fbpx
მენიუ
დისტრიბუციის პროცესების სრული ავტომატიზაცია West Invest-ში
დისტრიბუციის პროცესების სრული ავტომატიზაცია West Invest-ში

West Invest ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. 17 წლიანი მუშაობის შედეგად კომპანია უკვე 3500- მდე სავაჭრო ობიექტს ემსახურება და აწვდის მაღალი ხარისხის პროდუქციას. კომპანიას მიღებული აქვს ხარისხის მენეჯმენტისა და სურსათის უვნებლობის მართვის ISO-9001:2008 სისტემის სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტებით მუშაობას წარმოების ყველა ეტაპზე.

პროექტის შესახებ

West Invest-ის მენეჯმენტს, კომპანიის დაარსების დღიდან, კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ბიზნესის გაციფრულებისა და ავტომატიზაციის აუცილებლობა. თუმცა, ბოლო წლებში მიღწეულ ზრდასთან ერთად ცხადი გახდა, რომ არსებული პროგრამული გადაწყვეტა ვეღარ აკმაყოფილებდა West Invest-ის საჭიროებებსა და მოთხოვნებს. საჭირო იყო უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი ავტომატიზაცია.

თანამედროვე ERP სისტემის დანერგვისთვის West Invest-მა პარტნიორად BDO Digital-ი შეარჩია რომლის გუნდი უკვე 18 წელია ქართულ ბაზარზე ბიზნესს ავტომატიზაციის თანამედროვე გადაწყვეტას სთავაზობს. BDO Digital-მა West Invest-ს 1C ERP 2-ის დანერგვა შესთავაზა.

„კომპანიის განვითარებასთან ერთად მენეჯმენტისთვის ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო მნიშვნელოვანი ცვლილებები პროცესების გაციფრულების მიმართულებით. სხვადასხვა განყოფილების  თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია არაერთი არხის საშუალებით ხდებოდა, რაც ზრდიდა ადამიანური შეცდომების რისკს და აფერხებდა პროცესს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვენერგა სისტემა, რომელიც არ იქნებოდა მხოლოდ აღრიცხვაზე ორიენტირებული და საშუალებას მოგვცემდა პროცესი პროგრამის საშუალებით გვემართა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ისეთი პარტნიორის შერჩევა, რომელიც მუდმივად განავითარებდა პროგრამას კომპანიის ზრდისა და ბიზნესის საჭიროებების შესაბამისად. სწორედ ამიტომ პარტნიორად შევარჩიეთ ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გუნდი BDO Digital, რომელმაც 1C ERP-ის მათ მიერ შემუშავებული ვერსიის დანერგვა შემოგვთავაზა“, – West Invest-ის წარმომადგენელი.

პროგრამის დანერგვა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და 2023 წლიდან კომპანიის ძირითადი სააღრიცხვო სისტემა 1C ERP-ით მთლიანად ჩანაცვლდა.  კომპანიაში დაინერგა ყველა ძირითადი მოდული – ფინანსური აღრიცხვა, წარმოება, საწყობი და დისტრიბუცია. West Invest-ს, დისტრიბუციის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჰქონდა კონკრეტული საჭიროებები, რომელიც სისტემის საშუალებით მოგვარდა.

დისპეჩერიზაცია

დისპეჩერებისთვის სისტემაში შეიქმნა ერთიანი სამუშაო სივრცე, საიდანაც ისინი სრულად აკონტროლებენ როგორც შემოსულ შეკვეთებს, ასევე სადისტრიბუციო მანქანების დატვირთულობას. დისპეჩერი, დატვირთულობის გათვალისწინებით, მარტივად და ოპტიმალურად ანაწილებს პროდუქციას მანქანებში.

ასევე, დისპეჩერმა ზუსტად იცის თუ როდის ასრულებს მუშაობას პრისელერი – ამას ის როგორც პროგრამაში, ასევე სმს-ის საშუალებით იგებს.

დისტრიბუტორების განრიგი

1C ERP-ში გაწერილია დისტრიბუტორების განრიგი – რომელ კლიენტთან რა თანმიმდევრობით უნდა მივიდეს. განრიგი მკაცრადაა დაცული, რაც ზოგავს დროსა და საწვავის ხარჯს.

პროგრამის საშუალებით, შეკვეთის აღების დროს, დარდება მაღაზიისა და პრისელერის კოორდინატები. თუ პრისელერი დასაშვებ მანძილზე მეტად აცდენილია მაღაზიის ადგილმდებარეობას, ის ვერ შეძლებს შეკვეთის აღებას. შესაბამისად, პრისელერი შეკვეთას აფორმებს ადგილზე, მაღაზიის რეალური საჭიროებების მიხედვით. ასევე, პროგრამაში გაწერილი მინიმალური შეკვეთის ოდენობით კომპანია აღარ ხარჯავს ზედმეტ რესურსს, მცირე ზომის შეკვეთების აგროვება-მიწოდებაზე.

West Invest-ის დელივერის ყველა თანამშრომელი აღჭურვილია მობილური მოწყობილობებით. კლიენტი მობილურ მოწყობილობაში ხელმოწერით ადასტურებს საქონლის მიღებას, რაც მთლიანად ხსნის ზედნადების ბეჭდვის საჭიროებას. აქვე ხდება კლიენტისგან თანხის მიღების დაფიქსირება და კლიენტის დავალიანების შემოწმება.

სამომავლო გეგმები

West Invest-ი, ბიზნესის ზრდის პარალელურად, BDO Digital-ის გუნდთან ერთად აგრძელებს 1C ERP-ის განვითარებას და კომპანიის მოთხოვნებზე მორგებას. უახლოეს მომავალში, West Invest-ი პროცესების კიდევ უფრო მეტ ავტომატიზაციას შეძლებს.

ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტების მუდმივი განვითარების ფონზე, ციფრული ტრანსფორმაცია პრაქტიკულად უწყვეტი პროცესია, რომლისთვისაც სანდო და კვალიფიციური პარტნიორია საჭირო. BDO Digital-ი უკვე წლები წარმატებით ეხმარება ქართულ კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე.

გაიგეთ მეტი 1C ERP-ის შესახებ
დაგვიტოვეთ საკონტაქტო და ჩვენი გუნდის წევრი აუცილებლად დაგიკავშირდებათ
დაგვიტოვე საკონტაქტო
გაეცანით ჩვენს სხვა პროექტებს