მენიუ
პროცესების ავტომატიზაცია და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა SAP Business One-ის მეშვეობით – Unix Development-ის ქეისი
პროცესების ავტომატიზაცია და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა SAP Business One-ის მეშვეობით – Unix Development-ის ქეისი

„იუნიქსი“ საქართველოში უკვე 6 წელია ამკვიდრებს დახვეწილი დიზაინისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობებსა და კომპლექსებს. კომპანიას აქვს გაცხადებული მიზანი, რომ სურს შეცვალოს ადამიანების წარმოდგენა სახლებსა თუ ოფისებზე. „იუნიქსი“ ყიდის არა უბრალოდ ფართებს, არამედ მომხმარებელზე მორგებულ გარემოს. ბოლო წლებში კომპანიამ სწრაფი ზრდა განიცადა და დაამთავრა ისეთი მასშტაბური პროექტი, როგორიცაა „ფრანგული უბანი“. გარდა ამისა, „იუნიქსმა“ ააშენა ყავის ქარხანა „მეამას“ შენობა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

პროექტის შედეგები
დაგეგმვა და ანალიზი პროექტების ჭრილში
დაგეგმვა და ანალიზი პროექტების ჭრილში

დაგეგმვისა და ანალიზის წარმოება პროექტების ჭრილში SAP Business One-ის დახმარებით

ფულადი სახსრების ოპტიმიზაცია
ფულადი სახსრების ოპტიმიზაცია

ფულადი სახსრების ოპტიმიზაცია Cash Flow-ს ბიუჯეტირებისა და გეგმა-ფაქტიური ანალიზის საშუალებით

საწყობის რეალურ დროში მართვა
საწყობის რეალურ დროში მართვა

საწყობის რეალური დროში მართვა და შედეგად, დანაკარგების შემცირება

სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანია Unix Development-მა BDO Solutions-ის მიერ სპეციალურად სამშენებლო ინდუსტრიისთვის განვითარებული ERP სისტემის SAP Business One-ის დანერგვა დაიწყო. BDO Solutions-ის მიერ შექმნილი სამშენებლო მოდული „იუნიქსს“ ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი ყველა პროცესის ავტომატიზაციისა და კონტროლის საშუალებას მისცემს.

შედეგად, SAP Business One-ის დანერგვის შემდეგ, Unix Development-ი, საქმიანობის ეფექტიანობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაზრდის ბიზნესის მომგებიანობასაც:

  • გააციფრულებს და მარტივად შეადგენს მრავალდონიან ხარჯთაღრიცხვებს
  • დაგეგმვასა და ანალიზს აწარმოებს პროექტების ჭრილში
  • გააკონტროლებს სამუშაოების შესრულების ეტაპებს
  • რეალურ დროში მართავს საწყობებს და შეამცირებს დანაკარგებს
  • გამორიცხავს არასანქცირებულ შესყიდვებს
  • შეძლებს ფულადი სახსრების ოპტიმიზაციას Cash Flow-ს ბიუჯეტირებისა და გეგმა-ფაქტიური ანალიზის საშუალებით.
  • განსაზღვრავს ბინის გეგმიურ თვითღირებულებას და გაანალიზებს წინასწარ მომგებიანობას
  • მართავს გაყიდვებს კლიენტის, ობიექტისა და გაყიდვების მენეჯერის ჭრილში
  • დავალიანებების მართვისა და შეხსენების სისტემით გააკონტროლებს სავაჭრო მოთხოვნებს

სისტემა სრულად ლოკალიზებულია და მორგებულია ქართულ კანონმდებლობას. საოპერაციო ნაწილთან ერთად, სრულყოფილად ავტომატიზებულია ფინანსური აღრიცხვაც.

„იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა Unix Development-ის ბინებზე მუდმივად იზრდება, საგრძნობლად გაიზარდა შესასრულებელი ოპერაციების რაოდენობაც. Sap-ის დანერგვით უფრო მარტივად შევძლებთ მზარდი რაოდენობის პროექტების ერთდროულად მართვას. სისტემა საშუალებას მოგვცემს სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა და სხვა ყველა მნიშვნელოვანი პროცესი ცალკეული პროექტების ჭრილში ვაწარმოოთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, SAP-ი დაგვეხმარება შესყიდვებისა და საწყობის მოწესრიგებაში, რაც უზრუნველყოფს არამიზნობრივი ხარჯვის თავიდან აცილებას“, – აცხადებს „იუნიქსის“ ფინანსური დირექტორი ნოდარ სანდუხაძე.

„იუნიქს დეველოპმენტის“ მსგავსად, SAP Business One-ს პროცესების ავტომატიზაციისთვის უკვე მსოფლიოს არაერთი წარმატებული კომპანია იყენებს. სისტემა კომპანიის საქმიანობას სტეიკჰოლდერების თვალში უფრო გამჭირვალეს და სანდოს ხდის, რაც საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო დააჩქარებს Unix development-ის განვითარებას.

გახდი BDO-სა და SAP-ის პარტნიორი
SAP Business One-ის დანერგვის შესახებ ინფორმაციისთვის დაგვიტოვით საკონტაქტო ინფორამცია
დაგვიტოვე საკონტაქტო
გაეცანით ჩვენს სხვა პროექტებს