების ფორმირება, რომლითაც დროის მნიშვნელოვნად დაზოგვის გარდა, თავიდან იცილებს პროდუქციის დეფიციტთან ან ნაადრევ შესყიდვებთან დაკავშირებულ ხარჯებს. ასევე, კომპანიამ მიიღო საკმაოდ სიღრმისეული რეპორტები, რომლებიც სისტემაში ყველა მაღაზიიდან და ოპერაციიდან შემოსული მონაცემების საშუალებით ფორმირდებოდა.

თუმცა, როდესაც სხვადასხვა წყაროს მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირება და ყოველდღიურ რეჟიმში რეპორტების მომზადება გახდა კომპანიის ამოცანა, „დეილიმ“ გადაწყვიტა კონკრეტულად თანამედროვე ანალიტიკისთვის გათვლილი სისტემის BI-ის (Business Intelligence) გამართვა.

„BDO Digital-ს,  პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ამასთან, კარგად იცნობს ბიზნესის, ინდუსტრიის თავისებურებებს, იმ გარემოს, სადაც მუშაობა გვიწევს. BI სისტემამდე “ბიდიო დიჯითალთან” ერთად 1C ERP დავნერგეთ და ამით ჩვენი ბიზნეს პროცესები სრულად ავტომატიზებული გახდა. სწორედ ავტომატიზაციამ და გაციფრულებამ გააჩინა ახალი შესაძლებლობები და უამრავი მონაცემი ჩვენი ფილიალების, ჩეკების, გაყიდვების, პროდუქტებისა თუ ჩვენი მომხმარებლების ქცევის შესახებ. გადავწყვიტეთ, ეს მილიონობით მონაცემი დაგვემუშავებინა და ისეთ ინტერაქტიულ რეპორტებად გვექცია, რომელიც  კომპანიის საქმიანობას ყოველდღიურად 360 გრადუსით დაგვანახებდა. BI სისტემის პროვაიდერის ძიებისას ბევრი არ გვიფიქრია – “ბიდიო დიჯიტალის” მდიდარმა გამოცდილებამ ციფრულ ტექნოლოგიებში, ბიზნესის სპეციფიკის ცოდნამ და მაღალკვალიფიციურმა გუნდმა დაგვარწმუნა, რომ ამ ამოცანას სწორედ მათი მეშვეობით გადავჭრიდით წარმატებით. საბოლოოდ, “ბიდიო დიჯიტალის” დახმარებით სწრაფი და თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკის ინსტრუმენტი გვაქვს კომპანიაში “, – ამბობს „დეილის“ ფინანსური მენეჯერი : აკაკი ბერაია.

თანამედროვე და მოსახერხებელი ბიზნესანალიტიკის სისტემა

“დეილისთვის” ბიზნეს ანალიტიკის ინსტრუმენტად Microsoft Power BI შეირჩა. Power BI-ის ვებ გარემოშია თავმოყრილი ყველა ის ანგარიშგება, რომელიც დეილის საოპერაციო და სტრატეგიული გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდება. ანგარიშგებები სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების დამუშავებით არის შექმნილი და ყოველდღიურად ავტომატურად ახლდება. ახლა მხოლოდ ერთი ხელის დაჭერაა საჭირო, რომ ეს განახლებული ინფორმაცია დაგენერირდეს. ეს, ერთი მხრივ, Power BI-ის მეშვეობით გახდა შესაძლებელი და მეორე მხრივ, მონაცემების სხვადასხვა წყაროდან მიღების, დამუშავების, შენახვის და განახლების მექანიზმით, ასევე, სპეციალური ანალიტიკური ბაზით, რომელიც ბიდიო დიჯიტალის გუნდმა შექმნა “დეილისთვის”. Power BI-ის ქლაუდ ტექნოლოგიის გამოყენებით, ყველა თანამშრომელს იოლად მიუწვდება ხელი მისთვის საჭირო რეპორტზე. ხოლო ინტერაქტიულ და დინამიურ ანგარიშგებებში  მარტივად შეუძლია დაახარისხოს, დაფილტროს მონაცემები, შეადაროს და ჩაუღრმავდეს კომპანიის სხვადასხვა მაჩვენებელს, უმცირეს დეტალებამდეც კი.  ამასთან, „დეილის“ თანამშრომლებს  შეუძლიათ,  რეპორტები კოლეგებს ძალიან მარტივად, ელექტრონული ფორმატით გაუზიარონ.

მეტი დრო ანალიტიკური საქმიანობისთვის

თუ აქამდე დეილის თანამშრომლებს სხვადასხვა სააღრიცხვო სისტემიდან წამოღებული მონაცემების ექსელში დამუშავება და შექმნა უწევდათ, დღეს ავტომატური რეპორტები თანამშრომლების ჩარევის გარეშე გენერირდება. ასეთი რეპორტები მნიშვნელოვნად ზოგავს თანამშრომელთა დროს. დრო, რომელიც ადრე რეპორტების მომზადებაზე უნდა  დახარჯულიყო, ახლა ანალიტიკურ საქმიანობაზე, ანალიზსა და  გადაწყვეტილებების დროულად მიღებას მოხმარდება.

მრავალფეროვანი რეპორტინგი და ბიზნესის 360 გრადუსით დანახვა

ფილიალების შედეგების დეტალური ანალიზი, გაყიდვების მონაცემთა ანალიზი სხვადასხვა კოეფიციენტის მიხედვით, ბიუჯეტირება, ფილიალების დატვირთვის ანალიზი და ბიუჯეტის შესრულების ანალიზი BI სისტემის დანერგვის შედეგად მიღებული ანალიტიკური ანგარიშგებების არასრული ჩამონათვალია.

ფილიალების დატვირთვის გაანალიზება ქსელური რითეილის კომპანიებისთვის ძალზე გამოსადეგია. მისი დახმარებით  კომპანიას შეუძლია, სწორად დაგეგმოს მაღაზიების ეფექტიანად მუშაობა, სამუშაო საათები; ამასთან, მიიღოს ზუსტი გადაწყვეტილება თანამშრომელთა რა რაოდენობა სჭირდება მომხმარებელთა ნაკადისთვის; არა მხოლოდ კვირის დღეების, არამედ საათების მიხედვითაც კი.

საერთო ჯამში BI სისტემა კომპანია დეილის საშუალებას აძლევს სწრაფად, მარტივად და თითქმის მყისიერად დააკავშიროს ერთმანეთთან სხვადასხვა წყაროში თავმოყრილი მონაცემები, გარდაქმნას ეს მონაცემები სასარგებლო მიგნებებად და სწორედ ამ მიგნებებზე დაყრდნობით მიიღოს ბიზნეს გადაწყვეტილებები.

დაინახე შენი ბიზნესი 360 გრადუსით
გაეცანით Power BI-ს დემოს მაგალითს რითეილ სექტორისთვის
ნახე BI დემო
გაეცანით ჩვენს სხვა პროექტებს