fbpx
მენიუ
GD Holding-მა BDO Digital – თან პარტნიორობით ბიზნესანალიტიკის სისტემა (BI) დანერგა

GD Holding ქართულ ბაზარზე უკვე 20 წელზე მეტია რაც ფუნქციონირებს და აერთიანებს სამ ძირითად სადისტრიბუციო კომპანიას (GDM; GDI; GD Alco), რომლებიც აკეთებენ სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო კალათის პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში. ისინი ემსახურებიან 10 000- ზე მეტ სავაჭრო ობიექტს ქვეყნის მასშტაბით.

პროექტის შესახებ

GD Group-ში ძირითადი საოპერაციო პროცესები ავტომატიზირებულია და მათი აღრიცხვა სხვადასხვა პროგრამული პროდუქტის მეშვეობით ხდება, ისეთები როგორიცაა WMS; TMC და სხვა. ანალიტიკოსებისთვის რუტინულად, ერთი და იგივე რეპორტების მომზადების თავიდან არიდება გახდა კომპანიისთვის ბიზნეს ანალიტიკის (BI) სისტემის დანერგვის ერთ ერთი მთავარი მიზეზი. ამასთან, სჭირდებოდათ საერთო სივრცე სადაც გაერთიანდებოდა მონაცემთა რამდენიმე წყარო და რეპორტები ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი იქნებოდა.

„თავიდან ავირიდეთ ძალიან ბევრი ხელით გასაკეთებელი საქმე. სხვადასხვა პროგრამიდან წამოღებულ დიდ მონაცემებს BI სისტემა რამდენიმე წამში ამუშავებს და ერთ სივრცეში უყრის თავს. შედეგად, ყველა თანამშრომელს მისთვის საჭირო რეპორტზე მარტივად მიუწვდება ხელი Power BI-ის გარემოში.“ – ამბობს გიორგი უკლება, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ბიზნეს ანალიტიკის სისტემის მეშვეობით, BD Group-ს შეუძლია კომპანიის საქმიანობის შედეგებს დააკვირდეს 360 გრადუსით. მათთვის საჭირო ანგარიშგებები უკვე ავტომატურად იქმნება და კომპანიის მენეჯმენტი ძალიან მარტივად, ყოველდღიურად იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას; თან ისე, რომ ამაში ანალიტიკოსების დრო საერთოდ არ იხარჯება;

BDO Digital-ი GD Group- თან უკვე წლებია თანამშრომლობს და უწევს კონსულტაციას სხვადასხვა მიმართულებით. „როდესაც დღის წესრიგში დადგა Power BI-ის დანერგვა, აუცილებლად მივმართეთ ჩვენს პარტნიორს. BDO Digital-ი დაგვეხმარა თავისი პროფესიონალი გუნდითა და გამოცდილებით და წარმატებით დაინერგა Power BI ჩვენს კომპანიაში“- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ბიძინა გამცემლიძე.

გაეცანით Power BI-ს დემოს მაგალითს რითეილ სექტორისთვის
გატესტე დემო
გაეცანით ჩვენს სხვა პროექტებს