მენიუ
„კავკასუს როუდ პროჯექტის“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია SAP Business One-ით
„კავკასუს როუდ პროჯექტის“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია SAP Business One-ით

Caucasus Road Project-ი ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო-ინფრასტრუქტურული კომპანიაა საქართველოში, რომელთანაც არაერთი მასშტაბური და სტრატეგიული პროექტის მშენებლობაა დაკავშირებული – მთავრობის სახლი ქუთაისში, გმირთა მოედნის, ლაგუნა ვერეს და ბარათაშვილის  ესტაკადებიანაკლიის ხიდი, მესტიის აეროპორტის ასაფრენ დასაფრენი ბილიკი2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-სამადლოს და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია და სხვ 

პროექტის შესახებ

კომპანიისთვის, რომელიც  მსხვილ პროექტებშია ჩართული, ბიზნეს პროცესების მაღალი დონის ავტომატიზაციის გარეშე მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამისთვის საჭიროა კომპანიაში ERP სისტემის დანერგვა, რაც არც თუ ისე მარტივი პროცესია და როგორც პროვაიდერის მხრიდან, ასევე თავად კომპანიის თანამშრომლებისგან აქტიურ ჩართულობასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.  

„როდესაც კომპანია მივიდა განვითარების იმ ეტაპზე, რომ ERP სისტემის დანერგვა აუცილებლობას წარმოადგენდა, დავიწყეთ ბაზრის გამოკვლევა. მოლაპარაკებები გვქონდა არაერთ პროვაიდერთან, მაგრამ არჩევანი შევაჩერეთ საერთაშორისო ბრენდ BDO-ზე, რადგან სხვა პროვაიდერები ჩვენთან შეხვედრებზე პრეზენტაციის სახით გვაჩვენებდნენ მხოლოდ პროგრამის შესაძლებლობებს. მათგან განსხვავებით, ჩვენ დავინახეთ, რომ BDO-ს გუნდს რეალურად ესმოდა ჩვენი ბიზნეს პროცესებ. პრეზენტაციაზე იმას კი არ გვაჩვენებდნენ, რომელი ღილაკისთვის უნდა დაგვეჭირა რომელიმე ოპერაციის გასატარებლად,  არამედ ჩვენი პროცესების გადაწყვეტის გზებს პროგრამაში. BDO-მ SAP-ის პროდუქტი – SAP Business One შემოგვთავაზ. საბოლო ჯამში, გამოდიოდა რომ ჩვენ მომსახურებას გვიწევდა ორი საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის და უზარმაზარი გამოცდილების მქონე კომპანია“, – ამბობს CRP-ის ფინანსური დირექტორი ნათია წიფურია. 

კომპანიამ SAP Business One-ის საშუალებით მოახდინა ისეთი ყოველდღიური პროცესების ავტომატიზაცია, როგორიცაა შესყიდვები, მარაგების აღრიცხვა და მართვაფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვა და ა.შ. გარდა ამისა, CRP ერთდროულად ახორციელებს არაერთ პროექტს და პროგრამა კომპანიის მენეჯმენტს საშუალებას აძლევს პროექტების ჭრილში ადევნო თვალი ხარჯვას და ნებისმიერ ეტაპზე გააკონტროლო ამა თუ იმ პროექტის მომგებიანობა.  

კომპანიაში ესმით, რომ ERP სისტემის დანერგვა ერთჯერადი პროცესი არ არის, რადგან კომპანიის განვითარებასთან ერთად პროგრამის მიმართ მოთხოვნები მუდმივად იცვლება – ჩნდება ახალი გამოწვევები, პროექტები, შესაძლებლობები. მუდმივ მხარდაჭერასთან ერთად საჭიროა პროგრამის კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად განვითარება. სწორედ ამიტომ, CRP გეგმავს BDO-ს სამშენებლო მოდულის დანერგვასაც, რომელიც სპეციალურად ნებისმიერი ტიპის სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებისთვისაა შექმნილი. 

„BDO-სგან სულ ვგრძნობთ მზაობას მოისმინო ჩვენი მოთხოვნები და საჭიროებები და მიიღონ გადაწყვეტილება დეველოპმენტის შესახებ. ახლა სპეციალურად ჩვენთვის ქმნიან საწვავის აღრიცხვის ფუნქციონალს, რაც ძალიან დაგვეხმარება სატრანსპორტო პარკის ოპერაციებთან გამკლავებაში. ჩვენ გვაქვს GPS სისტემა საწვავის კონტროლისთვის, მაგრამ არ არის საკმარისი, რადგან გვსურს არამხოლოდ საწვავის ხარჯვის კონტროლი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხარჯვის მიკუთვნება კონკრეტულ სამუშაოებზე.  

მოგეხსენებ, რომ ჩვენნაირი სამშენებლო კომპანიები სამუშაო დღეს არ ამთავრებენ სტანდარტულ დროს, შესაბამისად ERP სისტემის მხარდაჭერა არ არის საკმარისი მხოლოდ სტანდარტულ სამუშაო საათებში და BDO-ს გუნდი საღამოს ოფისში არაერთხელ დაბრუნებულა ჩვენს დასახმარებლად მათთვის არასამუშაო დროს“, – ამბობს წიფურია.  

გახდი BDO-სა და SAP-ის პარტნიორი
SAP Business One-ის დანერგვის შესახებ ინფორმაციისთვის დაგვიტოვეთ საკონტაქტო
დაგვიტოვე საკონტაქტო
გაეცანით ჩვენს სხვა პროექტებს